მარია შარაპოვა VS ვიქტორია აზარენკა
ინდიან უელსში ქალთა ტურნირი ჯერჯერობით უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. მიზეზი მარტივია - ეს არის სერენა უილიამსის დაბრუნება ტურნირზე, აგრეთვე მესამე წრეში მარია შარაპოვასა და ვიქტორია აზარენკას მომავალი დაპირისპირება.

რუსმაც და ბელარუსმაც საკმაოდ რთული მეტოქეები მიიღეს სტარტზე. ბელგიელებს - იანინა ვიკმაიერსა და კირსტენ ფლიპკენსს არაერთი წარმატება ჰქონდათ "დიდი სლემის" ტურნირებზე. იანინამ ერთხელ აშშ-ის ღიას ნახევარფინალამდე მიაღწია, კირსტენმა კი ამავე სტადიაზე ითამაშა უიმბლდონის ტურნირზე. მოკლედ, ფავორიტებს თავიდანვე უწევდათ საკუთარი მზადყოფნის შემოწმება.

აზარენკამ ფლიპკენსს პირველი სეტი ძალიან დამაჯერებლად მოუგო - 6:2. მაგრამ მეორე პარტიაში მოულოდნელად პრობლემები შეექმნა. სამწუხაროდ, ბელარუსს სტაბილურობა არ ჰყოფნის. მიუხედავად ამისა, ვიქტორიამ თავიდან აიცილა ნერვული დაძაბულობა, თუმცა სეტის მსვლელობისას 2:4 იყო ჩამორჩენილი. ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით ბელარუსმა ენერგია შეინარჩუნა მომავალი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებისთვის.

მარია შარაპოვას მატჩი სხვა სცენარით მიმდინარეობდა, მაგრამ ფავორტის ასევე რთული მეორე სეტი ჰქონდა. იანინა ვიკმაიერმა პირველი სეტის წაგების შემდეგ მოწოდების შენარჩუნებაზე გააკეთა აქცენტი. ბელგიელი კარგად ახერხებდა ამას და მიღებაზეც ჰქონდა შანსები. საბოლოოდ, მას სულ ცოტა არ ეყო ტაი-ბრეიკამდე. ვიკმაიერი ბოლომდე იბრძოდა, ხუთი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ მაინც წააგო - 5:7. შარაპოვამ ერთხელაც არ მისცა მეტოქეს ბრეიკის შესრულების საშუალება.

რაც შეეხება მარიასა და ვიქტორიას მომავალ დაპირისპირებას, ამ ჩოგბურთელებს ერთმანეთში 13-ჯერ აქვთ ნათამაშები. მცირე უპირატესობას ბელარუსი ფლობს - 7:6, თუმცა ბოლო ორი შეხვედრა რუსს დარჩა. თან მათი გზები 2013 წლის როლან გაროსის შემდეგ არ გადაკვეთილა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: აზარენკამ შარაპოვას ექვსი მატჩი მოუგო ჰარდზე. 2012 წელს ბელარუსმა ინდიან უესლში 6:2, 6:3 გაანადგურა მარია.

მამაკაცების ტურნირზე ჯერ დამაინტრიგებელი სიუჟეტები ნაკლებია. აღვნიშნავთ აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონის მარინ ჩილიჩის დაბრუნებას ტურში, თუმცა ხორვატი ჯერ შორს არის ოპტიმალური ფორმისგან და მან ორი სეტში წააგო ხუან მონაკოსთან.

როგორც იქნა, პირველი მატჩი მოიგო 2015 წელს ტოპ-ოცეულის წევრმა ერნესტ გულბისმა. ლატვიელი დანიელ ხიმენო-ტრავერს გაუსწორდა. მანამდე ერნეტსმა ზედიზედ ხუთი მატჩი წააგო მიმდინარე სეზონში.

ფავორიტთაგან ძალიან იოლად გაიარეს მესამე წრე ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ენდი მარეიმ. ორივემ ერთნაირი ანგარიშით მოიგეს - 6:3, 6:1. სერბმა გაანადგურა მარკოს ბაღდატისი, ბრიტანელი კი გაუმკლავდა ვაშეკ პოსპიშილის ძლიერ მოწოდებას.

კაცები

II წრე

ენდი მარეი (ბრიტ, 4)-ვაშეკ პოსპიშილი (კან) 6:1, 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:1, 6:3; კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:4, 6:4; ხუან მონაკო (არგ)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 10) 6:4, 6:4; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 26)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 6:3, 6:1; ჯონ ისნერი (აშშ, 18)-იურგენ მელცერი (ავსტრია) 6:3, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 8)-ივან დოდიგი (ხორ) 4:6, 6:1, 7:6(6); ადრიან მანარინო (საფ)-ფაბიო ფონინი (იტა, 19) 7:6(8), 6:3; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 16)-ფედერიკო დელ ბონისი (არგ) 7:5, 6:4; ტანასი კოკინაკისი (ავსტრა)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ, 23) 7:5, 5:7, 6:3; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 32)-ბორნა ჩორიჩი (ხორ) 6:3, 6:4; ერნესტ გულბისი (ლატ, 14)-დანიელ ხიმენო ტრავერი (ესპ) 6:4, 6:1; ალბერტო რამოსი (ესპ)-ჟულიან ბენეტო (საფ, 25) 6:2, 6:3; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 28)-ჯეიმს დაკუორტი (აშშ) 6:2, 7:6(3); ფელისიანო ლოპესი (ესპ, 12)-ედუარდ როჟე ვასელენი (საფ) 6:7(3), 6:4, 6:4; პაბლო კუევასი (ურუ, 20)-იარკო ნიემინენი (ფინ) 4:6, 7:5, 6:0.

ქალები

II წრე

ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-კამილა ჯორჯი (იტა) 7:5, 7:5; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ, 17) 6:3, 6:3; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 12)-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 6:1, 6,1; კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 14)-ლარა არუაბარენა (ესპ) 6:3, 7:5; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 7)-ელისონ რისკე (აშშ) 6:3, 6:1; გარბინ მუგურუსა (ესპ, 19)-ირინა ფალკონი (აშშ) 4:6, 6:2, 6:3; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 26)-საჩია ვიკერბი (აშშ) 6:4, 6:1; სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-დარია გავრილოვა (რუს) 2:6, 6:1, 6:2; ელინა სვიტოლინა (უკრ, 23)-ალისონ ვან უიტვანკი (ბელ) 4:6, 7:6(4), 6:1; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 10)-მონა ბარტელი (გერ) 6:4, 7:6(4); ეკატერინა მაკაროვა (რუს, 8)-ელენა ვესნინა (რუს) 6:4, 6:0; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 27)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 4:6, 6:3, 6:2; ზარინა დიასი (ყაზ, 28)-დონა ვეკიჩი (ხორ) 6:3, 6:3; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 7:5, 7:5; სლოუნ სტივენსი (აშშ)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 13) 7:6(6), 6:2; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 22)-კატერინა სინიაკოვა (ჩეხ) 7:6(2), 6:2; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4)-ონს ჟაბორი (ტუნ) 7:6(3), 6:4; ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 31)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:2, 7:6(2); კაროლინ გარსია (საფ, 25)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:4, 6:7(7), 6:4; ანა ივანოვიჩი (სერ, 5)-იულია პუტინცევა (ყაზ) 6:3, 6:1; სარა ერანი (იტა, 11)-ლინ ჟუ (ჩინ) 6:0, 4:6, 6:2; საბინ ლისიცკი (გერ, 24)-რობერტა ვინჩი (იტა) 6:1, 5:7, 6:4; ლესია ცურენკო (უკრ)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 6:3, 4:6, 6:4; ალიზ კორნე (საფ, 20)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 4:6, 6:2, 6:1; ელენა იანკოვიჩი (სერ, 18)-ლორენ დევისი (აშშ) 6:7(5), 6:0, 6:4; მედისონ კისი (აშშ, 16)-კლარა კუკალოვა (აშშ) 6:3, 6:2; კოკო ვანდევეგე (აშშ, 30)-სესილ კარატანჩევა (ბულ) 6:2, 6:3; ეჟენი ბუშარი (კან, 6)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 6:2, 6:2; ფლავია პენეტა (იტა, 15)-მედსიონ ბრენგლი (აშშ) 6:4, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 32)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 6:2, 6:4; სამანტა სტოსური (ავსტრა, 21)-ტეილორ თაუნსენდი (აშშ) 6:4, 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 2)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 6:1, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...