საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მალტის ეროვნული გუნდი დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ახალი მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, პირველი მატჩი გამართა და გამარჯვება იზეიმა.

25 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მალტის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი გოლი 83-ე წუთზე, ლევან ყენიას მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მოჰყვა - სტუმართა მეკარე ბურთზე მთლად დამაჯერებლად ვერ გამოვიდა, რითაც ჯაბა კანკავამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

მალტელთა კარში მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა შეაგდო - მარცხენა ფრთიდან, ცრუმოძრაობით სტუმართა მცველი ჩამოიშორა და კარში ძლიერად და ზუსტად დაარტყა.

მთლიანობაში, კახა ცხადაძის გუნდს ჰქონდა უპირატესობა. განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, რაც ძირითადად გიორგი ნავალოვსკის, თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ჭანტურიას და ლევან მჭედლიძის აქტიურობით იყო განპირობებული.

შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და 0:0-ზე მეკარე ნუკრი რევიშვილთან პირისპირ გასულ მათ ფორვარდს ცოტა სიზუსტეც რომ გამოეჩინა, ანგარიშსაც მალტელები გახსნიდნენ, თუმცა ბურთი ჩვენი კარის ძელს მოხვდა.

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მანამდე ოქრიაშვილის მოჭრილი დარტყმის შემდეგ ხარიხამ მალტელთა კარი იხსნა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია (რევიშვილი, 45), ამისულაშვილი, კვირკველია (ყენია, 45), კაშია, კობახიძე (ძალამიძე, 84), მახარაძე, კანკავა, ნავალოვსკი, ჭანტურია (ყაზაიშვილი, 63), ოქრიაშვილი (ვაწაძე, 71), მჭედლიძე (ცხადაძე, 71).

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში გერმანიის ნაკრებთან უწევს შეხვედრა.

Zviadi
უპირველეს ყოვლისა ულოცავ ქართველ გულშემატკივარს და ახალ მწვრთელს გამარჯვებას. სასურველია გერმანის მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს აჩვენოთ საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტნის მიმართვის ვიდეო რგოლი რუმინეთთან მათჩის წინ , რაც შეიძლება ბევრჯერ , ფსიქოლოგიური დამუხტვა შანსია უკეთესი თამაშის.
mdaaa
მასალა ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ სათაურია ძალიან მაგარი!!! ისეთი როგორიც არ უნდა იყოს!!! ისე ჩვენს ნაკრებს წარმატების მეტი რა უნდა ვუსურვო...
ggg
მოდი ამ პირველივე თამაშში არ ვაგინოთ და არ გამოვლანძღოთ არც ცხადაძე და არც ნაკრების რომელიმე ფეხბურთელი. გუნდს ჰქონდა წაგებულის მენტალიტეტი, ბოლოს როდის მოიგეს არც კი ახსოვდათ. კარგია თუნდაც მალტასთან და თუნდაც გაჭირვებით რომ მოიგეს. დავინახოთ დადებითი ამ ყველაფერში. ახალი ტაქტიკა, სხვა ფეხბურთელები, მოკლედ დროა საჭირო.
omari
არის კარგი , ცუდი,ზალიან ცუდი და საქართველოს ნაკრები
მიხეილი
კობახიძე ვერ თამაშობდა ფლანგზე აქტიურად და ვფიქრობ სწორად მოიქცა როცა შეცვალა ბტ. კახიმ ვფიქრობ ალტერნატიული უნდა მოიძებნოს ასევე ჭანტურია უფრო აქტიური თუ არ გახდება არც მაგის ადგილია ძირითადში
ზაზა
გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს ნაკრებს და კახის.მშვენიერი თამაში იყო.არ მესმის რატომ აკრიტიკებან?რაც შეეძლოთ,მაქსიმუმ დაიხარჯნენ და ყველაფერი გააკეთეს.რაც მთავარია,იყო ბევრი შეტევა,ინდივიდუალური თამაში და ქართული ფახბურთისთვის დამახასიათებელი ლამაზი ტექნიკური ელემენტები.
ფერრნანდო
მადლობა ღმერთს! წარმატებები ბიჭებო!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება