ნაკრების გაფართოებული შემადგენლობიდან 19 ლეგიონერი უკვე შერჩეულია
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 23 მარტს დაიწყებს.

კახა ცხადაძე "ჯვაროსნებს" სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეკრებს და მომავალი მატჩებისთვის მოამზადებს.

მალტასთან ამხანაგური შეხვედრისა და გერმანიასთან ოფიციალური მატჩისთვის, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, სულ 23 ფეხბურთელი მოემზადება.

გაფართოებული შემადგენლობიდან 19 ლეგიონერი უკვე შერჩეულია. კახა ცხადაძე ოთხ ფეხბურთელს ეროვნული ჩემპიონატიდან დაიმატებს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი საბოლოო გადაწყვეტილებას 22 მარტს, ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შემდეგ მიიღებს.

მეკარეები: გიორგი ლორია ("ოფი", საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი ("ტოსნო", რუსეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("ინტერი", აზერბაიჯანი), საბა კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), ლაშა დვალი ("ქასიმფაშა", თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ტოსნო", რუსეთი)

ნახევარმცველები: კახა მახარაძე ("ფახთაქორი", უზბეკეთი), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), ნიკა ძალამიძე ("იაგელონია", პოლონეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი)

შეგახსენებთ, რომ გაფართოებული შემადგენლობიდან ახალ სიაში შემდეგი ლეგიონერები ვერ მოხვდნენ:

ლაშა სალუქვაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი ფოფხაძე ("იაგელონია", პოლონეთი), ბუბა დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), გიორგი მერებაშვილი ("ოფი", საბერძნეთი), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), ოთარ მარცვალაძე ("ტოსნო", რუსეთი).

პრესკონფერენცია და ნაკრების ოფიციალური ვარჯიში 24 მარტს გაიმართება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

otari
მთავარია ხიზანიშვილი არ დააბრუნოს უკან თორემ თამაშს აზრი არა აქვს, ჩათვალე ერთი ბურთის ფორით გამოვა მოწინააღმდეგე.
nodiko
უკვე არასწორად დაიწყო ამ კაცმა,ჯერ ტავისი შვილი არ უნდა გამოეძახებია,24ში დაასახელებს სამტრედიის ფეხბურთელებს,აქ ყველაფერი ნათელია,კარგი ფეხბურთელები დაიჩაგრნენ
sasho1
თარგამაძე სად არის? თავდასხმის ხაზი არ მომწონს რღაც, ძაან ცოტა არჩევანია
luka_
ხო ბაჩანა ცხადაძე არ გამოგრჩეს და გერმანიასთან შეუტიე შვიდი კაცით როგორც დაგვპირდი :)))
Shmagiii
საბანაძე გამოიძახე რა ...
გოგა
მაგრად ტეხავს რა, არ არის მაგის ბიჭი ნაკრების დონისთვის მზად და... ვაწაძეს ან მერაბიშვილი რატომ არ გამოიძახა? რაო ბიჭს დამიჩაგრავენო
mchedlo
მიდი კახა შენი მჯერა !!!!!! საქართველო!!! მთავარია შეუტიოთ და ქართული ფეხბურთი ათამაშე !!!
SHUKOVANI
მიდი მიაწექი კახა, შენი შვილის გამოძახება არ დაგავიწყდეს ხოლმე.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ