"სამტრედიის" 22 წლის თავდამსხმელი ადგილობრივ გულშემატკივარს ძალიან ემადლიერება
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში "სამტრედიამ" "ზესტაფონი" დიდი ანგარიშით (3:0) რომ დაამარცხა, ამაში მასპინძელთა თავდამსხმელმა თორნიკე კაპანაძემ დიდი როლი ითამაშა. პირველი ორი გოლი თავისი ყოფილი გუნდის კარში სწორედ მან გაიტანა.

22 წლის თავდამსხმელი, რომელიც არასოდეს, არც ერთი ასაკობრივი ნაკრების შეკრებაზეც კი არ გამოუძახიათ, ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთ საინტერესო თავდამსხმელად ყალიბდება. მან შეასრულა გადამწყვეტი როლი ქუთაისის "ტორპედოსთან" სათასო შეხვედრის მოგებაში. ის "სამტრედიაში" ზამთარში გადავიდა და 7 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

თორნიკე ამბობს, რომ ახალ გუნდს იოლად შეეწყო:

"პირველივე დღიდან მწვრთნელებმა და თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს, ბევრსაც ვიცნობდი და გუნდთან შეგუება არ გამჭირვებია.

საერთოდ, "სამტრედიაში" მეგობრული ატმოსფეროა და მომწონს, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ამაში სამტერდიელი გულშემატკივარიც ძალიან გვეხმარება. აქ ფეხბურთი ძალიან უყვართ და ერთ შეხვედრასაც ვერ ვიხსენებ, ტრიბუნები რომ არ შევსებულიყო. ცარიელი ტრიბუნების წინაშე ასეთი სტიმულით ვერ ვითამაშებდით".

ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, "სამტრედია" მე-4 ადგილზეა და ლიდერ თბილისის "დინამოს" 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან გორის "დილას" - ოთხით. კაპანაძე მიიჩნევს, რომ სამეულში მოხვედრა მაინც რეალურია:

"მიმდინარე ჩემპიონატში ისეთი სერიოზული ბრძოლაა, ჩვენ შორის ისეთი სხვაობაც არაა, რომ ეს ჩამორჩენა ვერ დავძლიოთ. მიმაჩნია, რომ ამ შემადგენლობით სამეულში მოხვედრა რეალურია".

სამტრედიელთა თავდამსხმელი ამბობს, რომ ნაკრების ყოფილი წევრების გუნდში მისვლა ყველასთვის სტიმულია:

"ხიზანიშვილის, კვირკველიასა და იაშვილის გვერდით რომ ვარჯიშობ, ესეც ბევრს ნიშნავს. ვუყურებთ, ეს გამოცდილი ხალხი ყველა ვარჯიშსა და თამაშზე ბოლომდე რომ იხარჯებიან და ახალგაზრდებს სხვაგვარად მოქცევის უფლება არც გვაქვს. მათი რჩევებიც ძალიან მეხმარება".

22 მარტს, "სამტრედიას" იმერული დერბი ელის - ზაზა ზამთარაძის გაწვრთნილები ქუთაისში "ტორპედოს" ესტუმრებიან. კაპანაძე სწორედ ქუთაისელია, ამ გუნდში ერთი წლის განმავლობაში თამაშობდა. მაგრამ მატჩის შესახებ ბევრს არაფერს ამბობს:

"წინასწარ ლაპარაკი არ მინდა, არც კარგის და არც ცუდის. მხოლოდ ის ვიცი, რომ დაძაბული თამაში გვექნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Giorgi
ჯანგო შენ გვირჩიე სათამაშო სტილი ჩვენ არ ვიცით )))
Giorgi
ჯანგო შენ გვითხარი როგორი სტილის ფეხბურთი მოგწონს და ისეთს ვითამაშებთ )))
giorgi
ჯანგო შენ გვითხარი როგორი ფეხბურთი მოგწონს და ისეთს ვითამაშებთ )))
ჯანგო
ბიჭებო,ხვალ გამოჩნდება ტორპედოსთან რისი თავი გაქვთ,რა ფეხბურთს თამაშობთ და რა სტილი გავქთ (დღეისათვსი სტილი საერთოდ არა გაქვტ ეს ცხადზე ცხადია), თუკი ხვალ მინდორზე გახვალთ მხოლოდ რეზულტატიო, მაშინ ქაგება გარანტირებულია, უკეთეს შემტხვევაში ფრე, მაგრამ ამით ყველა თქვენი ამბიცია ფაფუ... გაახარეთ სამტრედიელი და ქუთაისელი ფეხბურთის მოყვარულები ლამაზი თამაშით,20 მატჩი ჩატარდა და ჯერ ლამაზი თამაში, ფასიანი არ გვინახავს გარდა ცალკეული 10 წუთიანი გამობრწყინებებისა! დამსახურებულ წარმატებას გისურვებთ ხვალ!
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ალექსანდრე იაშვილი: გვჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ისევ ვითამაშებთ!
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თორნიკე კაპანაძემ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ
"ლუის ენრიკემ კვარაცხელია პირველად მაშინ შეამჩნია, როცა..." - ხიზანიშვილმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს
ეროვნული ლიგა. XIII ტური: "საბურთალომ" "ტორპედო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
თორნიკე კაპანაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
ულამაზესი მაკრატელა საქართველოს ჩემპიონატში - თორნიკე კაპანაძემ "ჩიხურას" საოცარი გოლი გაუტანა [VIDEO]
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ეროვნულმა ლიგამ IV წრის საუკეთესოები დაასახელა
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა [VIDEO]
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
გია გეგუჩაძე: ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ
თორნიკე კაპანაძე "დილას" ფეხბურთელი გახდა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა