საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში რუსთაველებმა შინ "ბათუმს" მოუგეს, ხოლო დინამოელებმა ქუთაისში იმარჯვეს
კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების ფინალისტთა ვინაობა გაირკვა. ამ მნიშვნელოვნი ტიტულისთვის ერთმანეთს "დინამო" და "რუსთავი" დაუპირისპირდებიან. ფინალური შეხვედრა 4 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდებოდა და "რუსთავსაც" და "დინამოსაც" პირველი მატჩები მოგებული ჰქონდათ. სერიაში დაწინაურებულებს საპასუხო შეხვედრების მოგება კი გაუჭირდათ, თუმცა საბოლოოდ მაინც სასურველ შედეგს მიაღწიეს.

რუსთავი - ბათუმი 77:71

რუსთავში ბათუმელებმა 71:77 წააგეს, თუმცა მოგების შანსი ნამდვილად ჰქონდათ. აჭარულ კლუბს იმედები ქაქუცა აბაიშვილმა გადაუწურა, რომელმაც მატჩის ბოლო წუთზე 2-ორქულიანი ჩააგდო.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი უკანახაზელი და გუნდის ლიდერი აკლდათ, ბათუმელებმა ღირსეულად იბრძოლეს და მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ. ბიჯეი იანგის გარეშე ბათუმელებმა სერიის პირველი შეხვედრა შინ "რუსთავთან" 10 ქულით წააგეს, თუმცა დღეს უკეთესად ითამაშეს და ცოტაც რომ გამართლებოდათ, სერიაში ანგარიშს გაათანაბრებდნენ.

გამარჯვებულებს 22 ქულითა და 21 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა, 17 ქულა დააგროვა გოგა ცეკვავამ, მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე კი 13 დაგროვდა. ბოლო წუთზე 2 უმნიშვნელოვანესი სამქულიანის ჩამგდებმა ქაქუცა აბაიშვილმა საბოლოო ჯამში 12 ქულა დააგროვა.

ბათუმელთაგან 24 ქულით ნიკ კელოგი გამოირჩა, ირაკლი მიქელაძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.

ქუთაისი - დინამო 73:76

კიდევ უფრო დაძაბული შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, სადაც "დინამომ" ბეწვის ხიდზე გაიარა. მასპინძლებმა შესანიშნავი მეორე პერიოდი ჩაატარეს და დიდი შესვენებისთვის 5 ქულით ლიდერობდნენ. ზუსტად ტყორცნიდა ქუთაისელთა სლოვენიელი ლეგიონერი მირზა სარალია, რომლის შედეგიანობას მესამე პერიოდის დასაწყისში მასპინძელთა 11-ქულიანი დაწინაურებაც კი მოჰყვა.

ვითარება მესამე პერიოდის დასკვნით ნაწილში შეიცვალა, რომელიც დინამოელებმა დიდებულად ჩაატარეს. შეუდარებლად გაისარჯა ილია ლონდარიძე, რომელმაც მნიშვნელოვანი ქულები ჩააგდო, ქუთაისელები კი დაიბნენ და ლიდერობა მესამე მეოთხედის ბოლოსთვის გაანიავეს.

"დინამომ" ლიდერობა მეოთხე პერიოდში განიმტკიცა და თითქოს მატჩის ბედიც გაირკვა, თუმცა ბოლო წუთებზე მასპინძელთა სნაიპერმა მირზა სარალიამ სამქულიანი ჩააგდო, მას თანაგუნდელებიც მიეშველნენ და ვითარება დაიძაბა. ქუთაისელებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბოლო წამზე 3 ქულით ჩამორჩენილებს შეტევის უფლება ჰქონდათ. ზაურ ფაშაევმა მოასწრო სამქულიანის ტყორცნა, თუმცა გამთანაბრებელი ბურთი კალათში არ ჩაეშვა.

"დინამოში" ყველაზე მეტი - 18 ქულა ბესიკ ლეჟავამ მოაგროვა. 17 ქულა ლონდარიძის ანგარიშზეა, ამერიკელმა გარიკ შერმანმა კი პირად ანგარიშზე 13 ქულა და 19 მოხსნა ჩაიწერა.

ქუთაისელთაგან 22 ქულით მირზა სარალია გამოირჩა.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
აკაკი დვალიშვილის გუნდი "ნოვოსიბირსკი" რუსეთის სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი "ბებერი არწივი" გახდა
ესეც მეოთხედფინალი! - გადაიდო, გადმოიდო, მაგრამ რეგულარული მაინც დასრულდა
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
17 ქულა და 14 მოხსნა - ნაკრების წევრმა გამარჯვება უზრუნველყო
რუსთავი-დინამო 79:101 - სტუმრების იოლი გამარჯვება
სუპერლიგაში სათამაშოდ უცხოეთიდან ერთბაშად 15 კალათბურთელი ჩამოვიდა
დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით "ბათუმმა" პირველი მატჩი ქუთაისში მოიგო
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
3-ქულიანების 100%-იანი მაჩვენებელი და 24 ქულა
დუდუ დადიანის მემორიალი: ილიას ზუროსის თვალწინ
სუპერლიგა. X ტური: ფაშაევის გმირობა ქუთაისში და "მგზავრები-არმიას" გამარჯვება ბათუმში
ირაკლი ხოშტარია: "ხუვენტუდს" მომზადებულები ვხვდებით
აკაკი დვალიშვილის ბენეფისი - "ქუთაისმა" "ტიტებს" სძლია და ნახევარფინალშია
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა: "დინამო" სრულად დაკომპლექტდა
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]