ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ლივერპულისა" და პატარა ბიჭის ამბავი

"ლივერპულისა" და პატარა ბიჭის ამბავი

რაზეა დაგეშილი სტერლინგი: ტიტულებზე თუ სტერლინგებზე?
"ლივერპულის" შემტევი რაჰიმ სტერლინგი BBC-ის გაესაუბრა და ფანების დარწმუნება სცადა, რომ ის ფულზე "დახამებული" 20 წლი ბიჭი არ არის, რომლისთვისაც მთავარი რაც შეიძლება მეტი შემოსავალია.

დიახ, სტერლინგი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე ბევრი რამ გადახდა თავს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საფეხბურთო კარიერაში. ბევრად უფრო მეტი რამ კი, წესით, მომავალში ელის, მაგრამ თუ რომელ კლუბთან ერთად, ეს უკვე საკითხავია, რადგან იგი "ლივერპულს" ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება და სოლიდური მსურველებიც გამოუჩნდნენ, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად მადრიდის "რეალს" ახსენებენ.

"ფული არაფერ შუაშია და არც არასდროს ყოფილა ჩემს გადაწყვეტილებასთან კავშირში. საქმე ტიტულების მოგებაზეა. მინდა, რომ კარიერის განმავლობაში, რაც შეიძლება, წარმატებული ვიყო და მაქსიმალურად დავიხარჯო. ამაზეა საუბარი, თორემ არ მაინტერესებს, როგორი მანქანით ვივლი და რამდენი სახლი მექნება. უბრალოდ, მინდა, რომ შესაძლებლობები საუკეთესოდ გამოვიყენო.

არ მსურს, ვინმემ ფულზე მომართულ 20 წლის ბიჭად წარმომიდგინოს. მინდა დამინახონ, როგორც ბიჭი, რომელსაც უყვარს ფეხბურთის თამაში და ცდილობს, გუნდს სარგებელი მოუტანოს" - თქვა სტერლინგმა.

ნორჩი შემტევი მერსისაიდელთა რიგებში 2010 წლის ზაფხულში გადაბარგდა "ქუინზ პარკ რეინჯერსიდან" და ნელ-ნელა მოუმატა, ხოლო წინა სეზონში ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და ამ ასაკში ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. თავად რაჰიმი ამბობს, რომ იგი ახალ შეთანხმებაზე და ზოგადად, კონტრაქტის ამბებზე სეზონის ბოლომდე აღარ იფიქრებს და მოლაპარაკებებს აღარ აპირებს.

მორცხვი ბიჭი

უტიტულობა სტერლინგს კი არა, "ლივერპულის" უამრავ გულშემატკივარს აწუხებს, რომლებმაც თავიანთ საყვარელ გუნდთან ერთად ბოლო ტიტული 2012 წელს იზეიმეს, როდესაც "ენფილდის" ბინადრებმა ლიგის თასის ფინალში პენალტების სერიაში მოუგეს "კარდიფს".

ქომაგების გარკვეულ ნაწილს მაინც ჰგონია, რომ საქმე სწორედაც სტერლინგშია, ანუ ამ შემთხვევაში ფულში და ამის გამო რაჰიმს აკრიტიკებენ. ფაქტია ისიც, რომ სტერლინგმა კვირაში 100 ათას გირვანქაზე თქვა უარი, არადა, ამჟამად მხოლოდ 35 ათასს იღებს. ითქვა, რომ ამის მიზეზი ფეხბურთელისა და მისი აგენტის მიერ მოთხოვნილი 150 ათასიაო.

ფანების ასეთი დამოკიდებულება და ატეხილი აჟიოტაჟი სტერლინგს აშკარად ანერვიულებს და არ სიამოვნებს, რაზეც BBC-ს ჟურნალისტის, ნატალი პირკსის სიტყვებიც მოწმობს.

"მასთან ინტერვიუ ადრეც ჩამიწერია და ყოველთვის მშვიდი იყო, კამერების წინ იმორცხვებდა. დაახლოებით ასე გახლდათ ახლაც, მაგრამ აშკარად შეიმჩნეოდა დაძაბულობა და ნერვიულობა იმის გამო, რაც ბოლო დროს ითქვა და დაიწერა. როგორც ჩანს, მისთვის ყველაზე დიდი დარტყმა "ლივერპულის" ზოგიერთი ფანის შეცვლილი დამოკიდებულებაა და ის, რომ სტერლინგს ხარბად თვლიან. ეს ინტერვიუ მან წარმოიდგინა, როგორც თავისი შანსი, რომ სიტუაციას ნათელი მოჰფინოს" - აღნიშნა პირკსმა.

ფრთხილი ოპტიმიზმი ოპტიმიზმის მერე

ამ თემაზე საუბარს უკვე ერიდება ბრენდან როჯერსიც. "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე კვირის წინ ომახიანად აღნიშნა, კლუბი რაჰიმს ისეთ კონტრაქტს უმზადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის საუცხოო ვარიანტიაო. თუმცა, რას წარმოიდგენდა, რომ სტერლინგი კვირაში 100 ათასზე იტყოდა უარს.

ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტი ახლა უკვე სხვაგვარ განცხადებას აკეთებს, მაგრამ მაინც დარწმუნებულია, რომ მხარეები საერთო ენის გამონახვას შეძლებენ, მას ახალგაზრდა ტალანტის დაკარგვა ძალიან არ სურს.

"დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მოგვარდება. ახლა რაჰიმი ფეხბურთზეა კონცენტრირებული და ამ საკითხის შეთანხმებას სეზონის დასრულების მერეც მოვახერხებთ", - თქვა როჯერსმა.

"მსგავსი კონტრაქტი წინა წელს ამავე პერიოდში რომ შემოეთავაზებინათ, სიხარულით დავთანხმდებოდი, ალბათ, უფრო ნაკლებ თანხასაც. ვფიქრობ, ცოტა დაგვიანდა. ვცდილობ, არასწორი ინფორმაციები უარვყო და ჭორებს ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ ზოგიერთი ფანი სიტუაციას მაინც თავისებურად ხედავს. მათ 20 წლის დახარბებულ ბიჭუნად წარმოუდგენიათ ჩემი თავი. არადა, ახლა, უბრალოდ, დრო მჭირდება, რომ განვლილი გზა და მიღწევები შევაფასო და კარგად მოვიფიქრო, თუ რა იქნება ჩემი მომავლისთვის საუკეთესო ვარიანტი" - აღნიშნა სტერლინგმა, რომელსაც "რეალის" გარდა, "სიტის", "არსენალსა" და მიუნხენის "ბაიერნს" უკავშირებენ.

გამოცდა "მეთოფეებთან"

ფეხბურთელმა, რომელსაც ინგლისის ნაკრებში უკვე 14 მატჩი აქვს ჩატარებული, "არსენალთან" მომავალი შეხვედრაც ახსენა, რომელიც "ლივერპულმა" სასურველია, მოიგოს ან სულ მცირე, არ უნდა წააგოს მაინც, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების რეალური შანსის შენარჩუნება სურს. ბევრი რამ სწორედ რაჰიმის თამაშზე იქნება დამოკიდებული.

"შევეცდები, ეს ყველაფერი დავბლოკო, დავაიგნორო და კარგად ვითამაშო. "არსენალთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და თავის საუკეთესოდ წარმოჩენა მსურს. არც ვიმალები და არც არავის გავურბივარ. როგორც უკვე აღვნიშნე, მე ბედნიერი ვარ ფეხბურთის თამაშით და ამის კეთებას გავაგრძელებ, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

ახლა მხოლოდ თამაშზე მსურს კონცენტრაციის გაკეთება, სხვა ყველაფერი მერეც მოხერხდება. მინდა სეზონი ტიტულით დავასრულო და ასოციაციის თასზე წარმატების კარგი შანსი გვაქვს" - განაცხადა სტერლინგმა, რომლის "ლივერპულსაც" ასოციაციის თასზე ნახევარფინალში გასასვლელად გადათამაშებაში "ბლექბერნთან" აქვს მოსაგები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

სტერლინგი "ტოტენჰემში" არ გადავა - მანაც შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს

ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგი კარიერას "ფეიენოორდში" გააგრძელებს

ამ სეზონში უთამაშებელი სტერლინგი "ჩელსიდან" წასვლასთან ახლოსაა

"არსენალმა" "ჩელსიდან" სტერლინგი დაიმატა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები