რუმინეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ ბოლნისურ კლუბში "სტიაუას" სკაუტების ზარს ელოდებიან
"სიონმა" თურქული შეკრება მოითავა. ფაქტია - სეზონის განახლების შემდეგ ბოლნისელებს მეტად ანგარიშგასაწევი გუნდი ეყოლებათ.

შეკრების შეფასება "სიონის" მთავარ მწვრთნელ ლადო ბურდულს ვთხოვეთ.

- როგორ შეაფასებდით თურქულ შეკრებას?

- ვფიქრობ, შეკრება პოზიტიური იყო - იდეალური მინდვრები, კარგი სპარინგ-პარტნიორები... ფეხბურთელების შეთამაშებას დიდი დრო დავუთმეთ. ტექნიკა-ტაქტიკაზეც ბევრი ვივარჯიშეთ, რათა ფეხბურთელებს კიდევ უფრო აემაღლებინათ საფეხბურთო განათლება. კარგი თამაშებიც გვქონდა.

დანარჩენი უკვე 22 თებერვალს და საქართველოს ჩემპიონატის მომდევნო ტურებში გამოჩნდება. იმედი მაქვს, რომ ბიჭები მოასწრებენ შეთამაშებას. ამხანაგურ თამაშებს მაინც სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე ოფიციალურს.

ვფიქრობ, კარგი, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული, მებრძოლი გუნდი გვეყოლება და ჩემპიონატში ჩვენს სიტყვას ვიტყვით.

- ახალწვეულების ადაპტირება როგორ მიდის?

- კარგად შეეწყვნენ გუნდს. რამდენიმემ ძირითადშიც დაიმკვიდრა ადგილი. იმედი მაქვს, დანარჩენები, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ ხვდებიან სასტარტო შემადგენლობაში, არ შეეგუებიან ამას და ეცდებიან, პირველ თერთმეტეულში მოხვდნენ.

ჩვენთან მაღალი კონკურენციაა. ერთ ადგილზე, მინიმუმ, ორი ფეხბურთელია. ანუ ჩვეულებრივი, ჯანსაღი სიტუაციაა. მეგობრული გუნდი გვყავს. ახლა ერთ დიდ ოჯახად ვყალიბდებით. იმედი მაქვს, ბოლომდე ასე გაგრძელდება.

- მოკლედ გვიამბეთ თითოეულ თამაშზე...

- პირველი ტესტ-მატჩი რუმინეთის "კრაიოვასთან" გავმართეთ. ძალიან კარგი გუნდი იყო, მეხუთე თუ მეექვსე პოზიციაზეა საკუთარ ჩემპიონატში. სწრაფ და ხისტ ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენთვის პირველი თამაში იყო და გუნდს არ ეტყობოდა შეთამაშება, მაგრამ კარგი მომენტები აქაც დავინახეთ...

მეორე მატჩი უზბეკეთის "ლოკომოტივთან" გვქონდა, რომელიც აზიის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. ეს გუნდი ძალიან სწრაფი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და კარგი ფეხბურთიც ითამაშეს. მინდა ვთქვა, რომ პირველ თამაშთან შედარებით, ჩვენი გუნდი ამ შეხვედრაში უკეთ გამოიყურებოდა. ახალწვეულები - ლუისი, ენდრიუ, ცნობილაძე, საჯაია... კარგად ჩაერთვნენ გუნდში. მათ მალე გაიარეს ადაპტაცია და თანაგუნდელებსაც შეეწყვნენ.

შემდეგი თამაში გვქონდა "ამკართან", სადაც თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რა ფეხბურთს შესთავაზებს "სიონი" გულშემატკივარს. მეტად იქნება ბურთის კონტროლი და ტექნიკური ფეხბურთი. "ამკართან" ბიჭებმა ჩემი დავალებები გაცილებით უკეთ შეასრულეს, ვიდრე წინა ორ თამაშში. გვიჭირდა გოლის გატანა. ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ რეალიზაცია დაბალია. ამაზეც მიდის მუშაობა...

ამის შემდეგ იყო ტოპ-თამაში რუმინეთის ნაკრებთან....

- მოდით, რუმინეთის ნაკრებთან სპარინგზე გამორჩეულად ვთქვათ - ბევრი არ ელოდა "სიონისგან" ასეთ თამაშს...

- ვინც უყურა თამაშს, ყველამ აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში მეტოქე დავჯაბნეთ. ტაქტიკურად, თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბურთის ფლობაშიც ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა. პირველი ტაიმით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. რომ არა ერთი-ორი პატარა, უმნიშვნელო შეცდომა, შეიძლება, დადებითად შეფასდეს ეს თამაში.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ რუმინეთს ძირითადი შემადგენლობა ჰყავდა, თუ არ ჩავთვლით სამი-ოთხი ლეგიონერის არყოფნას. დანარჩენი ყველა ის ფეხბურთელი ჰყავდათ, რომელთაც შესარჩევ ციკლში ათამაშებენ და რუმინეთის ნაკრების ძირითადი ბირთვია. ჩვენმა ბიჭებმა მებრძოლი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს და, რაც მთავარია, ტექნიკური და ლამაზი ფეხბურთი შესთავაზეს რუმინელებს, რამაც განაცვიფრა კარპატელები.

იხილეთ: სიონი-რუმინეთის ნაკრები 0:1 - იორდანესკუს კომპლიმენტი [VIDEO]

უშუალოდ მათ მთავარ მწვრთნელთან, ანგელ იორდანესკუსთანაც მქონდა საუბარი. მან აღფრთოვანება გამოთქვა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებით. მოეწონათ რამდენიმე მათგანი...

თამაშს "სტიაუას" სკაუტები ესწრებოდნენ. ერთ-ორ ფეხბურთელზე იკითხეს და, ალბათ, დაგვიკავშირდებიან. ყოველ შემთხვევაში, გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებიან.

ძალიან კარგია ასეთი თამაშები, მით უმეტეს, რომ ჩვენს ფეხბურთელებს, ახალგაზრდებსაც და გამოცდილებსაც, უფრო აქვთ შანსი, გზა გაეხსნათ და კარგ ევროპულ გუნდებში წავიდნენ...

ბატე-სთან მატჩშიც კარგად გამოიყურებოდა გუნდი. ეს შეხვედრის დასრულების შემდეგ ბელორუსთა დამრიგებელმაც აღნიშნა და გაკვირვებულმა მკითხა - ასეთი გუნდით ასეთ მოკრძალებულ ადგილზე როგორ ხართ საქართველოს ჩემპიონატშიო?! ავუხსენი, რომ ახალი გუნდი გვყავს...

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ რა გეგმები გაქვთ ჩემპიონატის დაწყებამდე?

- ბიჭები ორ დღეს დაისვენებენ და დაგვრჩება ერთკვირიანი ციკლი პირველ მატჩამდე. ჩვეულებრივი ვარჯიშები გვექნება. 22 თებერვლისთვის მაქსიმალურად მზად ვიქნებით. საჩხერის "ჩიხურასთან" ძალიან რთული მატჩი გველის გასვლაზე.

- რა იქნება "სიონის" მიზანი ჩემპიონატში?

- "სიონის" მიზანი იქნება, რომ პირველ რვა გუნდში, უფრო ზედა ექვსეულში იტრიალოს. წელს ეს ალბათ რთული იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროზონაში მოვხვდეთ. ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გავალთ მინდორზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli79
ამათთვის წაგება მოგების ტოლფასია და ეს კრიტერიუმია უმთავრესი რომ 3-4 ით 0 არ წააგონ ,სირცხვილია რეებს ლაპარაკობთ ....განაცვიფრა არა კვახი ,და თქვენი ფეხბურთი არ გაიშვა ,თქვენ იმის ღირსები ხართ ჯერ პრემიერ ლიგას უნდა გაყურებინოთ და მერე საქართველოს ჩემპიონატის მთელ სეზონს .
fani
რას მოიგონებთ მართლა სად ჩანს აქ სიონის კარგი მხარე, დაცვაში? ალბათ კარგის კრიტერიუმად ის არი აგებული რომ მართლა ათით ნული არ წააგეს. თავის ქებას ჯობია ბრძოლა რათა უმაღლესიდან არ გავარდეთ. წარმატებები სიონს.
SHUKOVANI
ნამუსი არ გაქვთ?! ბურთი თავზე დაგახიათ რუმინეთმა, 10-0 რომ არ წააგეთ მადლობა თქვით.
jonia
ევროზონაში თორე თქვენც კრამიტები არ დაამტვრიოთ.
puma
მაგარიმებრძოლი გუნდი გახდება სიონი. მიაწექი ლადო
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
87-ე წუთი... "ტორპედომ" ფოთში მოიგო, "გაგრამ" "გარეჯთან" ქულა გადაარჩინა
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]