ჩეხის და შვეიცარიელის მოულოდნელი გამარჯვებები
ქალებს შორის ორი ტურნირიდან ყატარის დოჰა გამორჩეული იყო შემადგენლობით - სერენა უილიამსისა და მარია შარაპოვას გარდა, მთელი ელიტა აქ იყო შეკრებილი. თანდათან იბრუნებს დაკარგულ პოზიციებს ბელორუსი ვიქტორია აზარენკა, რომელიც მალე, ალბათ, აღარ იქნება ტურნირებზე განუთესავებს შორის.

აზარენკა დამაჯერებლად გავიდა დოჰას ტურნირის ფინალში, მაგრამ იქ ტიტულისკენ გზა გადაუღობა ჩეხმა ლუსი საფაროვამ. ეს უკანასკნელი ბელორუსთან ურთიერთშეხვედრებში 0:6-ს აგებდა, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში უკეთესი სტარტი გამოუვიდა - 3:1. მალე აზარენკამ სიტუაცია გამოასწორა, 4:3 დაწინაურდა და მიღებაზე 30:0-ს იგებდა. სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი მომენტი შეხვედრაში - უფრო სტაბილურმა საფაროვამ ინიციატივა დაიბრუნა. მან ჯერ საკუთარი გეიმი გადაარჩინა, შემდეგ კი მეტოქის მოწოდება აიღო. ჩეხმა დიდი გაჭირვებით ჩააწოდა სეტზე და დაწინაურდა.

მეორე სეტში კი ყველაფერი გადაწყვიტა ვიქტორიას ტრავმამ. ფეხის ტკივილის გამო ის თითქმის ვერ გადაადგილდებოდა კორტზე და ასეთ მდგომარეობაში სამი გეიმის აღება ნამდვილი გმირობა იყო.

ამ ფინალის შემდეგ აზარენკა 38-ე ადგილზე გადავა WTA-ს კლასიფიკაციაში, ლუსი კი პირად რეკორდს დაამყარებს - მე-11 ჩოგანი გახდება.

დოჰა (ყატარი)

ფინალი

ლუსი საფაროვა (ჩეხ)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 6:4, 6:3.

ზემოთ ნახსენებმა მარია შარაპოვამ გასულ კვირას, მოულოდნელად, აკაპულკოს ტურნირზე თამაში გადაწყვიტა. აქ მას სერიოზული მეტოქეები არ ჰყოლია. ძალიან იოლად გაიარა პირველი ორი რაუნდი და მეოთხედფინალის პირველ სეტში გაანადგურა მაგდალენა რიბარიკოვა, მაგრამ მეორე სეტში შეცდომების დაშვება დაიწყო და წააგო პარტია. მესამე სეტის დროს რუსმა კორტზე ექიმი გამოიძახა, რაღაც პრეპარატი მიიღო და მაინც მოიგო მატჩი, თუმცა მეორე დღეს კორტზე გასვლაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ნაწლავის ვირუსი დასახელდა.

ასე რომ, ფრანგი კაროლინ გარსია უბრძოლველად გავიდა ფინალში და იქ შვეიცარიელ ტიმეა ბაშჩინსკის შეხვდა. გადამწყვეტ მატჩში ბრძოლა არ შედგა - ბაშჩინსკიმ, რომელიც მატჩიდან მატჩამდე უმატებდა, მხოლოდ სამი გეიმი გაიმეტა ფრანგისთვის.

აღვნიშნავთ აკაპულკოს ტურნირის ორგზის ჩემპიონის, სარა ერანის სუსტ გამოსვლას - მან უკვე მეორე წრეში წააგო მონიკა პუიგთან - 1:6, 1:6. როგორც ჩანს, იტალიელმა ვერ მოასწრო აღდგენა რიო-დე-ჟანეიროს ტურნირის შემდეგ, რომელშიც სარამ მთავარი პრიზი მოიპოვა.

აკაპულკო (მექსიკა)

ფინალი

ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 5)-კაროლინ გარსია (საფ, 1) 6:3, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...