საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
ქუთათურებმა 12-მატჩიანი მოუგებელი სერია გასულ ტურში, "ვიტ ჯორჯიასთან" სტუმრად გამარჯვებით შეწყვიტეს, კახა კაჭარავას გუნდის დამარცხებით კი ერთ უსიამოვნო სერიასაც დაუსვეს წერტილი - საკუთარ მოედანზე მთელი 6 თვის(!) განმავლობაში არ ჰქონდათ მოგებული...

მატჩის დებიუტში სტუმრები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და ორჯერ მიზანთან ახლოსაც იყვნენ. ქუთაისელთა მეკარე ბექა შეყრილაძემ ჯერ ბიძინა მახარობლიძის სახიფათო დარტყმა მოიგერია, ცოტა ხანში კი მასთან პირისპირ გასულ ნიკა კაჭარავასაც არ გაატანინა, რომელიც მცველთან ჭიდილში მარცხენა მახვილი კუთხიდან ურტყამდა კარში.

გიორგი დარასელიას გუნდმა თანდათან ტემპს მოუმატა. ქუთაისელთა შეტევები, ძირითადად, მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, სადაც თამაშს დავით კირკიტაძე ამწვავებდა. აქტიური იყო ირაკლი კლიმიაშვილიც, რომელიც "სტანდარტულებსაც" სახიფათოდ ასრულებდა. სწორედ მან შექმნა ქუთაისელთა პირველი რეალური საგოლე მომენტი - დაახლოებით 33 მეტრიდან ჯარიმა ტექნიკურად შეასრულა და ბურთმა ხარიხა "მოიკითხა".

აქ კი გადაურჩნენ ცხინვალელები გოლს, მაგრამ კლიმიაშვილის მორიგი "სტანდარტი" შედეგიანი გამოდგა, თანაც, ისეთი გოლი გავიდა, ფეხბურთში იშვიათად თუ ნახავთ - პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია ბურთი, რომელსაც მეკარე გიორგი ნადირაძე კი შეეხო, მაგრამ არადამაჯერებლად გაისარჯა და ანგარიში გაიხსნა.

ორიოდე წუთში კლიმიაშვილი კვლავ მოექცა ყურადღების ცენტში - ქუსლით შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა გიორგი ქიმაძეს, რომელმაც საჯარიმოში ცრუ მოძრაობით კაჭკაჭიშვილი ჩამოიცილა, თუმცა ამ უკანასკნელმა წესი დაარღვია და არბიტრმაც სამართლიანად გაიშვირა ხელი პენალტის ნიშნულისკენ.

11-მეტრიანის შესრულება ბექა ტუღუშმა ითავა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

სტუმრებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს და შეტევებიც გაამწვავეს, თუმცა ქუთაისელი მცველები ყურადღებით თამაშობდნენ, განსაკუთრებით, ცენტრალური მცველების - ბაქარ მირცხულავასა და გურამ ადამაძის საიმედო მოქმედებებია აღსანიშნავი.

ერთი დასამახსოვრებელი მომენტი "ცხინვალმა" მაინც შექმნა - კუთხურის შემდეგ თავით სახიფათოდ ურტყამდა ლაშა შინდაგორიძე, მაგრამ შეყრილაძე დამაჯერებლად გაისარჯა.

მეორე ტაიმი კაჭარავას შეგირდებმა აქტიურად დაიწყეს. შეყრილაძემ შინდაგორიძისა და ვასიკო ბაჩიაშვილის სახიფათო დარტყმები მოიგერია. შემდეგ "ტორპედომაც" მოუმატა, რასაც არბიტრის შეურაცხყოფის გამო ნიკა კაჭარავას გაძევება მოჰყვა. ცხინვალელთა ფორვარდმა საკმაოდ გამომწვევად დატოვა მოედანი და აგრესია მატჩის მომსახურე პერსონალის კონსტრუქციაზე გადაიტანა, რამაც გულშემატკივართა გაღიზიანება გამოიწვია...

კაცნაკლული "ცხინვალი" თამაშში გარდატეხის შეტანას ცდილობდა, ზედიზედ ორჯერ სახიფათოდ ურტყამდა შინდაგორიძე, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა ანგარიშის შეცვლასთან უფრო ახლოს ქუთათურები იყვნენ, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ბუდუ ზივზივაძემ მახარობლიძის მიერ ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი კარს ააცილა.

ბოლო წამებმაც "ტორპედოს" შეტევებით ჩაიარა. ზივზივაძეს შეცდომის გამოსწორება შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ იყოჩაღა. გოლის გატანა შეეძლო კირკიტაძესაც, მაგრამ მეკარემ ივარგა და ანგარიშიც აღარ შეცვლილა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური

18.03. ქუთაისი. "ცენტრალური"

ტორპედო-ცხინვალი 2:0

გოლები: 1:0 კლიმიაშვილი (28), 2:0 ტუღუში (33-პენ)

გამოუყენებელი პენალტი: ზივზივაძე (85. ტორპედო)

ტორპედო (4-2-3-1): შეყრილაძე - იოსელიანი, ადამაძე, მირცხულავა, ქიმაძე - ჭელიძე, მამასახლისი - კირკიტაძე, კლიმიაშვილი (58. ბაბუნაშვილი), ტუღუში (86. გოგუაძე) - საბანაძე (72. ზივზივაძე).

სათადარიგოები: შევჩენკო, კვერნაძე, მახვილაძე, ქებაძე

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

ცხინვალი (4-5-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, კილასონია, ბაჩიაშვილი - ლექვთაძე (46. მარკოზაშვილი), ქარდავა, ცაცკრიალაშვილი (53. თარხნიშვილი), მახარობლიძე, შინდაგორიძე - კაჭარავა.

სათადარიგოები: ბენდიანიშვილი, მაისაშვილი, გელაშვილი, ბურძენაძე, ქოჩლაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გაფრთხილება: კაჭკაჭიშვილი (30), ბაბუნაშვილი (69), კირკიტაძე (87)

გაძევება: კაჭარავა (63)

არბიტრი: ჯ. ხორავა

ტურის სხვა მატჩები:

ზუგდიდი-მერანი 3:0 - ათწუთიანი ცივი შხაპი [VIDEO]

ჩიხურა-კოლხეთი 5:1 - ყურადღება! სათამაშო დრო 90 წუთია!

სიონი-შუქურა 1:3 - ბრაზილიურ-უკრაინული კარნავალი

სამტრედია-ზესტაფონი 3:0 - დამაჯერებელი და უსაშველო [VIDEO]

დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია 2:1 - პირველად, მეორეზე...

გურია-დილა 0:0 - "დილამაც" ვერ დაუღამა [VIDEO]

დინამო (თბ)-მეტალურგი 2:0 - მშვიდად, აუღელვებლად... [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
"ტორპედომ" ბექა ტუღუშის გუნდიდან წასვლა იუწყა
"ტორპედო" საქართველოს თასის 1/2-ფინალში გავიდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში
თასი. 1/4-ფინალი: მესამელიგელი და ომში გამარჯვებული "ტორპედო"
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
პატივი ეცით ჟურნალისტის საქმიანობას! - Sportall.ge-ს სოლიდარობა "აჭარასპორტის" ჟურნალისტს!
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "ლოკომოტივი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ირაკლი კლმიაშვილი: ეს არის ის, რაც ჩემპიონატს ინტრიგისთვის აკლია
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
თბილისის "ლოკომოტივი": სტარტზე ახალი ტრიოთი
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ