ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"არ ინტერესდებით, რატომ არ ისურვა სფფ-მ ბიძინა ივანიშვილისგან დახმარება?"

"არ ინტერესდებით, რატომ არ ისურვა სფფ-მ ბიძინა ივანიშვილისგან დახმარება?"

ოთარ ჩრდილელი: "მარტო ფული არა, წესიერებაც დეფიციტია!"
ცნობილია, რომ 2015 წლის ბიუჯეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წილი გაიზარდა და 70 მილიონი ლარი შეადგინა, 10 სახეობა კი სახელმწიფო პროგრამაზე გადავიდა. ეს იმიტომ, რომ მიმდინარე პროექტებთან ერთად, საქართველომ უნდა უმასპინძლოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, უეფას სუპერთასის მატჩს, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადასა და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას...

...მაგრამ მოულოდნელი იყო, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა ჭადრაკი და მომდევნო ოთხ წელიწადში 38,5 მილიონს გამოუყოფს, ფეხბურთს კი შარშანდელი დაფინანსება - 7 მილიონი ლარი შეუნარჩუნდა. და ეს იმ დროს, როცა რამდენიმე სათამაშო სახეობის ფედერაციას ბიუჯეტი გაუზარდეს: მაგალითად, რაგბის 12,05 მილიონი გაუხდა (2 მილიონით მეტი), კალათბურთს 7 მილიონი (4,5 მილიონით მეტი).

მოდით, სწორად გავიგოთ აქცენტი - აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, ამ სახეობებს რატომ გაუზარდეს დაფინანსება (სჭირდებათ და იმიტომ!) ან რომელიმე სახეობა ამის ღირსი არ იყო. არა ბატონებო, კითხვის შინაარსი ასეთია - რატომ არ გაეზარდა ბიუჯეტი ქართულ ფეხბურთსაც? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წლეულსაც ვერ ამოქმედდება.

არადა, საქართველოს პარლამენტში საკმაოდ ბევრი სპორტსმენია და წესით, სხვა სახეობებთან ერთად, მათ ფეხბურთის განვითარებაც უნდა აინტერესებდეთ.

ბევრისთვის უცნობია, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ოთარ ჩრდილელი წლების წინათ ჟურნალისტი იყო და ფეხბურთის თემას სისტემატურად აშუქებდა, სამტრედიელი კაცია და საყვარელი გუნდის მატჩებს ხშირად ესწრება.

გულშემატკივარი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელ მესვეურთა მიმართ სახელმწიფოს ხელმძღვანელთა მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების შედეგია. ჩრდილელი ამას კატეგორიულად არ უარყოფს:

"სახელმწიფოს ქმედებები და გადაწყვეტილებები იმაზე არ არის დამოკიდებული, სფფ-ის ხელმძღვანეობაში არასასურველი ხალხია, თუ - სასურველი. მაგრამ, როგორც რიგითი გულშემატკივარი და არა დეპუტატი, ვამბობ - დიახ, სფფ-ის მენეჯმენტში სერიოზული პრობლემებია და ცალსახაა, რომ ქართული ფეხბურთი ღრმა კრიზისშია.

მოდიან და მიდიან ეროვნული ნაკრების მწვრთნელები, მაგრამ გუნდი უკან-უკან მიდის. ფიფას რეიტინგში ანტირეკორდი დავამყარეთ. ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს რომ ვესწრები... არ მინდა მკვეთრი სიტყვა ვიხმარო, მაგრამ... სამარცხვინო დონე რომაა და კაშკაშა ინდივიდუალისტები რომ გაქრნენ, ამაში ვინმე შემედავება?

ძალზე ერთფეროვანი მოთამაშეები მოდიან. ალბათ, მიზეზი ბავშვთა ფეხბურთში დაშვებული შეცდომებია. არ მსურს, ფეხბურთის პოლიტიზაცია, მაგრამ ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ წინა წლებში სწორედ ასე ხდებოდა - ფეხბურთში ბევრი საეჭვო კვალიფიკაციის პიროვნება საქმიანობდა. ამან ყველაფერს თავისი კვალი დაატყო.

ფაქტია, ამას მიხედვა სჭირდება. სამწუხარო კი ისაა, რომ ამ კატასტროფული შედეგების მიუხედავად, ადეკვატური შეფასებები არ კეთდება".

დეპუტატი ამბობს, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა მაინც ამოქმედდება:

"სახელმწიფო სირაქლემის პოზიციაში ყოფნას არ აპირებს. მთავრობა ფეხბურთის განვითარებისთვის ახლაც ბევრს აკეთებს და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კიდევ მეტის გაკეთებას გეგმავს.

მიუხედავად ჩავარდნისა, საქართველოში ფეხბურთი მაინც პოპულარულია. არა მგონია, ფეხბურთის დაფინანსება 7 მილიონის ზღვარზე გაჩერდეს, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებასა და პარლამენტში ბევრი ადამიანია, რომელთაც ფეხბურთის ბედი აღელვებთ და მის სამარცხვინო მდგომარეობას განიცდიან. ყველას გვსურს, რომ პოზიციები დავიბრუნოთ და ხალხი სტადიონზე სიხარულით მიდიოდეს.

მაგრამ არ ინტერესდებით, რატომ არ ისურვა ფეხბურთის ფედერაციამ ბიძინა ივანიშვილისგან დახმარება? ეს ხომ უამრავ პრობლემას მოხსნიდა და ამ ჩავარდნასაც თავიდან ავიცილებდით. იქნებ, ვინმე გულუბრყვილოდ ფიქრობს, რომ ეს ადრინდელი ხელისუფლების ჩარევის გარეშე და მხოლოდ ფედერაციის ინიციატივით მოხდა?

როცა საქართველოში უფულობაზე ჩივიან, ისიც ვთქვათ, რომ წესიერება, პროფესიონალიზმი და გულიანი ხალხიც დეფიციტია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გულშემატკივარს!.....muxa-1955

ჩემო მეგობარო! შენ ეტყობა ბოლომდე ყურადღებით არ წაგიკითხავს ჩემი ნააზრევ-სურვილები. იქ შავით თეთრზე მეწერა,რომ...,,დომენტის ჯიბრით ორი წლით ჭაობში ჩატოვე ჩვენი ფეხბურთი"... ,,გააცოცხლებდი მინავლებულ, ჩამკვდარ, სარეანიმაციო ქართულ ფეხბურთს"...შენი აზრით მე ვისზე ვფიქრობ, როდესაც ვსაუბრობ ჭაობში ჩამკვდარ, სარეანიმაციო ქართულ ფეხბურთზე? დიახ, დიახ, პირველ რიგში დომენტისა და მის გუნდზე, შემდეგ წინა ხელისუფლებისა და დომენტამდე ფედერაციის მესვეურებზე. ეს არის ჩემი ტექსტის სრული სიმართლე. და იმას, რომ არ ვაგინებ ფედერაციის მესვეურებს მამა-პაპურად შენ ეძახი პოლიტიკას და ცალმხრივად მსჯელობას? -გთხოვ კიდევ ერთხელ გადაიკითხო

• Lado

რატომ არ ამბობენ ბოლომდე რა ხდება ქართულ ფეხბურთში?

• muxa 1955-ს გულშემატკივარი

100%-ით დაგეთანხმებოდი, რომ ორივე მხარისთვის გეთქვა იგივე რაც მხოლოდ ერთი მხარისთვის თქვი. თურმე მხოლოდ ლევან ყიფიანი ყოფილა იმაში დამნაშავე რაც ხდება, რომ მას თურმე შეეძლო, მაგრამ დომენტის ჯიბრზე ბოღმით და ღვარძლით არ გააკეთა კარგი ქართული ფეხბურთისთვის, აი რომ გაგეგრძელებინა და დომენტიზეც რომ გეთქვა, რომ დომენტი და სრულიად ფედერაცია გადამდგარიყო და მიეცათ "ბიძინაჩემის" ხალხისთვის ქართულ ფეხბურთში "რაღაცის" გაკეთების საშუალება და დომენტას და რეზიკოსაც რომ მიუძღვით წვლილი ქართული ფეხბურთის ამ დღეში ყოფნისთვის..... აი აქ 100%-ით დაგეთანხმებოდით, მაგრამ მარტო ერთ მხარეს ლანძღვა არ არის კარგი საქმე. ეს პოლიტიკაა ბატონო, პოლიტიკა. სულ არ იყო მთავრობაში, მაგრამ 100 მილიონი ჩადო რაგბის განვითარებაში და არც ახლა გაუჭირდებოდა თუნდაც მთავრობიდან 10-15 მილიონის გამოყოფა, მაგრამ დომენტას და რეზიკოს მსუყე ლუკმას ვერ მისცემდნენ. შეეძლოთ კონტროლი დაეწესებინათ ამ გამოყოფილ ფულზე, მაგრამ მერე დაიწყებოდა "ჩვენს საქმეებში ერევიან", "მუშაობის საშუალებას არ გვაძლევენ", "გვაკონტროლებენ", ""იმის" გარეშე არაფერი წყდება" და ა.შ. რა არ იტყოდნენ თუ რა? ამიტომაც გადაყვა ქართული ფეხბურთი ამათ იწილო-ბიწილოს. ერთმა თქვა გადადექი და მე გავაკეთებო, მეორემ არ გადავდგები მე გამომიყავი ფული და მე გავაკეთებო, ამ პირველმა კი თუ არ გადადგები ფეხბურთს ფულს არ გამოვუყოფო, მეორემ კი მაინც არ გადავდგებიო. ამასობაში ფეხბურთი არათუ მოკვდა, არამედ უკვე წლისთავსაც ვუხდით უკვე. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, თუ "გამიპრავებთ" ობიექტური იქნება, თუ არადა დარჩება ჩემს სუბიექტურ აზრად.....

• თენგიზ

მუხას კოენტარს თავიდნბოლომდე ვეთანხმები.დაკარგულ დროს ვერ დავიბრუნებთ.

• zaza

ბატონო ოთარ-ობიექტურობაზე თუ გაქვღ პრეტენზია,მაშინ 350 მილიონის პრემიებზე,ჯიპებზე გაგემახვილებინათ ყურადღება....დაგეთვალათ 350 მილონად რამდენ სტადიონი,ბავშვთა აკადემია აშენდებოდა!თუ სტადიონების მსენებლობაზე ფედერაციის ნებართვა გჭირდებოდათ?

• juba

შოვინისტი დომენტი ცატრეულიკო უნდა

• გიგლია

მართალს ამბობ, მოქალაქევ (ის მოქალაქე რო არ ხარ:)). ივანიშვილმა ეგ 100 მილიონი ჯერ ფეხბურთის ფედერაციას შესთავაზა. ერთი პირობით ოღონდ, ფულის ხარჯვა მის სანდო პირს უნდა ეკონტროლებინა, რაზეც ფედერაცია არ დათანხმდა, ჩვენ თვითონ გავაკონტროლებთ ყველაფერსო. ალბათ გასაგებია რატომაც სურდათ ეგეთი სცენარით მოქმედება... ცხადია თავისმხრივ ივანიშვილიც არ დაყაბულდა მათ მოთხოვნას და ეგ ფული რაგბის ფედერაციას მისცა, რომელთაც სიხარულით მიიღეს ამხელე ფინანსური დახმარება და უთხრეს რაც გინდა აკონტროლე, ოღონდ კი საქმე გაკეთდესო. აი ასეთი განსხვავებული მიდგომა აქვთ ფეხბურთის და რაგბის ფედერაციებს საქმისადმი და მათ მიერ მიღწეულ შედეგებშიც რო დიდი სხვაობაა, ბატონებო, ამაზე ორი აზრი არ არსებოს.

• zaza

350 მილიონი პრემიებში,ჯიპებში....რამდენი სტადიონი აშენდებოდა 350 მილიონად?რამდენი ბავშვთა აკადემია?...

• muxa 1955

რა ხდება ოთარ(ჩრდილელი)ბიძიკო? შენ გგონია ვერ გავიგეთ რატომ არ ფინანსდება ქართული ფეხბურთი?....გავიგეთ და ძალიანაც კარგათ!!!! ახლა ისმინეთ ჩემი (ჩვენი)შეგონება!!!!! ბატონო ლევან(ყიფიანი). ჯერ ერთი, მინისტრად მოსვლამდე აჟღერებდი,რომ გაქვს ფეხბურთის განვითარების გეგმა და სათავეში მოსვლისთანავე განახარციელებდი მას. მერე მეორე, მოსვლისთანავე დაიწყე ვითომ ახალი გემის შედგენა და პარალელურად უარი თქვი ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე, რომლის ჯეროვნად გასალაშინება-დახვეწის შემდეგ და სახელმწიფოსგან გამოყოფილი ფინანსების შემთხვევაში, ჯერ კიდევ შარშან შეიძლებოდა მის ხარჯვაზე მკაცრი კონტროლის პირობებში სახელმწიფო პროგრამის სრულად ამუშავება. წელს კი უფრო დაიხვეწებოდა პროგრამა და ჩვენც ვიქნებოდით ორი ნაბიჯით წინ, არადა ახლა რა გამოვიდა?!.....გამოვიდა ის რომ დომენტის ჯიბრით ორი წლით ჭაობში ჩატოვე ჩვენი ფეხბურთი. ეს ქცევა, კი(ბოღმით,ღვარძლით,ჯიბრით სავსე)რბილად, რომ ვთქვათ არასწორია და არ ეკადრება სულმნათი დათოს ხსოვნას. დღეს ის ცოცხალი, რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ შენ გადაგადგმინებდა ერთადერთ სწორ ნაბიჯს. ნაბიჯს, რომელიც გააცოცხლებდა მინავლებულ, ჩამკვდარ, სარეანიმაციო ქართულ ფეხბურთს...საუბედუროდ უკვე გვიანია!!! სამი წლით გვიანი!!!

• shalva

ფეხფურთის ფედერაციაში ერთი და იგივე ხალხის კოფნა, რომელთა ხელშიდაც ფეხბურთს არაფერი შეემატა არამედ უკან და უკან წავიდა, ეგ ხალხი უნდა წავიდნენ ფეხბურთიდან, თუგიდ არველაძე და სიჩინავა, ეგენი ფეხბურთში კლანიაა

• მოქალაქე, ოღონდ "ის მოქალაქე" არა :)))))

მოკლედ იყო ეს ისტორია სინამდვილე, ივანიშვილს ქართულ ფეხბურთსაც დაეხმარებოდა, მაგრამ მოხდა რაღაც გაუგებრობა და ამიტომაც გადაწყვიტა სხვა სფეროზე გადართულიყო და დაეხმარა რაგბს, სადაც 100 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული, ეს ოფიციალური მონაცემებია მეგობრებო, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, "მარშუტკაში", "ბირჟაზე" მოსმენილი, ან ყურით მოთრეული არ არის. ასევე არც ის არის საიდუმლო, რომ რაგბის რაგბის საერთაშორისო საბჭომ ივანიშვილს რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა. ამიტომაც აქვს რაგბის უდიდესი შედეგი და ფეხბურთს...... ეჰ ფეხბურთს შედეგი კი არა რა აქვს არავინ იცის.... მოკლედ, ბატონებო, ძვირფასო საზოგადოებავ, წარმოიდგინეთ 100 მილიონი ქართულ ფეხბურთში რომ დახარჯულიყო რა მოხდებოდა? ოღონდ ივანიშვილი 100 მილიონის დახარჯვას აპირებდა მიზნობრივად და არა პირდაპირ ფულად, ისე როგორც რაგბის შემთხვევაში, ანუ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტებით, თანამედროვე საწვრთნელი სტადიონებით, ბავშვებისთვის სავარჯიშო პირობების შექმნით, ახალგაზრდებისთვის მწვრთნელების დაქირავებით, ხელშეწყობით, პატარებისთვის ვარჯიშების და მწვრთნელების დაქირავების ხელმისაწვდომობით, ტურნირების დაფინანსებით, უცხოეთში ტურნირებზე გამგზავრების ორგანიზებით და ა.შ. ვისაც არ გჯერათ ქართულ რაგბს შეხედეთ და ჰკითხეთ იმ ხალხს ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. დღეს კი კაკაურიძის აზრით ნაკრების წარუმატებლობის ერთადერთი ადამიანი ქეცბაიაა, ჰკითხეთ ა.კაკაურიძეს თუ გინდათ :)))))) (ისე ქეცბაია არა მარტო კაკაურიძის აზრით, არამედ უამრავი ვაი ჟურნალისტის აზრით არის დამნაშავე ნაკრების წარუმატებლობაში, უძაღლო ქვეყნის ამბავია ამ ჟურნალისტების საქმე)

• გუჯა კახაძე

ოთარ ჩრდილელი: "როცა საქართველოში უფულობაზე ჩივიან, ისიც ვთქვათ, რომ წესიერება, პროფესიონალიზმი და გულიანი ხალხიც დეფიციტია". ვეთანხმები და კიდევ ერთი - ისწავლონ ფეხბურთელის გაზრდა და ფინანსური პრობლემებიც აღარ შეექმნებათ!!!!

• gaga

ეს არის თქვენი მამა მარჩენალის გასაკვირი დემოკრატია? რაც არ მოგწონთ არ აქვეყნებთ.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ბათუ კევლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ქართული რაგბის აღორძინებისთვის

დინო ჰამზიჩი: ბიძინა ივანიშვილი? მსმენია, რომ...

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

მან პრობლემების 10%-იც არ იცის - ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

გოჩა სვანიძე: ბიძინა ივანიშვილის თანადგომა ქართული რაგბის მიმართ მსოფლიოში უპრეცედენტოა