ფოთის "კოლხეთის" სპორტული დირექტორი ახალ თაობას შეჰხარის
ლაშა ჯაკობია 90-იანი წლების ბოლოს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა, 18 წლის ასაკში უკვე ბელგიურ "სტანდარდში" თამაშობდა, თუმცა მისი კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორც მას და გულშემატკივრებს სურდათ.

ლაშამ კარიერის დიდი ნაწილი უკრაინულ გუნდებში გაატარა. სწორედ ამიტომ მასთან ვრცელი ინტერვიუ უკრაინულმა MatchDay-მ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად 34 წლის ყოფილი ფეხბურთელი ფოთის "კოლხეთის" სპორტული დირექტორია.

ინტერვიუს მოზრდილი ნაწილი უკრაინულ კარიერას, უკრაინულ კლუბებსა და მათ მწვრთნელებს შეეხება, რაც ქართველ მკითხველს ნაკლებად დააინტერესებს. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან, სადაც ჯაკობია დისკვალიფიკაციას იხსენებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში თამაშისას ჯაკობია დოპინგზე ჩავარდა, მას სისხლში აკრძალული პრეპარატი მეთადონი აღმოაჩნდა.

- როგორ ფიქრობთ, რომ არა დისკვალიფიკაცია, თქვენი კარიერა სხვაგვარად წარიმართებოდა?

- რა თქმა უნდა, სულ სხვანაირად განვითარდება ჩემი კარიერა. მე შეცდომა დავუშვი და მერე ძალიან ვნანობდი. საკუთარ თავს სარკეშიც კი არ ვუყურებდი. ამის მერე ერთი წელიწადი ვერ ვითამაშე ვერსად, თავს ვერ ვპატიობდი. მადლობა ღმერთს, ამ სიტუაციიდან გამოვედი და უჟგოროდში ცოტა ხანი თამაში შევძელი.

- დეპრესია მართლა გქონდათ?

- კი, ასეთი რამის შემდეგ ყველას ექნება დეპრესია. მაგრამ არავის ვაბრალებდი. ჩემი ბრალი იყო და თავადაც ვაგე პასუხი.

უკრაინელები დაინტერესდნენ ჯაკობიას დღევანდელი საქმიანობითაც:

- როცა კარიერა დავასრულე, წელიწადი არაფერს ვაკეთებდი. შემდეგ ჩემმა ყოფილმა აგენტმა შემომთავაზა მასთან მუშაობა. მალევე გამომივიდა ახალგაზრდა ლუკა კიკაბიძის ტრანსფერი "ბასტიაში". ლუკა ნიჭიერია და მას კიდევ შეუძლია პროგრესი. შემდეგ ორი ფეხბურთელი მიმყავდა "გენტში", მაგრამ საბოლოოდ არ გამოვიდა ტრანსფერი. ამ მიმართულებითაც ვმუშაობ პარალელურად.

- ფოთის "კოლხეთის" სპორტულ დირექტორად როგორ მოხვდით?

- დედა ფოთიდანაა წარმოშობით და ამ ქალაქში ადრეც ბევრჯერ ვყოფილვარ. კლუბის პრეზიდენტი ჩემი მეგობარია და მან შემომთავაზა ეს სამსახური. ჩვენ ყველაზე მცირე ბიუჯეტი გვაქვს კლუბებს შორის, მაგრამ ვცდილობთ, კარგი გუნდი დავაყენოთ. "კოლხეთი" ცდილობს, ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გამოჩნდეს და ევროპაში სათამაშოდ წავიდეს.

ლაშა ჯაკობიას ქართული და უკრაინული ფეხბურთის შედარებაც სთხოვეს:

- მთავარი სხვაობა, რა თქმა უნდა, ჩემპიონატების დონის სხვაობაა - უკრაინის ჩემპიონატი უფრო ძლიერია. იქ უფრო სწრაფი და ათლეტური ფეხბურთია. ბოლო 6-7 წელში საქართველოში იყო ვარდნა, თაობების ცვლის გამო. ახლა ვარსკვლავები არ გვყავს. სამაგიეროდ, 19-21 წლის კარგი ახალგაზრდები გვყავს. ნაკრების ლიდერი და კაპიტანი ჯაბა კანკავაა. სხვა მხრივ, ჩვენი იმედები ახალგაზრდებზეა. ველით მათ დიდ ფეხბურთში.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება