იცინოდა და იცინოს, შეხვდება საქართველო რუმინეთს და ვნახავთ, ბოლოს ვინ გაიცინებს!
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დინჯად მიიწევს წინ, სეზონის მეორე მატჩში უშუალო კონკურენტი დაამარცხა.... თბილისში დაიწყო საჭადრაკო გრანპრი დიდი ფულადი პრემიით... ზამთრის ძილის შემდეგ თვალი გაახილა ჩემპიონთა ლიგამ, თუმცა ჯერ კარგად არ გაუღვიძია... გაზეთმა "ლელომ" სიახლე შემოგვთავაზა - ყოველთვიურად საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს გამოავლენს...

მატჩი - პორტუგალიასთან

კვირის მატჩი უთუოდ სარაგბო დაპირისპირება იყო საქართველოსა და პორტუგალიას შორის. ტრიბუნაზე ციოდა, თუმცა გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რაგბი ქართული თამაშია - მატჩზე უამრავი ქომაგი მივიდა.

არც ინანა - საქართველომ მეტოქე 20:15 დაამარცხა, თუმცა გარკვეული ნაკლოვანების გრძნობით ნამდვილად დატოვებდა სტადიონს, რადგან ჩვენი გუნდი ერთთავად შეტევაში იყო და მეტოქე მხოლოდ 5 ქულის სხვაობით დაამარცხა. ქომაგს ერთი ლელოც ეცოტავებოდა.

ამას ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: პორტუგალიელთა სიმწყობრე დაცვაში და... მეორე მიზეზს ქვემოთ მოგახსენებთ.

კომენტარი - იცინოდა

- პირველი თამაში პორტუგალიას რუმინეთთან ჰქონდა. ეტყობა, რუმინელ მსაჯს უნდოდა ეჩვენებინა, რომ მის მშობლიურ გუნდს საქართველოზე უკეთესი შერკინება ჰყავს. სხვანაირად ვერ ავხსნი მის ქმედებებს.

რომ ვეკითხებოდი, რატომ იღებდა ასეთ გადაწყვეტილებებს, იცინოდა და არაფერს მპასუხობდა.

არ მიყვარს არბიტრებზე ლაპარაკი, მაგრამ აშკარა იყო, რომ რუმინელი მსაჯი პორტუგალიელებს ეხმარებოდა, - აღნიშნა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა.

იცინოდა და იცინოს. შეხვდება საქართველო რუმინეთს და ვნახავთ, ბოლოს ვინ გაიცინებს.

აღიარება - N1 ფაჩულია

"ლელომ" 2015 წლიდან სიახლეს ჩაუყარა საფუძველი. ყოველთვიურად საუკეთესო ქართველ სპორტსმენს დაასახელებს. იანვარში ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით საუკეთესო ზაზა ფაჩულია გახდა.

იანვარში მან 5 ორმაგი დუბლი გაიფორმა. ზაზა საშუალოდ თითქმის "დაბლ დაბლს" ასრულებდა: 25.7 წუთში 9.6 ქულა და 9.0 მოხსნა. ეს NBA-ში კარგი მაჩვენებელია. რაც მთავარია, "მილუოკიმ" იანვარში 14-დან 8 მატჩი მოიგო.

შოუ - 321 48 წუთი

თებერვალში დავბრუნდეთ. NBA-ში "ოლ სტარი" ჩატარდა, რომელშიც სამქულიანების წვიმა ვიხილეთ. გაიმარჯვა დასავლეთმა - 163:158. მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ოკლაჰომელი რასელ უესტბრუკი გახდა (41 ქულა).

ტყორცნა - კარისეული

NBA-ს ვარსკვლავთა მატჩის გარდა, გაიმართა სამქულიანების კონკურსი, რომელიც "გოლდენ სტეიტის" უკანახაზელმა სტივენ კარმა მოიგო.

ჩატენვა - ზაკი

ჩატენვების კონკურსში ზაზა ფაჩულიას მილუოკელი თანაგუნდელი იანის ანტეტეკუნმპო მონაწილეობდა, თუმცა მას "მინესოტას" კალათბურთელმა ზაკ ლავინმა აჯობა. სწორედ ის "ახტა ყველაზე მაღლა" ამ კონკურსში.

ციფრი - 300

ლიონელ მესიმ დაამრგვალა - ესპანეთის ჩემპიონატში მე-300 მატჩი ჩაატარა. ასეთი ღირსსახსოვარი მოვლენა მოგებითა და ჰეთ თრიკით გაალამაზა. მისმა "ბარსელონამ" "ლევანტეს" 5:0 სძლია.

მადა - ჰამბურგერი

განვლილ შვიდდღეულში ყველაზე მადიანად მიუნხენის "ბაიერნმა" მოიგო. მან "ჰამბურგს" 8 უპასუხო გოლი გაუტანა. გაზეთ "ლელოშიც" შესატყვისი სათაური გაჩნდა: "ჰამბურგერი ბაიერნისთვის".

სტარტი - ლიგა

ჩემპიონთა ლიგა სამშაბათს მერვედფინალით განახლდა. შესავალში დავწერეთ, ჯერ კარგად ვერ გამოფხიზლებულაო. საქმე ის არის, რომ პირველივე დღეს ორი ფრე და სულ ორი გოლი ვიხილეთ.

სადღეისოდ 4 მატჩია ჩატარებული, მერვედფინალური სერიის დასრულებამდე კიდევ 12 შეხვედრა დარჩა (შინ და გარეთ თამაშობენ), ამიტომ სჯობს, დასკვნები შემდეგისთვის გადავდოთ.

ტიტული - რომი ჩვენია

იტალიის დედაქალაქ რომში ძიუდოისტთა "ევროპის ღია პირველობა" გაიმართა. 6 მედალი მოვიგეთ, აქედან ერთი ოქროსი იყო. 73 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი. გაიმარჯვა ლაშამ.

მასპინძელი - თბილისი

ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში თავი ტოპ-მოჭადრაკეებმა მოიყარეს. მათ შორისაა ბაადურ ჯობავა. ვაჟთა რეიტინგის საუკეთესო 12 სპორტსმენი ერთმანეთს თბილისის გრანპრის ეცილება. საპრიზო ფონდი სერიოზულია - 120 ათასი ევრო.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

Shalva73
ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ამ ქვეყანაში ელემენტარული არითმეტიკაც არ იციან, ციფრს და რიცხვს ვერ ანსხვავებენ ერთმანეთისგან.
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების "უხუცესი" მორაგბე: უელსთან მატჩს ენერგიით სავსენი ვხვდებით
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი დაასახელა
"ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად პოლონეთს მიაშურეს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
"იქნებ 7 ერი გავაკეთოთ? ვნახოთ, რას იზამს საქართველო მსოფლიო თასზე!"
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
საქართველო-ურუგვაი 19:10 - სარეიტინგო ბრძოლა მოგებულია [VIDEO+PHOTO]
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ლეგიონერები - სუთიაშვილის მეორე ლელო
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
ოკეანეთის ტურნეს პირველი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია
ლეგიონერები - ოთხი ქართული ლელო ევროპაში