ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ანდრეს ინიესტა: მესი ჩვენი ყველა წარმატების ფუნდამენტია

ანდრეს ინიესტა: მესი ჩვენი ყველა წარმატების ფუნდამენტია

ანდრეს ინიესტას ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ანდრეს ინიესტა გასულ და მიმდინარე სეზონებზე საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს, რაც უინტერესო ალბათ არავისთვის იქნება.

- ვიცით, რომ საკუთარ თავზე საუბარი არ გიყვართ, მაგრამ მაინც, რა თვისებების წყალობით თამაშობთ ასე სტაბილურად კარგად, რა გაყენებთ სხვა ნახევარმცველებზე წინ და რატომ ხვდებით ყოველწლიურად მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში?

- ძალიან ძნელია, გამოარჩიო ისეთი თვისებები, რაც შენ გაქვს და სხვებს - არა. ჩემი აზრით, როდესაც ვუყურებ ჩემს თამაშს და ვფიქრობ, შემიძლია ვთქვა, რომ ვცდილობ სიტუაციის, რაც შეიძლება მალე შეფასებას და თამაშის წაკითხვას.

ვაკვირდები თანაგუნდელების გადაადგილებებს, რადგან მათთან კონტაქტი უპრობლემოდ შედგეს. ყველა მოთამაშეს თავისი როლი და ფუნქცია აქვს და ყველამ საუკეთესოდ უნდა სცადოს მოვალეობის შესრულება. ძალიან მსიამოვნებს, რომ ჩემი მეგობრები, კოლეგები, ფანები და სპეცალისტები აგრძელებენ ჩემს არჩევას და წლის გუნდში შეყვანას, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი ბრწყინვალე კანდიდატია.

- ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ თანამედროვე ფეხბურთში იმდენად ცოტა სივრცე აქვთ მოთამაშეებს, რომ ფეხბურთელებს გაცილებით მეტი სირბილი და მოძრაობა უწევთ და ამის გამო, ამ სამყაროს ინიესტები ძალიან საჭირონი არიან...

- ბევრ რამეზეა მოთხოვნა. ეს, რომ ინდივიდუალური სპორტი იყოს, ამ ყველაფერზე არც ვისაუბრებდით. გუნდურ სახეობაში კი ყველას თავის საქმე აქვს და ერთმანეთის გარეშე წარმატება შეუძლებელია, თავის პოზიციაზე ყველა ძლიერი უნდა იყოს. მუდმივად უნდა ფიქრობდე თამაშის გაუმჯობესებაზეც. თუმცა ის მართალია, რომ დღესდღეობით ფეხბურთი ძალიან ფიზიკურია და ტექნიკას, სისხარტეს, ზოგადად მონაცემებსა და მრავალმხრივობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა გუნდებს შორის ძალიან პატარა სხვაობაა.

- ცოტა ხნის წინ თქვით, რომ 2014 წელი თქვენთვის წარმატებული არ იყო, რადგან დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიეთ. რამ დაგწყვიტათ ყველაზე მეტად გული?

- კარიერაში არასასიამოვნო მომენტები ადრეც მქონია. ეს მაშინ ხდება, როდესაც მიზნებს ისახავ და მათ ვერ აღწევ. ასეთ დროს პოზიტივზე საუბარი ძნელია. თუმცა ესეც სპორტის შემადგენელი ნაწილია და როდესაც გეგმებს ვერ ასრულებ, მომავალ წელს უფრო მოტივირებული უნდა იყო. წარუმატებლობები იმის ბრალი არ არის, რომ არ ინდომებ, ჩვენ ყველას მოგება გვინდოდა, მაგრამ ეს არ მოხერხდა და კარგი წელი არ გამოგვივიდა, ხოლო ახლა ექსტრამოტივაცია უნდა გვქონდეს.

- რომელი უფრო მტკივნეული იყო, ლა ლიგაში ჩემპიონობის ბოლო მომენტში დათმობა, თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩენა?

- ორივე ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა და ორივე წარუმატებლობა მძიმე გადასატანი იყო. "ბარსელონას" რთული სეზონი ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და უკანასკნელ ტურში საკუთარ კედლებში ვერმოგება სერიოზული დარტყმა გახლდათ.

იგივე ითქმის მუნდიალზეც. ისეთი ქვეყნისთის როგორიც ესპანეთია, ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენა ფიასკოა. იმ მოთამაშეების გათვალისწინებით, რომლებიც გვყავს, ბევრად უფრო შორს წასვლასა და წარმატებულ ჩემპიონატს ველოდით. ასეთ ტურნირზე, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატია, თუ რაღაცას უმაღლეს დონეზე ვერ აკეთებ, ეს ძვირად გიჯდება და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იყო.

- ესპანეთის გამოვარდნის შემდეგ, ისევ თუ ადევნებდით თვალყურს მუნდიალს, თუ გარკვეული დისტანცია და პაუზა გჭირდებოდათ?

- ცხადია, ტურნირის თვალყურს მაინც ადევნებ, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული შეგრძნებაა, როდესაც თავად აღარ ხარ მონაწილე, ყველაფერს განსხვავებულად ხედავ.

- ზოგს აქვს მოსაზრება, რომ ეს საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, თქვენ იზიარებთ ამ აზრს?

- რთული სათქმელია, ყველა მსოფლიოს ჩეპიონატი უნიკალურია. ამ მუნდიალზე ცოტ-ცოტა ყველაფერი იყო, ლამაზი, სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩებიდან დაწყებული, შედარებით უფერული თამაშებით დასრულებული. ჩვენთვის ეს საუკეთესო მუნდიალი ნამდვილად არ გახლდათ, და ძალიან გულდაწყვეტილები დავრჩით. სულ მცირე, ჯგუფიდან გასვლა გვმართებდა და რეალური პოტენციალით ბევრად უფრო შორს უნდა წავსულიყავით.

- ალბათ ფინალში ლიონელ მესის გულშემატკივრობდით...

- დიახ, ვუყურებდი და გული დაგწყდა, რომ ტიტული ლეოს არ დარჩა. ამ ფინალსა და 2010 წელს ჰოლანდიასთან ჩვენ დაპირისპირებას შორის ბევრი მსგავსება გახლდათ. მაშინაც იყო შანსები, რომელიც ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა. ასეა თუ ისე, გერმანელებს მართალაც კარგი მუნდიალი ჰქონდათ.

- თქვენი აზრით, გერმანია დამსახურებული ჩემპიონია?

- ასეთ სიტუაციებში ყველაფერი მაინც იქამდე დადის, რომ ყველას თავისი კრიტერიუმები და ხედვა აქვს. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი ხდები, ძალიან რთულია ეს სტატუსი ვინმემ წაგართვას და თქვას, რომ გამარჯვებას არ იმსახურებდი. ვფიქრობ, გერმანიამ მთელი მუნდიალის განმავლობაში ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ იგივე გააკეთა არგენტინამაც. ორივე დამსახურებული ფინალისტი იყო.

- 2015 წელი მძიმედ დაიწყეთ და ამის გამო ბევრს გაკრიტიკებდნენ. რამდენად მოქმედებს გუნდზე ცუდი პრესა და ეს ზეწოლა?

- იმის უარყოფას, რომ როდესაც გუნდის და პირადად ფეხბურთელების გაუთავებელი განხილვა მიდის არანაირი ეფექტი არ აქვს არ ვაპირებ, რადგან გარკვეული გავლენა ამან შეიძლება, მოახდინოს. მით უმეტეს, როდესაც საუბარი ყოველთვის საფეხბურთო ასპექტებზე არ არის და სხვადასხვა ჭორებზე ლაპარაკობენ. რასაკვირველია, ცდილობ ან უნდა ეცადო მაინც რომ ამ ყველაფერს ყურადღებაა არ მიაქციო, რადგან ბერვი ამ მითქმა-მოთქმიდან არ არის ხოლმე მართალი.

ჩვენ ძალიან პოპულარული გუნდი გვყავს და ინტერესი დიდია, ალბათ სწორედ აქედან მოდის ეს ჭორებიც და ამდენი საუბარი. გამოსავალი იმაშია, რომ კარგად უნდა ვითამაშოთ და ისევ ძველებურად, წარმატებებს მივაღწიოთ და როგორც ჩვენი ფანების, ასევე ზოგადად ყველას ყურადღება სწორედ ჩვენ თამაშზე გადავიტანოთ და არა სხვადასხვა ამბებზე. მთავარი სალაპარაკო თემა უნდა იყოს ის თუ, რას აკეთებენ ფეხბურთელები მინდორზე და არა მის მიღმა.

- ამ ჭორებში რომელი იყო თქვენთვის ყველაზე მოულოდნელი? ლიონელ მესის შესაძლო წასვლა?

- იმედი მაქვს, რომ ლეო, რაც შეიძლება, დიდი ხანი იქნება "ბარსასთან" ერთად რადგან ის იყო, და არის მთავარი ფუნდამენტი ჩვენი წარმატებებისა და ჩემი სურვილია, ის დარჩეს.

- რა არის "ბარსას" მიზანი ამჟამად?

- ჩვენ ყველა ტურნირის მოგება გვინდა, სადაც ვმონაწილეობთ, რატომაც არა? ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ეს ისევ მინდორზე უნდა დავამტკიცოთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ წინა სეზონის წარუმატებლობებმა დამატებითი მოტივაცია უნდა მოგვცეს. ჩვენი მიზანი ის არის, რომ ფანებს ღიმილი და სიხარული დავუბრუნოთ და ტიტულებით გავახაროთ.

- მაისში 31 წლის ხდებით. დროის გასვლასთან ერთად თქვენი თამაშიც შეიცვალა? შეიძლება ითქვას, რომ ახლა უფრო ნაკლებს დარბიხართ, მაგრამ უფრო პროდუქტიულად?

- არავითარ შემთხვევაში! (იცინის) სირბილი პირიქით, მეტი გიწევს. თანამედროვე ფეხბურთი ასეთია, ვითარდება და კონკურენციაც იზრდება. მოთხოვნები ძალიან მაღალი დონისაა, თუ საშინაო არენაზე, თუ ჩემპიონთა ლიგაზე. მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო და მეტოქის ვინაობის შესაბამისადაც მოემზადო. ერთადერთი, რასაც განვლილი წლები უპირატესობის სახით გაძლევს გამოცდილებაა, რომელიც თამაშის წაკითხვასა და კონკრეტულ სიტუაციებთან გამკლავებაში გეხმარება და საქმეს გიადვილებს.

- სპორტული კუთხით, რას უსურვებდით თქვენ თავსა და გუნდს?

- მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობა მთავარია, იმის მიუხედავად, სპორტსმენი ხარ თუ არა. რასაც აკეთებ იმისგან სიამოვნება რომ მიიღო, ამისთვის ჯანმრთელი უნდა იყო. გუნდს კი ყველაფერს საუკეთესოს და ყველა ტურნირის მოგებას ვუსურვებ, თანაც ვიცი, რომ ეს შეგვიძლია, ამის პოტენციალი გვაქვს.

დოსიე

ანდრეს ინიესტა ლუხანი

დაიბადა: 1984 წ. ფუენტეალბილია (ესპ)

კარიერა: ბარსელონა - 2002-დან.

ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი (2010), ევროპის ჩემპიონი (2008, 2012), ლა ლიგის ჩემპიონი (2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2006, 2009, 2011), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2009, 2011), უეფას სუპერთასი (2009, 2011), კოპა დელ რეი (2009, 2012), ესპანეთის სუპერთასი (2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

ინიესტამ თქვა, სურს თუ არა "ბარსელონას" მწვრთნელობა

ჩავიმ მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი

ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა

სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?

საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა

"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს

[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა

"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას

"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ

ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა

ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ

რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე

კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა

"ფეხბურთს მოენატრები, ფენომენო" - მესი ინიესტას დაემშვიდობა

[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა

დიდებული ისტორია მთავრდება - ინიესტა კარიერას ასრულებს

ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს

"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა

ჩავი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება? - ესპანელს შემოთავაზება ბუნდესლიგის კლუბიდან აქვს

სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს

[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა

ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს

[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება

ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

ჩავიმ, მისი აზრით, მუნდიალის 2 ყველაზე დიდი ტალანტი დაასახელა

ინიესტა, დიდი ალბათობით, მალე სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?

მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს

ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25

"ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში ჩავა, კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის შანსი გაიზარდა" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს

ჩავიმ "ბარსელონას" ფეხბურთელის დამატება ურჩია