"ჩავუსხდეთ სადმე სადილს და ჩვენი ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიზეზებზე დაწვრილებით ვისაუბრებ"

როდესაც კარლო ანჩელოტის უთხრეს, თქვენს წინააღმდეგ დღეს მარტო ერთი კაცი გამოდიოდაო, იტალიელმა ღიმილით მიუგო: „მარტო ერთი?“

ანჩელოტი გახლავთ მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც „ჩელსის“ ბოლო 15 წელიწადში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს და საწვრთნელი ცენტრის წინ ამიტომაც ელოდა მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას. ერთადერთი პროტესტანტის მიერ გამოფენილ ორ პლაკატზე კი ეწერა: „ წავიდნენ ანჩელოტი და აბრამოვიჩი!“ და „არც ერთი თქვენგანი არ არის ჩვენი მაისურის შესაფერისი“ - ეს, მეორე ლოზუნგი ინგლისურად გარითმულია.

ამის შემყურე იტალილემა თქვა, რომ მის სამშობლოში ბაზაზე მისულს გაცილებით უარესი ამბავი დახვდებოდა.

„მარტო ერთი კაცი იყო? ერთი კაცი საშიში არ არის. აი, იტალიაში ყველაფერი სხვანაირადაა. საწვრთნელი ცენტრის ჭიშკართან ათასი კაციც კი შეიძლება მოგროვდეს.

ერთ კაცთან დაილაპარაკებ, ათასთან გამკლავება ძნელია“.

გასული კვირის შუაში „ვულვერჰემპტონთან“ 0:1 დამარცხების შემდეგ ინგლისის ჩემპიონი, რომელიც სეზონის დასაწყისში შთამბეჭდავი უპირატესობით ლიდერობდა, მეხუთე ადგილზეა, თუმცა ანჩელოტის სწამს, რომ კლუბის ხელმძღვანელები კვლავ მას უჭერენ მხარს.

„ასეთ დროს მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას მხარს უჭერენ კლუბის ხელმძღვანელები, მოთამაშეები და ფანები, ერთი კაცის გარდა. ასეთ პირობებში მდგომარეობის სწრაფად გამოსწორება შეიძლება. ხომ ხედავთ, პრობლემა შეფებთან, ფეხბურთელებთან ან ფანებთან ურთიერთობაში კი არ არის, თამაშშია. ჩვენ მოედანზე არ ვვარგივართ. რთულმა პერიოდმა იმდენ ხანს გასტანა, რომ გუნდმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგა. მე დღეს „ჩელსიში“ ყველა დავარწმუნე, რომ ცუდად თამაშის მიზეზები მოედანზე უნდა ვეძებოთ, მის გარეთ კი არა“.

ზემოთ 15 წელიწადში ყველაზე ცუდი შედეგი ვახსენეთ. მართლაც, 10 შეხვედრაში მარტო ერთი გამარჯვება „ლურჯებს“ 1995-96 წლების სეზონის შემდეგ არ ახსოვთ. მაშინ გუნდს გლენ ჰოდლი ედგა სათავეში.

ანჩელოტის კლუბის მეპატრონესთან რომან აბრამოვიჩთან შეხვედრაზე ჰკითხეს.

ჟურნალისტებს აინტერესებდათ, ხომ არ აპირებს მილიარდელი მწვრთნელთან პირისპირ ლაპარაკს. იტალიელმა უპასუხა:

„რომანს ჩემთან შეხვედრა არ დაუნიშნავს. დირექტორატის სხვა წევრებთან ერთად კი სატრანსფერო ბაზარს ვსწავლობთ და გარკვეულ ვარიანტებს ვამუშავებთ. რასაკვირველია, ყველას კიდევ უფრო დაწვრილებით აინტერესებს ჩვენი ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიზეზები და მე ამაზე ლაპარაკი რასაკვირველია, შემიძლია, მაგრამ საამისოდ სადილად ჩასხდომა იქნება საჭირო“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა