24 მარტს "თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
24 მარტს "თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ცერემონიალი სდასუ-ს სააქტო დარბაზში გაიმართა, ხელშეკრულებას ხელი საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა და უნივერსიტეტის რექტორმა თეიმურაზ ქორიძემ მოაწერეს.

სდასუ მეოთხე უმაღლესი სასწავლებელია, რომელთანაც საორგანიზაციო კომიტეტმა მსგავსი მემორანდუმი გააფორმა. ის ითვალისწინებს ამ სასწავლებლის სტუდენტთა ჩართვას ფესტივალის მომზადებაში თუნდაც მოხალისეთა დონეზე, მაგრამ უფრო ფართო სახის თანამშრომლობაცაა განზრახული - სდასუ-ტვ-ზე ადგილობრივი სტუდენტების მიერ მზადდება გადაცემები ფესტივალზე, ქართულ სპორტსა და სპორტსმენებზე.

შეხვედრაზე ახვლედიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ ფესტივალის მნიშვნელობას ქვეყნისთვის და იმასაც, რაოდენ მნიშვნელოვანია მასში საზოგადოების რაც შეიძლება ფართო მასის ჩაბმა.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესაა ყველაზე მასშტაბური უცხოური ღონისძიება, რაც კი საქართველოში გამართულა და არა მხოლოდ სპორტში. როცა ქვეყანა მასპინძლობს ოლიმპიადას, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ სტაბილური ვითარებაა.

ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა, ქვეყანაში შენდება სათანადო ბაზები და მომავალში მზად ვიქნებით, ვუმასპინძლოთ მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებს. თუმცა ამ რანგის ღონისძიებას დამოუკიდებლად ვერ შეასრულებს ვერც ერთი საორგანიზაციო კომიტეტი, აქ საჭიროა მთელი საზოგადოების ჩართვა" - განაცხადა ახვლედიანმა.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რა აშენდა და რამდენი დაიხარჯა თბილისი 2015-ის ჩასატარებლად [VIDEO]
თბილისში სპორტის ახალი სასახლე გაიხსნა
რობერტ შავლაყაძეს დაკარგული ოლიმპიური ოქროს მედლის ასლი გადასცეს
ქართველ ძიუდოისტებს ნატვრა აუხდათ - საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპლექსი [PHOTO]
თბილისი 2015: ქართველი ძიუდოისტები ბრძოლას კიდევ 2 მედლისთვის აგრძელებენ
თბილისი 2015: ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა! [VIDEO]
თბილისის 2015: საქართველოს ბრინჯაოს მედალი გელა ზაალიშვილმა მოუტანა
ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა - "თბილისი 2015" დასრულდა [VIDEO]
თბილისში საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო კომპლექსი გაიხსნა [PHOTO]
თბილისი 2015: ძიუდოისტების ბოლო გაბრწყინება [VIDEO]
სეოკ-მა წლის სპორტსმენად ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელა
"მაქრო ქონსთრაქშენი" "თბილისი 2016"-ის პლატინის სპონსორი გახდა