რომაული სენსაცია
* მატია დესტრომ "მილანის" შემადგენლობაში პირველი გოლი შეაგდო.

* სეიდუ დუმბიამ "რომაში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

* არგენტინელმა ფრანკო ვასკესმა "პალერმოს" მოაგებინა და განაცხადა, რომ მისი ოცნება იტალიის ნაკრებში თამაშია.

ტური "ფიორენტინას" მორიგი გამარჯვებით დაიწყო, რასაც "ნაპოლის" წაფორხილება მოჰყვა. დანარჩენი მატჩები კვირას გაიმართა, თუმცა ჩვენ შაბათით დავიწყოთ - ჭადრაკში ცნობილია სიცილიური დაცვა, თუმცა ამ ტურში სიცილიური შეტევა ვიხილეთ, რომელმაც "ნაპოლი" აზარალა.

"ნაპოლი" კუნძულზე შეაჩერეს

ბოლო ტურებში "ნაპოლი" შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა და შედეგებიც კარგი ჰქონდა, მაგრამ ჩავიდა სიცილიაზე და წააგო კიდეც. სწორედ არასტაბილურობაა, რაც "ნაპოლის" და თუნდაც "რომას" "იუვენტუსისთვის" რეალური კონკურენციის გაწევაში უშლის ხელს.

თუ სკუდეტოს მოგება გსურს, "პალერმოს", "სამპდორიას", "ჯენოას", "უდინეზეს", "ტორინოს", "ვერონას" და მსგავს გუნდებს სტაბილურად უნდა მოუგო როგორც შინ, ისე გასვლაზე, მაგრამ ეს მხოლოდ "ვეკია სენიორას" გამოსდის.

"პალერმომ" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. ნეაპოლელებმა ვერაფერი მოუხერხეს ფრანკო ვასკესს, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა - გოლი შეაგდო და ორი საგოლე პასი გააკეთა. მოკლედ, ვასკესმა გაარღვია "ნაპოლი" და მანოლო გაბიადინის დაგვიანებულმა გოლმა უკვე ვეღარაფერი შეცვალა - 3:1.

მატჩის შემდეგ რაფაელ ბენიტესი იმედგაცრუებული იყო: "თამაში ჩვენი კარნახით დაიწყო, ბურთს ვაკონტროლებდით და ვუტევდით, მაგრამ კონტრშეტევა გამოგვეპარა და საბედისწერო გოლი გავუშვით. ამის შემდეგ მეტოქემ უპირატესობა იგდო ხელთ და ყველაფერი გამოუვიდა. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რასაც არ ველოდი. გუნდი კარგ ფორმაში იყო და ეს ჩავარდნა ლოგიკაში არ ჯდება. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს".

იხილეთ ვიდეო

"ფიორენტინა" აღარ ხუმრობს

ამასობაში, "ფიორენტინა" მოღონიერდა, კერკეტი "სასუოლო" მისსავე მოედანზე დაამარცხა და მესამე ადგილზე მყოფ "ნაპოლის" მიუახლოვდა. რაც მთავარია, ფლორენციელები შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ და იგრძნობა, რომ მომატების რესურსი აქვთ.

ვინჩენცო მონტელამ 4-3-3 ტაქტიკა გამოიყენა და შეტევის წინა ხაზზე შემდეგი ტრიო გაამწესა: მოჰამედ სალაჰი, ხუმა ბაბაქარი და ალესანდრო დიამანტი. სამივემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა - დიამანტი ხშირად ჩადიოდა სიღრმეში და იქიდან იწყებდა შეტევებს, სალაჰმა სადებიუტო გოლი შეაგდო, ბაბაქარმა კი სულაც დუბლი შეასრულა. თადარიგში დარჩა მარიო გომესი, რომელიც ასევე კარგ ფორმაშია.

მოკლედ, "ფიორენტინამ" იფრინა და ბევრის მძლეველი "სასუოლო" ხელმოცარული დატოვა. მატჩის შემდეგ მონტელამ შეგირდები შეაქო და შემდეგი დაამატა:

"ჩვენი მიზანი უცვლელია: ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. ეს ურთულესი ამოცანაა, რადგან სამეულში უძლიერესი გუნდები არიან, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. დღეს საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ მომატება შეგვიძლია. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთში ვპროგრესირებთ და ეს ძალიან კარგია".

"მილანი" ვერც "ემპოლის" უგებს

"მილანის" კრიზისს ბოლო არ უჩანს, ფილიპო ინძაგის გუნდმა ამჯერად "ემპოლისთან" შეირცხვინა თავი. "როსონერიმ" მხოლოდ ქულა აიღო და თუ თამაშის მიმდინარეობას გავიხსენებთ, სულაც არ იყო მოგების ღირსი. პირიქით, სტუმრები გაცილებით მწვავედ უტევდნენ და გატანის მეტი შანსიც ჰქონდათ.

პირველი ტაიმის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, როდესაც ჟერემი მენეზი მეტოქის საჯარიმოს მიუახლოვდა, მარცხნივ ჯაკომო ბონავენტურა მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი მატია დესტროს იდეალურად უპასა და გაიხსნა კიდეც ანგარიში, 1:0.

სტუმრებმა მეორე ნახევარში გაათანაბრეს, როდესაც მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულ ბურთს მასიმო მაკარონემ დაჰკრა თავური და ბადეში გაახვია - 1:1.

მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთი რჩებოდა, როდესაც დიეგო ლოპესმა საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო, "მილანი" კი ათი ფეხბურთელით დარჩა. მალევე, გაბრიელ პალეტა დაშავდა და მოედნიდან ხელით გაიყვანეს. ინძაგის ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა და "როსონერიმ" ცხრა ფეხბურთელით ჩაამთავრა თამაში.

ბუნებრივია, დასკვნითი წუთები სტუმართა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი აღარ შექმნილა. ფრემ სტუმრები გაახარა, "მილანის" მდგომარეობა კი კიდევ უფრო დამძიმდა.

იხილეთ ვიდეო

მეორეც საბრძოლველი ექნებათ?

თუ ასე გაგრძელდა, პირველობისთვის ბრძოლა ნაადრევად დასრულდება. "რომა" არასტაბილურად ასპარეზობს, ქულებს ანიავებს და სულ უფრო შორდება სანუკვარ მიზანს. იტალიაში უკვე აღარც სჯერათ, რომ რუდი გარსიას გუნდს სკუდეტოს მოპოვება შეუძლია - "გაძეტა დელო სპორტის" ვერდიქტით, პროგრამა-მაქსიმუმი მეორე ადგილია და დედაქალაქელებს ესეც საბრძოლო ექნებათ.

"რომა" ვალდებული იყო, რომ საკუთარ მოედანზე "პარმა" დაემარცხებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. გარსიას გუნდს ვერც კოტდივუარელმა თავდამსხმელებმა: სეიდუ დუმბიამ და ჟერვინიომ უშველეს.

ეგ კი არა, "პარმას" სასარგებლოდ რომ მსაჯს 100%-იანი თერთმეტმეტრიანი დაენიშნა, შესაძლოა, ემილიელებს სამი ქულა წაეღოთ შინ. მოკლედ, "რომამ" ვერ ივარგა და კიდევ ერთხელ გააწბილა გულშემატკივარი.

იხილეთ ვიდეო

სამაგიეროდ, "ინტერმა" ჩაატარა სეზონის საუკეთესო შეხვედრა, "ატალანტას" გადაურბინა და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა აქტივში. მოგებაცაა და მოგებაც, 4:1 ნაკლებად მოსალოდნელი იყო.

იხილეთ ვიდეო

დიდი ანგარიშით მოიგო "ჯენოამაც", რომელსაც შესანიშნავად მოერგო "მილანიდან" წაყვანილი მბაიე ნიანგი - მის ანგარიშზე დუბლია.

არადა, ნიანგს კრიზისში მყოფ "როსონერიში" თამაში, პრაქტიკულად, არ უწევდა. მოგების გემო გაიხსენა "ლაციომ", რამაც სამეულისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გაამძაფრა.

სერია A. XXIII ტური

14 თებერვალი

სასუოლო-ფიორენტინა 1:3

გოლები: 0:1 სალაჰი (30), 0:2 ბაბაქარი (32), 0:3 ბაბაქარი (62), 1:3 ბერარდი (67)

სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, კანავარო, ლონგი (80. მისიროლი) - მანიანელი, ბრიგი (63. ფლოკარი), ბიონდინი - სანსონე (74. ფლორო ფლორესი), ბერარდი, ძაძა

ფიორენტინა (4-3-3): ტატარუშანუ - რიჩარდსი, გონსალო, სავიჩი, ალონსო - კურტიჩი, პისარო, ფერნანდესი (68. აკვილანი) - დიამანტი, სალაჰი (82. ილიჩიჩი), ბაბაქარი (72. ჯილარდინო)

გაფრთხილება: კანავარო, ლონგი, ძაძა - სავიჩი, ალონსო

კუთხური: 8-5; ჯარიმა: 17-20; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 6-12 (5-7); ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 15 000

პალერმო-ნაპოლი 3:1

გოლები: 1:0 ლაზაარი (14), 2:0 ვასკესი (36), 3:0 რიგონი (65), 3:1 გაბიადინი (82)

პალერმო (4-3-2-1): სორენტინო - რისპოლი, ტერცი, ანდელკოვიჩი, ლაზაარი - რიგონი, ბოლცონი, ბარეტო (86. მატო) - კუაიზონი (69. ჩოჩევი), ვასკესი (78. ბელოტი) - დიბალა

ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ბრიტოსი, ალბიოლი, სტრინიჩი - დავიდ ლოპესი (69. გარგანო), ფრელო - კალეხონი, ჰამშიკი (54. გაბიადინი), დე გუზმანი - იგუაინი (74. საპატა)

გაფრთხილება: რისპოლი, რიგონი, ბოლცონი - ფრელო, იგუაინი

კუთხური: 1-7; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 3-6 (1-2); ბურთის ფლობა: 37%-63%

მაყურებელი: 17 000

15 თებერვალი

მილანი-ემპოლი 1:1

გოლები: 1:0 დესტრო (40), 1:1 მაკარონე (68)

მილანი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - რამი, პალეტა, ალექსი (8. ბოკეტი), ანტონელი - პოლი, დე იონგი - ბონავენტურა, მენეზი, ჰონდა (79. ჩერჩი) - დესტრო (85. აბიატი)

ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი - ვესინო (54. ვერდი), ვალდიფიორი, კროჩე (82. სინიორელი) - ზელინსკი - მაკარონე, პუჩარელი (64. ტავანო)

გაფრთხილება: პალეტა, რამი, ანტონელი - ტონელი, ვერდი

გაძევება: დიეგო ლოპესი (83. მილანი)

კუთხური: 2-3; ჯარიმა: 22-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 5-11 (2-3); ბურთის ფლობა: 49%-51%

მაყურებელი: 30 000

ატალანტა-ინტერი 1:4

გოლები: 0:1 შაჩირი (2-პენ.), 1:1 მორალესი (27), 1:2 გუარინი (37), 1:3 გუარინი (63), 1:4 პალასიო (72)

ატალანტა (4-4-1-1): სპორტიელო - მაზიელო, სტენდარდო, ბენალუანი, ბელინი - გომესი (58. ბაზელი), კარმონა, ჩიგარინი (75. ემანუელსონი), ძაპაკოსტა - მორალესი (46. დენისი) - პინილია

ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, რანოკია, ჟუანი, სანტონი - გუარინი, მედელი, ბროზოვიჩი (82. კუზმანოვიჩი) - შაჩირი (68. კოვაჩიჩი) - პოდოლსკი, პალასიო (76. ერნანესი)

გაფრთხილება: მორალესი, კარმონა, პინილია - ჟუანი, შაქირი

გაძევება: ბენალუანი (52. ატალანტა)

კუთხური: 6-8; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 6-11 (2-7); ბურთის ფლობა: 29%-71%

მაყურებელი: 25 000

ჯენოა-ვერონა 5:2

გოლები: 1:0 აგოსტინი (10-საკ. კარში), 2:0 ნიანგი (12), 2:1 ტონი (20), 3:1 ნიანგი (30), 3:2 ტონი (57), 4:2 ბერტოლაჩი (65), 5:2 პეროტი (86)

ჯენოა (3-4-3): პერინი - რონკალია, დე მაიო, იძო - ბერდიხი (65. ლაქსალტი), ბერტოლაჩი, კუცკა, ედენილსონი - ნიანგი (74. პავოლეტი), პეროტი, იაგო (88. მანდრაგონა)

ვერონა (4-3-3): ბენუსი - პიზანო, მორასი (40. სორენსენი), მარკეში, აგოსტინი - გრეკო, პანაიოტისი, ალფრედსონი (74. იონიცა) - ხრისტოდოლოპულოსი, ტალები (82. ლოპესი), ტონი

გაფრთხილება: კუცკა, ლაქსალტი - პიზანო, გრეკო, პანაიოტისი, სორენსენი

კუთხური: 4-5; ჯარიმა: 26-30; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 11-8 (6-6); ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 22 000

რომა-პარმა 0:0

რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი, იანგა-მბივა, მანოლასი, კოული - კეიტა, დე როსი (58. ვერდე), ნაინგოლანი - ჟერვინიო, ლიაიჩი (77. პარედესი), დუმბია (85. სანაბრია)

პარმა (4-4-1-1): მირანტე - კასანი (90. ფედალი), მენდესი, ლუკარელი, კოსტა - ვარელა (78. პალადინო), მარიგა (87. ლოდი), მაური, როდრიგესი - ნოჩერინო - ბელფოდილი

გაფრთხილება: ლუკარელი, კოსტა, მარიგა, მაური (პარმა)

კუთხური: 10-5; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 12-4 (4-0); ბურთის ფლობა: 68%-32%

მაყურებელი: 35 000

ტორინო-კალიარი 1:1

გოლები: 0:1 დონსა (34), 1:1 ელ ქადური (35)

ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი, ელ ქადური (85. გაცი), ვივესი, ბენასი (71. გონსალესი), დარმიანი - მარტინესი (59. მაქსი ლოპესი), კვალიარელა

კალიარი (4-3-2-1): ბრკიჩი - დესენა, როსეტინი, კაპუანო, აველარი - კონტი, დონსა, ეკდალი - კოსუ (74. ჟოაო პედრო), საუ (85. ლონგო) - კოპი (85. მპოკუ)

გაფრთხილება: ბოვო, გლიკი, ელ ქადური - როსეტინი, კონტი, ჟოაო პედრო

კუთხური: 4-5; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 14-8 (7-3); ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 18 000

უდინეზე-ლაციო 0:1

გოლი: 0:1 კანდრევა (23-პენ.)

უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - პირისი, დანილო, ვაგუე - ვიდმერი, ალანი, ბადუ, ფერნანდესი (61. გილიერმე), გაბრიელ სილვა (53. ევანჯელისტა) - ტერო (77. აგუირე), დი ნატალე

ლაციო (4-3-3): ბერიშა - ბასტა, დე ვრი, მაურისიო, რადუ - ონაზი (46. კატალდი), ბილია, პაროლო - კანდრევა (71. კეიტა), ანდერსონი, კლოზე (75. პერეა)

გაფრთხილება: ვაგუე, ალანი - რადუ, კანდრევა, ონაზი, ანდერსონი, კატალდი

კუთხური: 3-2; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 10-7 (6-2); ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 18 000

კიევო-სამპდორია 2:1

გოლები: 1:0 ისკო (2), 2:0 მეჯორინი (39), 2:1 მურიელი (90)

კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი (77. გამბერინი), ცეზარი, დაინელი, ზუკანოვიჩი - ისკო, ბირსა, ჰეტემაი, სკელოტო (67. მატიელო) - ბოტა, მეჯორინი (60. პალოსკი)

სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - ვსზოლეკი, სილვესტრი, რომანიოლი, მესბა - დუნკანი, პალომბო, ასკუა - კორეა (46. მურიელი) - ბერგესიო, ეტოო

გაფრთხილება: ბიძარი, ჰეტემაი, ბოტა - მესბა, რომანიოლი, ასკუა

კუთხური: 2-11; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 6-9 (3-2); ბურთის ფლობა: 35%-65%

მაყურებელი: 10 000

ჩეზენა-იუვენტუსი 2:2

გოლები: 1:0 ჯურიჩი (17), 1:1 მორატა (27), 1:2 მარკიზიო (33), 2:2 ბრიენცა (70)

ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - პერიკო (60. ნიცა), კრაინჩი, ლუკინი, რენძეტი - ჯორჯი (83. კარბონერო), დე ფეუდისი, ზე ედუარდო - ბრიენცა - ჯურიჩი (83. ალეჰანდრო), დეფრელი

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ოგბონა, ევრა - მარკიზიო, პირლო, პოგბა (75. პერეირა) - ვიდალი (88. კომანი) - მორატა, ლორენტე (88. პეპე)

გაფრთხილება: პერიკო, ნიცა - ლიხტშტაინერი, ბონუჩი

შენიშვნა: ვიდალმა ვერ გაიტანა პენალტი (82)

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-10 (6-4); ბურთის ფლობა: 38%-62%

მაყურებელი: 24 000

იხილეთ ვიდეო

ბომბარდირები: 14 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 13 - მაურო იკარდი (ინტერი); 12 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), ჟერემი მენეზი (მილანი); 11 - პაულო დიბალა (პალერმო)

მომდევნო ტური

20 თებერვალი:

იუვენტუსი-ატალანტა

21 თებერვალი:

სამპდორია-ჯენოა

22 თებერვალი:

მილანი-ჩეზენა, ემპოლი-კიევო, ლაციო-პალერმო, ვერონა-რომა, პარმა-უდინეზე, ფიორენტინა-ტორინო

23 თებერვალი:

ნაპოლი-სასუოლო, კალიარი-ინტერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
124 დღის შემდეგ - "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" მერვედფინალში გავიდა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"მილანი" ნიკლას ფულკრუგის დამატებასთან ახლოსაა
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
[VIDEO] სპალეტიმ "რომას" მოუგო, გასპერინის წყალი შეუდგა?
"რომამ" დოვბიკის დამატება პრემიერლიგის კლუბებს შესთავაზა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
ბალოტელი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
ცნობილი გახდა "პალერმოსთან" მატჩში "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
კვარაცხელიას გადაცემა ლუკაკუმ ვერ გამოიყენა - "ნაპოლიმ" "პალერმო" გაანადგურა [VIDEO]
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
შრომა დაუფასდა - "მილანმა" ალექსის კონტრაქტიც გაუგრძელა და გასამრჯელოც მოუმატა
ლოჩოშვილმა მატჩის შემდეგ წითელი ბარათი მიიღო და მკაცრად დასაჯეს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი