საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთის სამხრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთის სამხრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ნახევარფინალურ მატჩში იტალიის ნაკრების დამარცხება შეძლეს და პირველი ადგილისთვის ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრებს ტულუზში დაუპირისპირდებიან.

იტალიელებმა მეოთხედფინალში საკმაოდ ძლიერი უელსის ნაკრები დაამარცხეს - 14:13. ცხადია, ეს იმის დასტურია, რომ ჩვენი მეტოქე ნახევარფინალში სერიოზული გუნდი იყო. ასეთ ტურნირებში არალოგიკური შედეგები, ფაქტობრივად, არ ფიქსირდება.

ლოგიკური, თუმცა სენსაციური იყო ჩვენი ბიჭების გამარჯვებაც ირლანდიასთან.

ეს ნახევარფინალურ მატჩშიც დადასტურდა. თამაში ქალაქ ალბიში გადაუღებელი წვიმის თანხლებით წარიმართა. ამან, ცხადია, ორივე გუნდის თამაშს დაღი დაასვა. ხშირი იყო შეცდომები, შერკინებები, რომლებშიც თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა.

ანგარიში პირველი ტაიმის 22-ე წუთზე იტალიელებმა გახსნეს. ჩვენი მორაგბეები რაკში თამაშისას დაჯარიმდნენ და მეტოქის დამრტყმელმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 3:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ იტალიელებმა შვიდ წუთში კიდევ ერთი საჯარიმოს გატანა შეძლეს - 6:0. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ყველაფერი იღონეს, რათა ლელოც და კარიც მშრალად შეენახათ. დაცვაში თავდადებულმა და სწორად თამაშმა მეტოქე არია. ახლა ორი საჯარიმოს გატანა ჩვენმა გუნდმა შეძლო და თამაშის დასრულებამდე 11 წუთით ადრე ანგარიში თანაბარი გახდა - 6:6. ორივე საჯარიმო ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ გაიტანა.

მატჩის დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. ისევე, როგორც ირლანდიელებთან მატჩში, დამატებითი საჯარიმოების (პენალტი შუთაუტით) დარტყმა გახდა საჭირო. ორივე გუნდმა ხუთ-ხუთი დარტყმიდან ოთხ-ოთხი გაიტანა - 4:4. ბრძოლა პირველ აცილებამდე გაგრძელდა. პირველს ჩვენი მორაგბე ურტყამდა. აფრასიძემ ზუსტად დაჰკრა, იტალიელმა მიზანს ააცილა და საქართველოს ნაკრები ფინალში გავიდა.

იხილეთ ვიდეო - გამარჯვების ემოციები

ფინალში, რომელიც 4 აპრილს ტულუზში, თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება, ჩვენი გუნდი საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც, თავის მხრივ, შარშანდელ ჩემპიონს, ინგლისის ნაკრებს სძლია - 23:19.

U18. ევროპის ჩემპიონატი. 1/2-ფინალი

საქართველო-იტალია 6:6 (5:4 საჯარიმოები)

საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი გოგოლაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. გელა აფრასიძე. 1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე, 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე.

16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელიაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი, 26. სანდრო სვანიძე.

ნახევარფინალი

საფრანგეთი-ინგლისი 23:19

III ადგილისთვის

ინგლისი-იტალია

ფინალი

საქართველო-საფრანგეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"უმცროსი ბორჯღალოსნების" ისტორიული გამარჯვება [VIDEO]

onise
წარმატებები ბოკვერებს!
ლევან
სად უნდა ვუყუროთ ფინალს? ან რომელი ქართული ტელევიზია გადსცემს? გთხოვთ გამაგებინეთ
დათო
რა დაძაბულ შეხვედრებს იგებენ!!!!! ყოჩაღ ბიჭებო!!!!! ჩვენი დროის გმირები!!!!
temuri
როგორ აზროვნებთ, რა აზრები გიჩნდებათ,რა შუაშია მეგრელი ან სვანი, ან რაჭველი თუ კახელი, ხო უნდა გამოვიდეთ ოდესმე ამ სისულელეებიდან, ვართ თუ არა ქართველები და ნაღდად გვიხარია თუ არა ჩვენი ჯიშის და გენის ამხელა წარმატება? გაიხარეთ პატარა ქართველებო!
თაზო
კარგით რა ხალხო, სიხარულმა მაინც გაგვაერთიანოს დაანებეტ თავი,მეგრელია,გურულია,იმერელია...ყველანი ერთნი ვართ.გავიხაროთ ჩვენი ბიჭების წარმატებით!!! გმადლობთ, ბ ო კ ვ ე რ ე ბ ო ,დიდი მადლობა გაიხარეთ და ღმერთი თქვენთან!!!წარმატებები!!!
gg
სულ ასე გახარებულები ყოფილიყავით და ჩვნც ბევრჯერ გაგეხარებინეთ
daviti
ყოჩაღ ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ დაანახეთ გაამაყებულ ევროპელებს რომ ვერ დაგაჩოქებენ რაგბში სულით და გულით გილოცავთ ცრემლი მომერია სიხარულის გაიხარეთ.
Ivane
დალოცვილები იყავით უფლისგან!
მერაბი ლოლომაძე
სულ არ ვაპირებდი კომენტარის დადებას მაგრამ ნერვები მომეშალა ისეთი სისულელეები არის დაწერილი კომენტარებში რა შუაშია მეგრელი სვანი კახელი და ასე შემდეგ ეს საქართველოს ნაკრებია და ბიჭებმა საქართველოს სახელისთვის იბრძოლეს ესეთი იდიტობების დაწერა როგორ შეიძლება ბიჭებს ვულოცავ და წარმატებეს ვუსურვებ და კიდევ ერთი ვუსურვებ რომ ზოგიერთებივით იდიოტურად არ ეფიქროდ
sake
თქვენ შემოგევლეთ ლომის ბოკვრებო,დაგელოცოთ ჯიში და ჯილაგი.
რომანი
სამაგიეროდ გუნდის კაპიტანი, ექვსივე ქულის მომტანი და გადამწყვეტი საჯარიმოს გამტანი არის სვანი გელა აფრასიძე. თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარია,რომ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ვულოცავ მთელ საქართველოს ამ სასწაულს!
Nika
:დააკვირდით:შენ ხომ არ გაღაჟღაჟებს? ჯერ ერთი მესხი მეგრული გვარია და მეორეც ცოტა ტროლიკობას მორჩი (ეგ ტროლობაც არ არის) და დაუფიქრდი ... რომ საუბრობ..
დააკვირდით:
მოთამაშეების გვარებს გადავხედე, არცერთი მეგრელი რომ არ არის შეამჩნიეთ ? :) ამიტომ ერთ მუშტად შეიკვრნენ და გაიმარჯვეს
k-pax
წარმატება ბიჭებო!!!
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ
აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!