"დინამოს" გადაფორმების შემდეგ რომან ფიფია წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს და ახალ ფეხბურთელებს კონტრაქტებს გაუფორმებს

თბილისის "დინამო" გაღვიძებულ ვულკანს დაემსგავსა, რომელიც ამოსახეთქად ემზადება. კლუბის გადაფორმების შემდეგ რომან ფიფია წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს და ახალ ფეხბურთელებს კონტრაქტებს გაუფორმებს, ძველებისას კი გადახედავს.

მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას დაახლოებით ათ დღეში ეცოდინება, რა ბიუჯეტს დაუმტკიცებენ და რა დონის ფეხბურთელების დამატების საშუალება ექნება. მანამდე კი ბევრი რამ გაურკვეველია. თუმცა სიახლეებიც არის.

ახალი კონტრაქტი ლორიას

გუშინაც ვწერდით, რომ ფეხბურთელთა ნაწილი გაურკვევლობაშია - ჯერ ბევრმა დაზუსტებით არც იცის, დატოვებენ თუ გაუშვებენ. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ "დინამოში" საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას დატოვება სურთ.

კლუბმა გიორგის ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ჯერ არ გაუფორმებიათ. ესეც კლუბის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მოხდება.

თუმცა ლორია მხოლოდ "დინამოს" შეთავაზებას არ ელის. საქმე ისაა, რომ 24 წლის მეკარეს უცხოეთში იწვევენ და არის ალბათობა, რომ "დინამო" დატოვოს. სლოვენიასთან ჩატარებული დამაჯარებელი სანაკრებო თამაშის შემდეგ მის მიმართ ინტერესი გაიზარდა.

თუმცა კატეგორიულად მტკიცებას მაინც არ შევუდგებით, რომ ლორია "დინამოს" აუცილებლად დატოვებს - უბრალოდ, მისი საკითხი ახლა წყდება.

და სეთურიძე?

თბილისის "დინამოში" განიხილებოდა აზერბაიჯანული "განჯადან" წამოსული გიორგი სეთურიძის საკითხიც, რომლითაც ქუთაისის "ტორპედოც" დაინტერესებულია. მაგრამ გიორგიმ ჯერ არ იცის, საბოლოოდ როგორ გადაწყდება მისი საქმე.

როგორც ჩანს, და ეს ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციითაც დასტურდება, მარჯვენა მცველისა და ნახევარმცველის პოზიციაზე (სადაც გიორგი თამაშობს) "დინამოში" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის კანდიდატურას განიხილავენ. ერთი მათგანის შესახებ "ლელო" გუშინ იუწყებოდა: შესაძლოა, ზუგდიდის "ბაიას" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა ნიკა კვეკვესკირმა კარიერა თბილისურ კლუბში გააგრძელოს. ნიკა დეკემბერში ბუნდესლიგის "კაიზერსლაუტერნში" ისინჯებოდა, გუშინ კი მან, დიღმის ბაზაზე ივარჯიშა, ისევე, როგორც "ბაიას" მეკარე თორნიკე ზარქუამ. ეს უკანასკნელი ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი იყო, პერსპექტიულ მეკარედ ითვლება და ასაკის კვალობაზე, უმაღლეს ლიგაში საკამოდ ბევრი შეხვედრის გამართვაც მოასწრო.

ციმაკურიძე - ალბათ, მაინც ''დინამოში''

ეს ამბები მეტ-ნაკლებად ცნობილია. კიდევ ერთი სიახლე კი ისევ მარჯვენა მცველის პოზიციაზეა: შესაძლოა, "დინამოში" მაინც ითამაშოს გიორგი ციმაკურიძემ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი 15 წლიდან უკრაინაში იზრდებოდა, იქაური უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბში უთამაშია (ალჩევსკის "სტალი", დონეცკის "შახტარი", ლუგანსკის "ზარია", მარიუპოლის "ილიჩევეცი"), 2009 წლის სექტემბერში კი სლოვაკურ "ჟილინაში" ჩაირიცხა, მაგრამ ნების საწინააღმდეგოდ ტაილანდურ "ტოტ-კატში" გაანათხოვრეს. 26 წლის მცველმა გასული წლის ზაფხულს აზიაც დატოვა (იჯარა დაუმთავრდა) და "დინამოში" თამაში სურდა, სადაც შემოდგომაზე ორი თვე ვარჯიშობდა.

მიუხედავად ამისა, გიორგის ტრანსფერს საშველი არ დაადგა და ყველამ ჩათვალა, რომ ციმაკურიძისა და თბილისური კლუბის გზები გაიყო. როგორც ჩანს, შეთანხმების შანსი კიდევ არსებობს. საამისოდ თბილისელებმა ციმაკურიძის ტრანსფერი უნდა გამოისყიდონ - გიორგის სატრანსფერო უფლება დღემდე "ჟილინას"ეკუთვნის. ეს თანხა კი იმდენივეა, რამდენიც ლუგანსკის "ზარიას" ქართველის გამოსყიდვაში გადაუხადეს.

გუშინ გიორგი დიღმის ბაზაზე გამოცხადდა, მაგრამ არ უვარჯიშია.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა