ტურინის "იუვენტუსის" +11 და დაუმარცხებელი სერია შინ
* "ფიორენტინამ" ბოლოს 0:4 "ლაციოსთან" 19 წლის წინათ წააგო. 4 გოლი ბოლოს "იებმა" 2012 წელს გაუშვეს და ესეც "ოლიმპიკოზე" მოხდა (2:4).

* "ფიორენტინა" ზედიზედ 13 მატჩში დაუმარცხებელი იყო.

* მიროსლავ კლოზემ სერია A-ში მეშვიდე დუბლი შეასრულა. იტალიის ჩემპიონატში მას 43 გოლი დაუგროვდა.

* "იუვენტუსი" ჩემპიონატში 37 მატჩია, დაუმარცხებელია შინ.

* პოლ პოგბამ ამ სეზონში 7 გოლი გაიტანა, აქედან 4 გოლი გამარჯვების გამოდგა.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 26-ე ტური ორშაბათის ორი მატჩით დასრულდა, რომელმაც სატურნირო ცხრილზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. "იუვენტუსმა" "სასუოლოს" სძლია და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ, "ლაციომ" კი "ფიორენტინა" გაანადგურა და მესამე ადგილზე აინაცვლა...

ამდენს არ ველოდით...

"ლაციო"-"ფიორენტინას" დაპირისპირება, სატურნირო თვალსაზრისით, უაღრესად პრინციპული იყო, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

ეს იყო მატჩი 6 ქულისთვის, რომელიც "ლაციოს" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. თავად ის ფაქტი, რომ მასპინძლებმა მოიგეს, გაოცებას არ იწვევს, მაგრამ 4:0 ნამდვილად მოულოდნელია. სტეფანო პიოლის შეგირდებმა ის "ფიორენტინა" გაანადგურეს, რომელიც ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაშია, რომელმაც ევროპალიგიდან "ტოტენჰემი" დაიფრინა და "იუვენტუსი" მისსავე მოედანზე გააკრა ბეჭებზე.

პიოლიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ნაცად 4-3-3 ტაქტიკას 4-2-3-1 ამჯობინა. შეტევის წინა ხაზზე მიროსლავ კლოზე გაამწესა, მის უკან კი სტეფანო მაური, ფელიპე ანდერსონი და ანტონიო კანდრევა მოქმედებდნენ. მწვრთნელის გადაწყვეტილებამ 100%-ით გაამართლა - აღნიშნული კვარტეტი ბრწყინვალედ მოქმედებდა და ფლორენციელმა მცველებმა მათ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს.

"ფიორენტინას" თავკაცმა თამამი ტაქტიკა აირჩია და სამი გამოკვეთილი შემტევი დააყენა - შეეცადა, რომ პირველ ნომრად ეთამაშა, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა. ვერც ალესანდრო დიამანტი და იოსიპ ილიჩიჩი ამწვავებდნენ თამაშს და ვერც "ვიოლას" ახალი ვარსკვლავი, მოჰამედ სალაჰი იყო მოწოდების სიმაღლეზე.

გოლების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ რომაელებმა სამჯერ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ იხეირეს, ერთი გოლი კი თერთმეტმეტრიანით ანტონიო კანდრევამ შეაგდო. მიროსლავ კლოზე უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც დუბლი მიითვალა და ფელიპე ანდერსონი, რომელმაც მარცხენა ფლანგი ააწიოკა, თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და საგოლე პასი მიითვალა აქტივში.

იხილეთ ვიდეო

"ლაციომ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, ქულებით "ნაპოლის" გაუთანაბრდა და ბურთების უკეთესი შეფარდებით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე მოკალათდა. ეს უკვე ჩემპიონთა ლიგის ზონაა და არც მეორე ადგილზე მყოფი "რომაა" უსაშველოდ წინ.

სტეფანო პიოლი ("ლაციოს" მწვრთნელი): "ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ეს იყო მძიმე მატჩი, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. დიდი ხანი მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით ვიგებდით, შემდეგ კი მეტოქე გაიხსნა და კიდევ სამი გოლი შევაგდეთ.

"ფიორენტინა" ძლიერი გუნდია და ვამაყობ იმ შედეგით, რასაც მივაღწიეთ. მესამე ადგილი? - ეს ჩვენი მიზანია, მაგრამ სატურნირო ცხრილში ყურება არაფერს გვარგებს. თითოეულ თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ვინჩენცო მონტელა ("ფიორენტინას" მწვრთნელი): "სამ ფრონტზე თანაბარი წარმატებით თამაში ძალიან რთულია და დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მეტოქემ უკეთ ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ ასეთი ანგარიშით მაინც არ უნდა წაგვეგო. დროს უკან ვერ დავაბრუნებთ, ხარვეზები უნდა გავაანალიზოთ და წინ ვიყუროთ. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ გვრჩება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამეულში მოვხვდეთ".

სკუდეტო სულ უფრო ახლოა

"იუვენტუსმა" "სასუოლოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით სძლია, თამაში კი სწრაფ ტემპში წარიმართა და კარგი საყურებელი იყო. მომენტები, ძირითადად, სტუმართა კართან იქმნებოდა, მაგრამ ეპიზოდურად "სასუოლოც" იჩხვლიტებოდა კონტრშეტევებზე.

მასიმილიანო ალეგრიმ კვლავ 4-3-1-2 ტაქტიკა აირჩია. გამთამაშებლად რობერტო პერეირა გაამწესა, ხოლო შეტევაში კარლოს ტევესს ალვარო მორატა შეუწყვილა. რაც შეეხება "სასუოლოს", ეუსებიო დი ფრანჩესკომ საყვარელ სქემას არ უღალატა და მიუხედავად იმისა, რომ თვით "იუვეს" ეთამაშებოდა გასვლაზე, 4-3-3 შეარჩია.

მოკლედ, "ნერივერდე" ყრუ დაცვაში არ ჩაჯდა და სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ "იუვენტუს არენაზე" კარგი ბურთაობა გაჩაღდა.

რაც შეეხება გამარჯვების გოლს, ის პოლ პოგბას ანგარიშზეა, რომელმაც პასი სიმონე პეპესგან მიიღო. პოგბას გოლი მართლაც ეფექტური გამოვიდა, ჩვეული ელეგანტურობით დაიმორჩილა ბურთი და ჰაერიდანვე გადაგზავნა კარში.

იხილეთ ვიდეო

ეს ამბავი 82-ე წუთზე მოხდა და დარჩენილი დრო ტურინელებმა უფრო საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვას დაუთმეს. საამისოდ, ალეგრიმ კარლოს ტევესი მოხსნა თამაშიდან და ანდრეა ბარძალი ჩართო ბრძოლაში, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ და ტექნიკურმა დირექტორმა პაველ ნედვედმა ისე გაიხარეს, იფიქრებდით, რომ "იუვემ" სკუდეტო მოიგო, თუმცა იქამდე ბევრიც არაა დარჩენილი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
მიროსლავ კლოზე "ბაიერნის" მწვრთნელად დანიშნეს
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
კლოზეს "ზალცბურგთან" ფრემაც ვერ უშველა - გერმანელი "ალტახიდან" დაითხოვეს
"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
კლოზე "ბაიერნში" დაბრუნდება?
ფეხბურთის ბნელი ხელოვნება: ხრიკების დახვეწილი პალიტრა
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ოფიციალურად: კლოზემ გერმანული გუნდი ჩაიბარა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
მიროსლავ კლოზემ შესაძლოა გერმანული გუნდი ჩაიბაროს
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა