ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედლისთვის ამირან პაპინაშვილმაც იბრძოლა
20 თებერვალს, დიუსელდორფში დაწყებული გრან-პრის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა, რომელმაც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუს იაკუბ შამილოვს სუფთად მოუგო.

არადა, მარგველაშვილისთვის გადამწყვეტი ორთაბრძოლა არცთუ კარგად დაიწყო - მეტოქემ ჯერ ვაზარი აუღო და გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ კი ცხვირიდან სისხლიც ადინა...

სასტარტო შეხვედრაში ვაჟამ ჯერ მასპინძელი რენე შნაიდერი ჩამოიცილა გზიდან, შემდეგ კი - რუსეთის სახელით მოჭიდავე აბდულა აბდულჟალილოვი. მერვედფინალში სომეხი არსენ გაზარიანი გააკრა ბეჭებზე, მეოთხედფინალში კი - სლოვენიელი ადრიან გომბოცი. ფინალისკენ ქართველ ძიუდოსტს გზა იაპონელმა კენგო ტაკაიჩიმ გადაუღობა.

ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ამირან პაპინაშვილსაც (-60 კგ). მსოფლიოს მესამე პრიზიორმა ტურნირზე გამოსვლა მეორე წრეში დაიწყო, სადაც გერმანელ ფილიპ გრაფს სუფთად აჯობა, მერვედფინალში კი რუსი ალბერტ ოგუზოვი შებოჭა. მეოთხედფინალში ქართველმა გზიდან ბრაზილიელი ფელიპე ფელიმი ჩამოიშორა, მაგრამ ნახევარფინალში იაპონელ ტორუ შიშიმესთან ვერაფერი გააწყო.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში პაპინაშვილი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა და ყაზახ რუსტამ იბრაიევთან წუთიც არ უჭიდავია, იპონით ისე დამარცხდა.

ამავე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლა გაფრთხილებებით დათმო ლაშა გიუნაშვილმა, რომელსაც მეტოქედ სომეხი ჰოვანეს დავთიანი ჰყავდა.

თორნიკე თათარაშვილმა (-66 კგ) სასტარტო შეხვედრა სომეხ დავით გაზარიანთან კი მოიგო, თუმცა მომდევნო მეტოქეს, ბრაზილიელ რიკარდო სანტოს ჟუნიორს ვეღარ გასცდა.

ხვალ, 21 თებერვლას, საქართველოს ვაჟთა ნაკრებიდან 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო 81-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი იასპარეზებენ.

დიუსელდორფის ტურნირში, რომელიც 22 თებერვალს დასრულდება, ჩვენგან მხოლოდ ვაჟები გამოდიან, ქალთა ტურნირში მონაწილე კი არ გვეყოლება.

ასევე იხილეთ:

დიუსელდორფის ტურნირი: სასურველი კენჭისყრა გერმანიაში

daviti
ეს ერთი და სხვა მრავალი !!!
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებს
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩინეთის "დიდი პრიზი": ჩვენი ექვსეულის რთული შანსი
ჩინდაოს გრან-პრიზე მარგველაშვილი და თათარაშვილი უმედლოდ დარჩნენ
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თბილისის გრან პრი: ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს [VIDEO]
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
აფრიკის ღია კონტინენტური თასი: ქართველთა ვერცხლ-ბრინჯაო ტუნისიდან
ლუკა მაისურაძემ რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა! [VIDEO]
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
პარიზის გრანდ სლემი: 2 ქართველი ნახევარფინალში, ერთი რეპეშაჟში [VIDEO]
პარიზის გრანდ სლემი: 2 ქართველი ძიუდოისტი გამოეთიშა, 4 წინ მიიწევს [VIDEO]
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
პარიზის გრანდ სლემი: ქართველების 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
ექვსი ქართველი ძიუდოისტი "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე" იასპარეზებს
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ალმათის გრან პრი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები სტარტზევე დამარცხდნენ
ჩინდაოს გრან-პრი: ქართველების შეჯიბრება სწრაფ წაგებებში
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..