"არც "რეალი" და არც "ბარსელონა"! მიყვარს "ბენფიკა" შემტევი სტილისა და განსაკუთრებული ტექნიკის გამო"
"ვიტ ჯორჯია" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ცხრილის ფსკერზეა, თუმცა ვისაც "ვეტერინართა" თამაში ერთხელ მაინც უნახავს, დაგვეთანხმება - ამ გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ირჯება, ახლო მომავალში ქართულ ფეხბურთს მათი იმედი რომ უნდა ჰქონდეს.

ერთ-ერთი ასეთი ვანო კურდღელაშვილია - 19 წლის შუახაზელი, ვისაც ემარჯვება მოხდენილი პასები თუ ფინტები, ბურთს ფეხზე იწებებს და მაგრადაც იბრძვის.

ჩვენი პირველი ინტერვიუ კი მას შემდეგ შედგა, რაც საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ტურში ტანმორჩილმა შემტევმა დუბლი (თან ორივე თავურით) შეუსრულა მარტვილის "მერანს".

- როგორ მოხვდით პროფესიულ ფეხბურთში?

- 8 წლიდან თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში ვთამაშობდი. მერე იყო "ვიტ ჯორჯიას" დუბლები, რასაც ძირითად გუნდში დაწინაურება მოჰყვა.

- თავს კომფორტულად რომელ პოზიციაზე გრძნობთ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თამაშის დროს, პრაქტიკულად, მოედნის ყველა მონაკვეთზე ხართ...

- შუა ნახევარმცველად. ანუ იქ, სადაც ბურთი უნდა გაათამაშო, სადაც მეტი კონტაქტი მაქვს ბურთთან.

- ბურთი მხოლოდ მინდორზე გიყვართ თუ...

- არა, სულ ბურთთან ერთად ვარ... მივხვდი, რაც მკითხეთ...

- ბევრი ძალზე ნიჭიერი ფეხბურთელი ვიცით, ჭაბუკობის მერე შესაძლებლობები რომ ვერ გამოავლინა...

- დღეს მართლაც ბევრია ასეთი მაგალითი. ჩემთვის არის ფეხბურთი და მხოლოდ ფეხბურთი! ცოტა ხნის წინათ "ფეისბუქის" პირადი გვერდიც კი გავაუქმე.

- რატომ?

- ბევრი დრო მიჰქონდა. გადავწყვიტე, მთლიანად მივუძღვნა თავი ფეხბურთს.

- როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ნაკლი?

- დასახვეწი ბევრი მაქვს. ჩემი აზრით, მთავარი ნაკლი მაინც არასაკმარისი ფიზიკური მომზადებაა. ვმუშაობ საკუთარ თავზე, მწვრთნელების ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებ.

- "საყვარელი" ფეხი თუ გაქვთ?

- უფრო მარცხენა, თუმცა მარჯვენათიც უპრობლემოდ ვთამაშობ.

- "მერანს" ორი გოლი თავით გაუტანეთ. არადა, უფრო "ქვემოდან" გიყვართ თამაში...

- ასეა, თუმცა ვარჯიშებზეც ხშირად გამიტანია თავით. საერთოდ, ჩვენთან ვარჯიშზე დიდი ყურადღება ეთმობა თავით თამაშს.

- თქვენს ასაკში თვალი ბევრს საქართველოდან გაქცევაზე უჭირავს...

- კიდევ ერთი წელი დამრჩა "ვიტ ჯორჯიასთან" კონტრაქტით და სიმართლე გითხრათ, სხვა არაფერზე ვფიქრობ. ჯერ ჩემი სათამაშო აქ უნდა ვითამაშო, მოვხვდე ასაკობრივ ნაკრებში... სიჩქარით არავის მოუგია.

- თქვენი საფეხბურთო ოცნება?

- ვითამაშო საქართველოს ნაკრებში და ჩემი ოცნების გუნდში - ლისაბონის "ბენფიკაში".

- "ბენფიკაში"?

- დიახ. არც "რეალი" და არც "ბარსელონა"! მიყვარს "ბენფიკა" შემტევი სტილისა და განსაკუთრებული ტექნიკის გამო. ამ გუნდის დიდი ქომაგი ვარ.

- საქართველოს არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ გითამაშიათ?

- არა.

- კარიერაში ყველაფერი წინ გაქვთ, მაგრამ ამ ეტაპზე გამოსარჩევ მატჩს ხომ არ გაიხსენებდით?

- რამდენიმე დღის წინ იყო "ცხინვალთან" საქართველოს თასის მატჩი. თუ გახსოვთ, გამარჯვების გოლი მე გავიტანე და 5:4 მოვიგეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნათია
ვანოო, წარმატებებს და საოცნებო გუნდში მოხვედრას გისურვებ, ჩემო კარგო!
heheheeee
რა კითხვები უნდა დაესვა აბა? ნუ ბოღმაობ
heheee
აი "ნაღდი" ჟურნალისტი!ნახე რა "კითხვები" დაუსვა?
პაატა თოლორდავა
წარმატებები ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს,რომელიც სწორად აზროვნებს!ღმერთმა აუსრულოს თავისი მიზმები!!!!!!
შაკო
კაი ბიჭია
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
ეროვნული ლიგა 2. VIII ტური:"ვიტ ჯორჯიამ" ისევ იმარჯვა, ბათუმის "დინამო" ისევ დამარცხდა
თენგიზ კობიაშვილი: ბოლო მატჩამდე შევინარჩუნებთ დიდ მოტივაციას!
გურია-ვიტ ჯორჯია 4:1 - წილოსანის სადებიუტო წილი [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. II ტური: 4 დუბლი და 15 გოლი 4 მატჩში
"მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."
საქართველოს თასზე სამი 1/2-ფინალისტის ვინაობა ცნობილია
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
საქართველოს 2015/16 წლების თასის გათამაშების ფინალისტები ცნობილია
მარტვილის "მერანმა" ვანო კურდღელაშვილი და დავით მაისაშვილი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური: მცხეთაში ლიდერების შეხვედრა უგოლოდ დასრულდა
"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"
ეროვნული ლიგა 2. VI ტური:"თელავი"-"შევარდენი" და "ვიტ ჯორჯია"-"შუქურა უგოლოდ დასრულდა