ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პრემიერლიგა. XXVI ტურის წინ: ლალანა "სენტ მერიზე" მტრად ჩადის

პრემიერლიგა. XXVI ტურის წინ: ლალანა "სენტ მერიზე" მტრად ჩადის

"მანჩესტერ სიტის" წინ აუცილებლად მოსაგები თამაში აქვს
მთავარი მატჩი ალბათ, მაინც "სენტ მერიზეა", სადაც "საუთჰემპტონი" შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ლივერპულს" მასპინძლობს და ამ ორი სიმპათიური გუნდის ჭიდილი ასრულებს კიდეც ტურს. "წმინდანები" ცხრილში უფრო ზემოთ კი იმყოფებიან, მაგრამ მაინც ზებუნებრივი ძალების დახმარება დასჭირდებათ ასეთი "ლივერპულის" შესაჩერებლად.

მერსისისაიდელებს დიდი პროგრესი აქვთ და ჯიქურად მიიწევენ ჩემპიონთა ლიგის ზონისკენ, ანუ იქ, სადაც ახლა რონალდ კუმანის გუნდი იმყოფება. გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულაა და ბრენდან როჯერსს აუცილებლად მოსაგები აქვს - ერთი, რომ სხვაობა შეამციროს და მეორე, რომ სხვა კონკურენტებს არ მისცეს უფრო წინ წასვლის საშუალება.

"საუთჰემპტონი" ფრის შემთხვევაში, დაგეშილ ლივერპულელებს დისტანციაზე კი დაიტოვებს, მაგრამ სამაგიეროდ, "არსენალს" უბოძებს გადასწრების შანსს და "ტოტეჰემს" - წამოწევის.

"ლივერპულს" "სენტ მერიზე" დიდი ხნის განმავლობაში მოგება არ გამოსდიოდა, მაგრამ წინა სეზონში 3:0 იმარჯვა და მოიგო პირველ წრეში "ენფილდზეც" (2:1).

როჯერსი რაჰიმ სტერლინგის მომჯობინებას ელოდება, რაც საეჭვოა. თუმცა შემადგენლობის კუთხით, ბევრად მეტი პრობლემა აქვს "საუთჰემპტონს".

დამატებითი ინტრიგაა ექსწმინდანების, რიკი ლამბერტისა და ადამ ლალანას ფაქტორი. ლალანა "სენტ მერიზე" პირველად დაბრუნდება სხვა გუნდის მაისურით. 25 მილიონ გირვანქად ნაყიდი 26 წლის ფეხბურთელი "წმინდანების" კაპიტანი გახლდათ.

ის უარყოფს, რომ ულტიმატუმი წაუყენა თავის ყოფილ გუნდს, მაგრამ ადასტურებს, რომ დიდად სასიამოვნო სიტუაციაში არ წამოსულა "საუთჰემპტონიდან".

"იმდენად სულელი და მიამიტი არ ვარ, რომ ვერ ვხვდებოდე - ჩემი ტრანსფერის შემდეგ, რამდენიმე ადამიანს პირში ცუდი გემო დარჩებოდა. გული მწყდება, რომ ასე წამოვედი, არასასიამოვნო სიტუაცია იყო. თუმცა ხმები იმის შესახებ, რომ ულტიმატუმი წამოვაყენე და ვთქვი აღარ ვითამაშებ-თქო, სრული სიცრუეა.

არ მიჭირს იმის აღიარება, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილება გახლდათ, როდესაც "ლივერპულის" ინტერესის შესახებ შევიტყვე, გუნდს ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა, ეს ჩემი არჩევანი გახლდათ, მაგრამ არანაირი ულტიმატუმი არ ყოფილა", - განაცხადა ლალანამ.

ლონდონის დერბი

არანაკლები თამაშია "უაით ჰართ ლეინზე". "ტოტენჰემი" ბრწყინვალე ფორმაშია და ლონდონურ დერბიში "ვესტ ჰემის" ძლევას შეეცდება. თუ ეს მოხდა, კიდევ უფრო მკაფიოდ და ალბათ საბოლოოდ გაესმება ხაზი პირველ შვიდეულს და დანარჩენ გუნდებს შორის.

სემ ალარდაისი გვარიანი დანაკლისით იქნება, მაგრამ სტიუარტ დაუნინგი კბილებს ილესავს, "ჩაქუჩების" ლიდერმა მაურისიო პოჩეტინოს ბიჭების გასაგონად ცოტა, გამაღიზიანებელი განცხადებებიც გააკეთა. "დეზებს", რაც მთავარია, ჰარი კეინი და კრისტიან ერიკსენი ჰყავთ მზადყოფნაში და ზოგადადაც, ტრავმირებული არავინაა. ამ გუნდების უკანასკნელ 6 დაპირისპირებაში ზავი არ ყოფილა, მათ სამ-სამი მოგება გაიყვეს.

"ბარნლი" - იოლი ლუკმა?

ლიდერი "ჩელსი" "სტემფორდ ბრიჯზე" ბევრის აზრით, ადვილ გამარჯვებას მოიპოვებს "ბარნლისთან", მაგრამ ეჭვი გვაქვს, ყველაფერი ასე მარტივად არ იქნება. შონ დაიჩის ბიჭებმა წინა ტურში "ოლდ ტრაფორდზე" კი წააგეს, მაგრამ მეტოქეზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს, რაც თავად ლუი ვან გაალმა აღიარა.

თან "ჩელსი" "პარი სენ-ჟერმენთან" საგარეო მძიმე ფრის მერე, ფიქრებით საპასუხო მატჩზე იქნება და ენერგიის დაზოგვას მოინდომებს, რითი სარგებლობასაც შეეცდებიან დენი ინგსი და კომპანია.

მოსაგები თამაში

მეორეადგილოსანი "სიტი", რომელიც თავის მხრივ, "ბარსელონასთან" ურთულესი დუელისთვის ემზადება, შეეცდება "ნიუკასლი" დაამარცხოს. შეეცდება კი არა, უნდა დაამარცხოს. ველოდებით უილფრიდ ბონისაც.

ისე, ეს გუნდები ამ სეზონში ლიგის თასზე უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ჯერ კიდევ ალან პარდიუს "კაჭკაჭებმა" 0:2 მოიგეს.

სხვა მატჩები

მრავალნაკრიტიკებ ვან გაალს ძალიან რთული გასვლა აქვს "ლიბერთი სტედიუმზე". უელსელებს მანჩესტერში ბოლო ორი სტუმრობა მოგებული აქვთ (პირველ წრეში და სათასო შეხვედრა) და "წითელ ეშმაკებს" შურისძიებაც ჰმართებთ.

აბა ვნახოთ, ამჯერად, რა ტაქტიკით და შემადგენლობით ითამაშებს ჰოლანდიელი.

"პრესტონთან" სათასო მატჩის დარად დააყენებს თუ არა მარუან ფელაინის ძირითადში და ისევ წინ წაწევს თუ არა უეინ რუნის, რომელმაც პრესტონელებთან სკანდალური პენალტით შეწყვიტა უგოლო სერია. "სუონსის" კი გილფი სიგურდსონი დაუბრუნდა, რაც მნიშვნელოვანია.

არსენ ვენგერი თავისი ამალით ჩადის "სელჰარსტ პარკზე" იმ "კრისტალ პალასთან" სათამაშოდ, რომელიც ზედიზედ ჰყავს დამარცხებული და ვისთანაც 1994 წლის მერე არ წაუგია. ფრანგის საფიქრალი ამჟამად ის არის ნახევარდაცვაში ვინ დააყენოს, მას რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლია. პარდიუ კი თბილ დახვედრას არავის მოუწყობს.

საინტერესო იქნება აუტსაიდერების მატჩებიც. გასავარდნი ზონიდან ძლივს ამოსული "ჰალი" და "ქუინზ პარკი" ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას, გამარჯვებას აქ ოქროს ფასი ექნება. საინტერესოა, როგორი დებიუტი გამოუვა ტიმ შერვუდსაც. მისი "ასტონ ვილა" ტურს "სტოკთან" საშინაო პაექრობით ხსნის.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXVI ტური

შაბათი. 21 თებერვალი

ასტონ ვილა-სტოკი 19:00

დისკვალიფიკაცია: - კამერონი

ტრავმა: კოზაკი - შოუკროსი, პიტერსი, აირლენდი, ოდემვინგი, ბოიანი

ბოლო 6 მატჩი

+0 =1 -5 +2 =2 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 97 თამაში: +46 =24 -27 (171-113)

ჩელსი-ბარნლი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ოსკარი (?), ობი მიკელი - მარნი, ლონგი

ბოლო 6 მატჩი

+4 =1 -1 +1 =2 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 67 თამაში: +22 =13 -32 (87-116)

კრ. პალასი-არსენალი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დანი, ტომასი, უილიამსი - რემზი, დიაბი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, უილშირი, არტეტა, დებიუში

ბოლო 6 მატჩი

+3 =2 -1 +4 =0 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 29 თამაში: +2 =8 -19 (23-63)

ჰალი-ქპრ 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჩესტერი, როსენიორი, სნოდგრასი - ოსტინი (?), ონუოჰა, ფერი, ფორლინი, დანი

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +1 =1 -4

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 თამაში: +1 =0 -0 (1-0)

სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჯოუნსი, როდუელი, ბაკლი, კატერმოლი - ანიჩებე, მულუმბუ

ბოლო 6 მატჩი

+1 =1 -4 +2 =3 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 121 თამაში: +47 =29 -45 (222-192)

სუონსი-მანჩესტერი 19:00

დისკვალიფიკაცია: ბერტრანი -

ტრავმა: ლონგი, ჯეი როდრიგესი, გალაჰერი, მაიუკა - კოლინსი, პოიეტი, დემელი, ჰენრი, რიდი, კეროლი

ბოლო 6 მატჩი

+1 =3 -2 +3 =2 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 11 თამაში: +2 =2 -7 (8-16)

სიტი-ნიუკასლი 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: - ტიოტე, ელიოტი, აარონსი, ს. დე იონგი, ს. ტეილორი

ბოლო 6 მატჩი

+2 =3 -1 +1 =3 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 137 თამაში: +52 =33 -52 (192-187)

კვირა. 22 თებერვალი

ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 16:00

დისკვალიფიკაცია: - ამალფიტანო

ტრავმა: - ნოლანი, კოლინსი, დემელი, პოიეტი, ჰენრი, რიდი, კეროლი

ბოლო 6 მატჩი

+4 =0 -2 +1 =4 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 103 თამაში: +44 =23 -36 (160-147)

ევერტონი-ლესტერი 18:05

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბეინსი, ჰიბერტი, პიენაარი, ოსმანი - მური, ვუდი, ბაკაიოგო

ბოლო 6 მატჩი

+1 =3 -2 +1 =1 -4

ურთიერთშეხვედრები

სულ 91 თამაში: +34 =29 -28 (170-142)

საუთჰემპტონი-ლივერპული 20:15

დისკვალიფიკაცია: ბერტრანი -

ტრავმა: შნედერლენი, ისგროვი, გალაჰერი, ჯეი როდრიგესი, ლონგი, მაიუკა - ლუკასი, სტერლინგი, ჯოუნსი, ფლენეგანი

ბოლო 6 მატჩი

+4 =1 -1 +4 =2 -0

ურთიერთშეხვედრები

სულ 75 თამაში: +20 =18 -37 (84-116)

ბომბარდირები:

17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 16 - სერხიო აგუერო (სიტი); 13 - ჩარლი ოსტინი (ქპრ), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 10 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), პაპის დემბა სისე (ნიუკასლი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს

ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე

"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს

"საუთჰემპტონთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი - "ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ

[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა

ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს

"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს

"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"

სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?

[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა

"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი

"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?

მამარდაშვილი "ლივერპულში" დებიუტისთვის ემზადება

"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს

[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს