ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პირველი კონფლიქტი ცხადაძის ნაკრებში - მერებაშვილი აღშფოთებულია!

პირველი კონფლიქტი ცხადაძის ნაკრებში - მერებაშვილი აღშფოთებულია!

"ეს დამამცირებელი იყო კონკრეტულად ჩემთვის და არასერიოზული მიდგომა იყო თავად ნაკრების მხრიდან"
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძის დანიშვნის შემდეგ, პირველი დაპირისპირებაა. მწვრთნელს გიორგი მერებაშვილი უპირისპირდება, რომელიც მალტასთან და გერმანიასთან სათამაშო 23-კაციან შემადგენლობაში არმოხვედრის გამო უკმაყოფილოა.

მერებაშვილი არ გამორიცხავს, რომ ცხადაძის ფორმაციის გუნდში თამაშზე საერთოდ უარი თქვას. ბერძნული ოფი-დან თბილისში დაბრუნებული ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მისი ფორმისა და კონდიციებიდან გამომდინარე, ნაკრებში თამაშს იმსახურებდა.

SPORTALL.GE მერებაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ინტერვიუში განაწყენების მიზეზებს განმარტავს.

- არა მარტო მე, ბევრი ხედავდა, რომ ვიმსახურებდი 23-კაციან შემადგენლობაში მოხვედრას. ვიმსახურებდი იმას, რომ თუნდაც რამდენიმე წუთი მოეცა მწვრთნელს, რათა ენახათ, რა ფორმასა და რა კონდიციაში ვარ.

ვითომდა, კლუბში გამოაგზავნეს ფურცელი, ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახება გადავიფიქრეთო. ეს არის დიდი ტყუილი და ცრუ ინფორმაცია. არანაირი ფურცელი არ მოსულა კლუბში. ეს დამამცირებელი იყო კონკრეტულად ჩემთვის და არასერიოზული მიდგომა იყო თავად ნაკრების მხრიდან.

- შესაძლოა, თქვენ საერთოდ უარი თქვათ ცხადაძის ნაკრებში თამაშზე?

- დიდი იმედი მაქვს, რომ მიზეზს მაინც იტყვიან, თუ რატომ მოხდა ასე. ამისდა მიხედვით, შესაძლოა, ასეთი გადაწყვეტილებაც მივიღო.

როგორც ყველა ქართველ ფეხბურთელს, არ ვარ გამონაკლისი და მინდა, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. საქართველოს ნაკრებში თამაში ყველაზე დიდი მიღწევა უნდა იყოს ქართველი ფეხბურთელისთვის.

- ამბობთ, რომ ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში თქვენი არშეყვანის გადაწყვეტილების შესახებ კლუბისთვის არ უცნობებიათ. საიდან შეიტყვეთ, რომ სიაში აღარ იყავით?

- ყველაზე მეტად გულდაწყვეტილი იმაზე ვარ, რომ თვითონ კახასაც შეეძლო დაერეკა ჩემთვის. ნამდვილად არ მაქვს მასთან ცუდი ურთიერთობა. "დინამოში" პირველად სწორედ მისი ხელმძღვანელობით ვითამაშე. შეეძლო, რომ დაერეკა, აეხსნა და ყველანაირად გვერდში დავუდგებოდი. თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა.

გადმომცეს, რომ ჩემთან დაკავშირება უნდოდათ და ამას ვერ ახერხებდნენ. ასეთი რამ 21-ე საუკუნეში არ უნდა გაგიჭირდეს. შემდეგ მე თვითონ გადავურეკე. მეგონა, რომ საბერძნეთიდან გამოსამგზავრებელ ბილეთებზე სურდათ ჩემთან დაკავშირება.

როცა თავად დავუკავშირდი, მითხრეს, რომ აღარ ვიყავი ნაკრების სიაში. ეს ვერც წარმომედგინა. მითხრეს, თითქოს კახას უთქვამს, რომ უახლოეს ორ თამაშზე ვერ გამომიძახებდა, მერე პრობლემა აღარ იქნებოდა.

ძალიან მაინტერესებს, "მერე პრობლემაში" რას გულისხმობდნენ.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი სათამაშო ფორმა აკმაყოფილებს ნაკრების მოთხოვნებს?

- საბერძნეთის ჩემპიონატი არ არის ხელწამოსაკრავი. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია. ვთამაშობთ "ოლიმპიაკოსთან", პაოკ-თან, "პანათინაიკოსთან". იმის გათვალისწინებით, თუ რა გუნდში და რა პირობებში ვემზადებოდით, საუცხოო სეზონს ვატარებ, ძალიან კარგი პრესა და გამოხმაურება მაქვს.

ვიმსახურებდი თუნდაც იმას, რომ მალტის ნაკრებთან ამხანაგურ თამაშში 10-15 წუთი მაინც დაეთმოთ და მოეცათ შანსი, რათა ენახათ, რა ფორმაში და რა კონდიციაში ვარ. ეს შეეძლოთ ვარჯიშებზეც ენახათ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

ლექსო ნაბახტეველი

სპეციალურად საიტისთვის

• Zaza

ჯერ ეს ერთი,ვინ ხარ? მესი ხარ,რონალდუ ხარ,რობენი ხარ,თუ მიულერი ხარ? რაც არ უნდა იყოს,ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებსაც კი არა აქვთ უფლება მიუთითონ მწვრთნელს. რა უფლებით აკრიტიკებ ნაკრების მწვრთნელს?რა ვალდებულია,ანგარიში გაბაროს ცხადაძემ შენ? შენ კი არა,მესხს არ ეძახდნენ ნაკრებში,მარა არც მწვრთნელს აკრიტიკებდა და არც პრესაში ტიროდა შენსავით.შენ მოედანზე დაამტკიცე,რომ ღირსი ხარ და დღეს თუ არა,ხვალ გამოგიძახებს.

• qecbaia

იმიტოა კონფლიქტი,რომ მეტი არ გვყააააააას!!!!

• ქომაგი

ჯერ ნაკრებს ნორმალური ვარჯიში არ ჩაუტარებია და რა საჭიროა უკვე ასეთი ცუდი ფონის შექმნას გუნდში. მწვრთნელია და ასე გადაწყვიტა, პატივი უნდა სცეს ფეხბურთელმაც და ჟურნალისტმაც მწვრთნელის გადაწყვეტილებას, რამეთუ ედეგზე პასუხს ის აგებს და თუ შედეგი არ იქნება მერე გააკრიტიკე. ან რა წესია ფეხბურთელი რომ იძახის მე უნდა გამოვეძახებინე ნაკრებშიო. მაგ მერებაშვილმა ჯერ პასის მიცემა ისწავლოს და პრეტენზიები მერე დააყენოს. ნაკრებში გამოძახებული, ფეხბურტელის გარდა პიროვნებაც უნდა იყოს, და ეგ ბიჭი მაგ ამბავიც მოიკოჭლებს - თამაშის წინ ასეთი ამბების ატეხვა სულ მცირე არაეთიკურია. მით უმეტეს ცხადაძე არის ის მწვრთნელი ვინც ეს პირელად დააყენა დინამოს ძირითადში და იცის მისი შესაძლებლობები და ეჭვგარეშეა რომ შანსს აუცილელად მისცემდა. რა საჭირო იყო ეს ამბები ვერ გავიგე, მარა ცუდი ბიჭია რა და გამოაჩინა კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ

• კოტე

გამაგებინეთ ერთი, ერთი ფეხბურთელის პრეტენზიბი რატოა "კონფლიქტი ნაკრებში'?

• ხათუნა

ბაჩანა საუქეთესოა! და ძალიან მალე ამაში თქვენც დარწმუნდებით. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. თამაშებში ყველაფერი გამოჩნდება, ვინ იმსახურებს ნაკრების მაისურს და ვინ არა.

• deme

fraternity სავსებით მართალი ხარ.

• akofa

მერებაშვილი ხარ თუ მერებიანი, არ გეკაგდრება ასეთი რამ. მე პირადად დიდი ხანია ფეხბურთს ვაკვირდები და ჯერ შენი ნათამაშები მაღალი დონის ფეხბურთი არ მინახავს (რა გააკეთე ასეთ ოფში, არ ვიცი). მარტო ტექნიკა არაფერს ნიშნავს, თუ ზედ ტვინიც არ დააყოლე. და საერთოდ, იმ ფეხბურთელს ნაკრებს არ გავაკარებდი, რომელიც ბურთს თავდაღუნული ატარებს (თანაც უსასრულოდ). მისი ყველაზე "კარგი" და დასამახსოვრებელი თამაში აკტობესთან გამოჩნდა. ...

• qutaiseli

არ გახადენ ეს ბიჭი მარადონა მიტო ერხევა ქართულ ფეხბურთს ეგეთები რო ცაში აყავთ და კიდე ჟურნალისტებმა ცხადაძეს უთხარით რომ მისი შვილი სანაკრებოკაცი არარის.ბოლოსდაბოლოს დასაქმების სამინისტროა თუ საქართველოს ნაკრები.

• fraternity

მერებაშვილი ნუ ტლიკინებ რა თუ ჩემი ძმა ხარ. ძალიან კარგად მახსოვს შენი ნათამაშები ნაკრებშიც და დინამოშიც,პირადპირი გაგებით სირბილი რომ გეზარებოდა, გამომივიდა ეხლა მარადონა. ეგ მწვრთნელის შესაფასებელია შენ გეკუთვნის თუ არა გამოძახება და თუ პროფესიონალი ხარ საქმით დაამტკიცე რომ გეკუთვნის და არა ჭორაობით. როდის იყო ფეხბურთელი წყვეტდა როდის უნდა ითამაშოს ნაკრებში და როდის არა. ცხადაძის ადგილზე საერთოდ აღარ გამოგიძახებდი არც ახლა და არც მერე

• VIP

ისე უნდა გამოეძახა, არაა ცუდი მოთამაშე. ქმნის ხოლმე რაღაც შეტევებს.

• ira

ცხადაზე ვერ გაასცრებ არველაზეებს და სიჩინავას ისე დაგემარტება ვატკობ უკვე

• bachana

ჯერ სადახარ შე ლლლლლლლლლ არაგცდება არველაზე სიჩინავა და ვეტერანი მონების ბედი სულ ცოტა ხანში

• revazi bardanashvili

რა ბოღმიანი ყოფილა.მიბაძეთ მორაგბეებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• mazzola

ხალხნო, რამ გაგაბოროტათ?!!! ჟურნალისტის მიერ დაწერილ ინფორმაციაზე (ცრუზე ან მართალზე, რაც არავინ იცით), ჯერ "არ დაბადებული წიწილების" კეთილების და კარგების მოკითხვას რომ იწყებთ, ეგ სამართლიანია??? აცადეთ რა ამ ხალხს თავისი საქმე გააკეთონ (ფეხბურთელებმა თამაშით, მწვრთნელებმა სტრატეგიით და ტაქტიკით), და დასახულ შედეგს თუ ვერ მიაღწიეს (ღმერთმა დაიფაროთ!!!), მერე მოვკითხოთ!!! რაც შეგეხებათ თქვენ, "ბატონო" ჟურნალისტო!, ერთს გეტყვით, ეს ინტერვიუ სიმართლეც რომ იყოს, არ უნდა დაგებეჭდათ!!! ნუ ცდილობთ ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტის გაღვივებას! ნებისმიერი ფეხბურთელი ისეთივე ადამიანია, როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი!!! შეიძლება ემოციურ ფონზე რაღაცა თქვას, რაც მას ნაკრებში მოხვედრის შანს საბოლოოდ დაუკარგავს და ყველა თქვენთაგანის ვალი, თუ თქვენ რა თქმა უნდა, ნაკრებზე მართლაც გული შეგტკივათ, ეს არ უნდა გაახმოვანოთ!!! ეს უკვე სპორტული ნიუსი კი აღარ არის, არამედ ენის მიტანა!!!

• qazwsx

მერებ, კი უნდა ხდებოდე 'მერე პრობლემა აღარ იქნებაო' რას ნიშნავს ... არ იცი მაფიოზების ხელში რომაა ქართული ფეხბურთი? შენ ადგილზე ხმას არ ამოვიღებდი, ეგება როდესღაც მაინც მღირსებოდა ნაკრებში თამაში... წარმატებებს გისურვებ ქართული ფეხბურთის მოამაგევ!

• გიუნა

რადგან მისი შვილია ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს რა დააშავა ფეხბურთელი არ აარის თუ რა?! ნორმლურ ჩემპიონატშია და გოლებიც გააქვს სტაბილური ფორვარდია და არ მიკვირს რომ გამოიძახა ))

• iqs igreki

ფულის კაცია, ბოლო თამაშები საერთოდ არ უთამაშია ხელფასს არ მიხდიანო უეფაში წერილებს აგზავნიდა. ასეთი ხალხი 100 კაციანშიც არ არიან გამოსაძახები. ჭანტურია იაპონიაში არ წავიდა ფულის გამო და კლუჟში ფაფხურობს შეიძლება უფასოდაც. კაი ქნა რო არ გამოიძახა

• Irakli

მერება იმსახურებდა ნაკრებში გამოძახებას რატქმაუნდა.ძალიან კარგ ფირმაშია და ოფის ლიდერი იყო!!!

• gio

ეხლა აკომენტეთ მერებაშვილის ნათესავებმა რონალდო რომ იყოს ვინ არ გამოიძახებდა თავის კლუბში ხომ თამაშობს მაინც ,რას აკეთებს???

• zviadi

ნაკრებში 23 კაცია,ყველას ხომ ვერ გამოიძახებენ,ან მაგანაც ბოლოს როდის ითამაშა ოფ-ში,ასე რრომ დაელოდოს თავის დროს,თორემ ისე დაამთავრებს კარიერას,ნაკრებში საერთოდ აღAრ მოუწევს თAმაში

• gio

-რა ცუდად დაიწყო.. არ ათამაშო შენი შვილი. არ შეცდე კახა. ამხელას რატომ რისკავ? გაქვს შენი ბიჭის იმედი. ვინ გაპატიებს მაგის საშუალო დონეზე თამაშას? ცუდ თამაშზე აღარ ვამბობ. რაღაც სასწაული უნდა გააკეთოს ბაჩანა ცხადაძემ, რატომ ჩამოკიდე ამხელა ტვირთი შენს შვილს? რა დაგიშავა ასეთი..?

• SHUKOVANI

ცხადაძე! ჯერ არ მოსულხარ, და სჯობსუ კვე წახვიდე! შენს შვილს რა უნდა ბიჭო ნაკრებში?! ნამუსი სულ დაკარგე?!

• emre

ეს რა ხალხია? ყველაფერზე როგორ ტირიხართ ბიჭო? შეიძლება სხვებზე უფრო მეტად იმსახურებდი, მაგრამ მიდი და ბოლომდე დაანახე მწვრთნელს რო ცდება. არა, ქართველ ფეხბურთელს ყველაფერი უბრძოლველად უნდა.

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

გიორგი ლორიას "ოლიმპიაკოსი" იწვევს, გიორგი მერებაშვილს - პაოკ-ი?

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

მერებაშვილი და ლორია ჩემოდნებზე, მაგრამ... ბერძნულ ოფი-ში კრიზისია

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

გიორგი მერებაშვილი: მეც და გიორგი ლორიაც ოფი-ს ზაფხულში დავტოვებთ

ლეგიონი: გიორგი მერებაშვილის გოლი და გამარჯვება საბერძნეთის თასზე [VIDEO]

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე

"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]

გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი

ლევან სილაგაძე: ლორია და მერებაშვილი კარგ კლუბებში გადავლენ!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

გიორგი ლორია: ოფი-ში ფინანსების გამო არ მოვსულვარ