თუმცა ჩემპიონს აშკარად რაღაც სჭირს
"მანჩესტერ სიტის" "ბარნლისთან" 40 წელზე მეტი არ წაეგო და ეს ახლა "მოახერხა", როდესაც "ბარნლი" გასავარდნ ზონაშია, როდესაც "სიტი" "ჩელსის" ისედაც საგრძნობლად ჩამორჩებოდა და "ბარსელონასთან" საპასუხო მატჩის წინ საბრძოლო განწყობა უნდა შეექმნა.

ყველაზე დასანანი "ქალაქელების" თამაშში ის გახლდათ, რომ "სიტიმ" იმიტომ კი არ წააგო, რომ არ უმართლებდა, მომენტს-მომენტზე ქმნიდა და ასე შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ეს დაიმსახურა, ძალიან უფერულად ითამაშა, გუნდურობისა და ფანტაზიის გარეშე. თუმცა მანუელ პელეგრინის სხვა აზრი აქვს.

"არ ვთვლი, რომ ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით. 3-4 მომენტი გვქონდა, მეტოქემ კი ერთხელ დაარტყა და გაიტანა. თუმცა ნამდვილად მეტი მომენტი უნდა შეგვექმნა და უნდა შევქმნათ ხოლმე. სიმწვავე მაინც გვაკლდა. არ მიმაჩნია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ. რაც უფრო მეტ ქულას კარგავ, საქმე მით უფრო გირთულდება, მაგრამ მთავარია, საკუთარი თავის და შესაძლებლობების გვჯეროდეს, ყოველი მომდევნო მატჩისთვის შესაბამისად მოვემზადოთ და შემართულები ვიყოთ" - განაცხადა ჩილელმა.

პელეგრინის ამ სიტყვების მიუხედავად, ფაქტია, რომ "სიტის" ბანაკში ყველაფერი იდეალურად ვერ არის. ხან ვენსან კომპანი და ფერნანდინიო ჩხუბობენ და ხან თავად პელეგრინის ებუტებიან, მაგალითად, სტევან იოვეტიჩი. გამოცდილმა მწვრთნელმა მინდორზე "იოიოც" გამოიყვანა, უილფრიდ ბონიც და ფრენკ ლამპარდიც, რომელმაც პრემიერლიგაში მე-600 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ეს შთამბეჭდავი თარიღი მისი გუნდის წარმატებით ვერ აღნიშნა.

ამ წაგების მერე კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ პელეგრინი "სიტიში" უკანასკნელ სეზონს ატარებს. თავად ჩილელი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო