ჰემილტონი პირველია, როსბერგი - მეორე
ავსტრალიის გრანპრით დაიწყო ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატი.

მელბურნში დადასტურდა ბევრი ტენდენცია, რომელიც ზამთრის ტესტებზე გამოჩნდა. "მერსედესის" პილოტები ყველა ვარჯიშზე საუკეთესოები იყვნენ, კვალიფიკაციაში კი გამარჯვებულმა ლუის ჰემილტონმა სხვა გუნდიდან უახლოეს მეტოქეს იმაზე მეტი მოუგო, ვიდრე გასული სეზონის ბოლოს.

ლიდერთა წყვილის უკან კვალიფიკაციაში ბრძოლა დაძაბული გამოვიდა - "უილიამსისა" და "ფერარის" პილოტებს შორის სხვაობა წამის მეასედები იყო. მეორე რიგიდან იწყებდნენ რბოლას მასა და ფეტელი, მესამედან - მხოლოდ რაიკონენი, რადგან ვალტერი ბოტასი ექიმებმა სტარტზე არ დაუშვეს.

კვალიფიკაციის შემდეგ ვალტერიმ ზურგის არეში ტკივილზე დაიჩივლა და ფინელს ტრასაზე გასვლის უფლება არ მისცეს - მან ვერ ჩააბარა ტესტი ბოლიდის დატოვების სისწრაფეზე.

სასტარტო ბილიკის ბოლო რიგი "მაკლარენ ჰონდას" პილოტებმა დაიკავეს, მაგრამ მაგნუსენი ჯერ კიდევ სტარტამდე გამოეთიშა ბრძოლას - ბოქსებიდან გამოსვლის შემდეგ ბოლიდს კვამლი აუვიდა და ტრასის მიღმა გაჩერბა. საბოლოოდ, კევინი, რომელიც ამ უქმეებზე ფერნანდო ალონსოს ცვლიდა, სტარტზე არ გავიდა.

ასევე ვერ დაიწყო "რედ ბულში" სადებიუტო რბოლა რუსმა დანიილ კვიატმა - ბოქსებიდან გამოსვლის შემდეგ გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან. გამოჩნდა, რომ საიმედოობა - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი სეზონის სტარტზე.

მელბურნში 10 გუნდი ჩავიდა, მაგრამ რბოლაში ცხრამ მიიღო მონაწილეობა - "მანორმა" ვერ შეძლო მანქანების მომზადება და მთელი უქმეების განმავლობაში ერთი წრეც ვერ გაიარა. ამდენი დანაკარგის შემდეგ, პირველი რბოლის სტარტზე მხოლოდ 15 მანქანა ვიხილეთ - პირველად 1969 წლის შემდეგ.

სტარტი ლუის ჰემილტონმა მოიგო, ძალიან მალე კი ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. პასტორ მალდონადომ ეტაპი პირველი მოსახვევის შემდეგ დაასრულა, როცა ადგილი ვერ გაიყო ერიქსონთან. ოდნავ მოგვიანებით, ასევე პირველ წრეზე გამოეთიშა რომენ გროსჟანი. ყველაზე კარგად სტარტზე დებიუტანტებმა - კარლოს საინსმა და ფელიპე ნასრმა წარმოაჩინეს თავი - მათ მეხუთე და მეექვსე ადგილებზე გადაინაცვლეს.

რესტარტის შემდეგ ნასრმა საინსს გაუსწრო, რომელიც რიკარდომ და რაიკონენმაც ჩამოიტოვეს უკან. ამის შემდეგ სიტუაცია ოდნავ დამშვიდდა. როგორც მოსალოდნელი იყო, "მერსედესები" წინ გაიჭრნენ, ლუისი კი თანაგუნდელს 2.5 წამს უგებდა. ყველაზე საინტერესო კი მათ უკან ხდებოდა. ფეტელი მასას უტევდა, რაიკონენი რიკარდოს გასწრებასა და ნასრთან მიახლოებას ცდილობდა. ფინელისა და ავსტრალიელის ბრძოლა ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა.

ამასობაში, პირველმა პიტსტოპების სერია კიმი რაიკონენმა გახსნა. "ფერარის" პიტსტოპი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან უკანა მარცხენა საბურავის დამაგრებას ოთხი წამი მოუნდნენ. ჰემილტონმა საბურავების გამოცვლამდე როსბერგთან უპირატესობა ოთხ წამამდე გაზარდა და ჩემპიონი მშვიდად შევიდა პიტსტოპზე. ფეტელმა პირველი გაჩერების ხარჯზე შეძლო მასას გასწრება. ყველაზე ცუდად მაინც "ტორო როსოს" მექანიკოსებმა იმუშავეს, რომლებიც 20 წამი ვერაფერს უხერხებდნენ კარლოს საინსის მანქანის საბურავებს.

პიტსტოპის შემდეგ რბოლა საბოლოოდ დამშვიდდა. ფეტელი ზრდიდა მასასთან უპირატესობას, რაიკონენი კი ცდილობდა ბრაზილიელთან მიახლოებას.

ყველაზე საინტერესო მომენტი იყო მაქს ფერსტაპენის გამოთიშვა, რომელიც, მოულოდნელად, ძრავამ დააღალატა. შემდეგ პირველ პლანზე გამოვიდა საინსსა და პერესს შორის ორთაბრძოლა მეცხრე ადგილისთვის. სერხიო წარმატებით აჩერებდა მეტოქეს იმ მომენტამდე, სანამ პიტსტოპი არ ჩააგდო. ამის შემდეგ რაიკონენი მეორე პიტსტოპზე შევიდა, ტრასაზე დაბრუნდა და მალე მისი ბოლიდი გაჩერდა. ეს მექანიკოსების ბრალი იყო, რომლებმაც ცუდად დაამაგრეს უკანა მარცხენა საბურავი.

რბოლის ფინიში მოსაწყენ რეჟიმში მიმდინარეობდა. პილოტები ინარჩუნებდნენ კომფორტულ უპირატესობას. მხოლოდ მარკუს ერიქსონმა შეძლო კარლოს საინსთან მიახლოება და საბოლოოდ, წაართვა მას მერვე ადგილი. ლუის ჰემილტონმა კი მშვიდ ტემპში მოიგო სეზონის პირველი ეტაპი და ბრწყინვალედ დაიწყო ტიტულის დაცვა.

მელბურნი (58 წრე, 307,574 კმ)

1(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) 1:31.54,067 (1 პიტსტოპი)

2(2). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +1,360 (1)

3(4). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +34,523 (1)

4(3). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) +38,196 (1)

5(11). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) +95,149 (1)

6(7). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) 1 წრე (1)

7(14). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე (2)

8(16). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) 1 წრე (3)

9(8). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე (1)

10(15). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) 1 წრე (1)

11(17). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 2 წრე (1)

12(5). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) 17 წრე

13(12). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) 25 წრე

14(9). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 57 წრე (3)

15(10). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 57 წრე

16(13). დანიილ კვიატი (ტორო როსო, რუსეთი) 58 წრე

17(18). კევინ მაგნუსენი (მაკლარენი, დანია) 58 წრე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

123
გუნდები გაასწორეთ შარშანდელი გუნდები წერია
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!