გიორგი დევდარიანის გუნდმა, ელიტრაუნდისთვის მზადების ფარგლებში, ამხანაგური მატჩები პოლონეთის ნაკრებთან გამართა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდისთვის მზადების მეორე ეტაპი დაასრულა. ამჯერად, გიორგი დევდარიანის გუნდი თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელექში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო ნაკრებს თურქეთში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა: ლუკა ზარანდია, რომან ჭანტურია, გიორგი ხარაიშვილი.

რაც შეეხება მთავარ მეკარეს, ოთო გოშაძეს, თურქული "ქასიმფაშას" კიპერი ალექსანდრე ჩივაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა და 19-წლამდელებს ვერც ის დაეხმარა.

შეკრებაზე, 28 და 30 მარტს, ჩვენმა 19-წლამდელებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართეს პოლონეთთან და, როგორც ჩანს, დანაკლისმა მათზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ბელექში გამართული პირველი შეხვედრა პოლონელთა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.

არადა, ანგარიში 45-ე წუთზე პენალტით ჩვენებმა გახსნეს. 58-ე წუთზე წონასწორობა პოზნანის "ლეხის" ნახევარმცველმა იაკობ სერაფიმმა აღადგინა. ამის შემდეგ პოლონელებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ: ორ წუთში მეტოქე გდანსკის "ლეხიას" თავდამსხმელმა ადამ ბუკსამ დააწინაურა.

67-ე წუთზე "ვოლფსბურგის" თავდამსხმელმა პაველ ლისიაკმა თავისიანების უპირატესობა გაზარდა, ხოლო 78-ე წუთზე მანვე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საქართველო: ქურდაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე, თევზაძე, კილასონია, მოხევიშვილი, კიტეიშვილი, კვირკვია, ბერიძე, კერძევაძე; შეცვლაზე: მალანია, მესხი, ჩიხლაძე.

30 მარტს ჩვენები და პოლონელები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ამჯერად უგოლოდ გაიყარნენ. არადა, კარის აღება ორივე გუნდს შეეძლო.

საქართველო: კუპატაძე, მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, დუმბაძე, მოხევიშვილი, შულაია, კიტეიშვილი, ბერიძე, კერძევაძე; შეცვლაზე: კვირკვია, ჩიხლაძე, ჭკუასელი, კილასონია.

ამით 19-წლამდელებმა თურქული შეკრება დაასრულეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. გიორგი დევდარიანის შეგირდთა მომდევნო შეკრება აპრილის ბოლოს, უკრაინაში დაიგეგმა, სადაც ამ ქვეყნის 19-წლამდელებთან ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებენ - 28 და 30 აპრილს ორივე მატჩი კიევში შედგება.

ბოლო შეკრება მაისის შუა რიცხვებში, თბილისშია დაგეგმილი. 29 მაისიდან 3 ივნისამდე კი დევდარიანის გუნდი ელიტრაუნდში ესპანეთს, პორტუგალიასა და თურქეთს დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა