ქართველები ბაქოში სამ დისციპლინაში ცდიდნენ ძალებს
წლეულს აზერბაიჯანის დედაქალაქი 14 ივნისიდან ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

ჩვენი მეზობლები ბაზების ტესტირებისთვის სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენების მონაწილეობით შეჯიბრებებს აწყობენ.

ამჯერად ბაქოს სპორტული და მხატვრული ტანმოვარჯიშეები, ბატუტზე მხტომელები, აკრობატები და აერობიკის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ქართველები სამ დისციპლინაში ცდიდნენ ძალებს. შესანიშნავად იასპარეზა მხატვრულად ტანმოვარჯიშემ, ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის აღზრდილმა სალომე ფაჟავამ.

იმის მიუხედავად, რომ ქართველ სპორტსმენს ფეხის ტრავმა აწუხებს და სარბიელზე გამაყუჩებლებით გადიოდა, მრავალჭიდში მე-5 ადგილი დაიკავა (პირველ-მესამე ადგილები რუს მსოფლიოს ჩემპიონ იანა კუდრიავცევას და აზერბაიჯანელებს - მარინა დურუნდას და გულსუნ შაფიზადას ხვდათ). რომ არა ბაფთით ასპარეზობისას დაშვებული შეცდომა, მრავალჭიდში ბრინჯაოს მედალს დაიმსახურებდა.

სამაგიეროდ, სალომემ რგოლით ვარჯიშში იყოჩაღა - მცირედით ჩამორჩა კუდრიავცევას და ვერცხლის ჯილდო ერგო. მესამე იყო დურუნდა.

გურზებით ასპარეზობის შემდეგაც კვარცხლბეკზე ეს სამეული ავიდა, ოღონდ დურუნდამ და ფაჟავამ ადგილები გაცვალეს - ჩვენებური ბრინჯაოს დაყაბულდა. პირველობა აქაც კუდრიავცევას ხვდა.

თითო ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს ბატუტზე მხტომელებმა. სინქრონულ ხტომებში თამარ კაკაშვილმა და ნანა გოგაშვილმა მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო თენგიზ კოშკაძე და გიორგი ფუტკარაძე ბრინჯაოს დასჯერდნენ.

ინდივიდუალურ ხტომებში ფუტკარაძე მე-5 ადგილზე გავიდა, კოშკაძე კი ფეხის ტრავმის გამო სარბიელზე არ გასულა.

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სალომე ფაჟავას სუპერ გამოსვლა "ქუინის" მუსიკის ფონზე [VIDEO]
ფაჟავა ფინალში ვერ გადავიდა...
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
სალომე ფაჟავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
24 წლის სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა
სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!