ლიგის სხვა სიახლეები
- "კლიპერსის" მცველმა ჯამალ კროუფორდმა თითქმის დაასრულა აღდგენითი კურსი ფეხის ტრავმის შემდეგ და შეუძლია მომდევნო კვირას დაუბრუნდეს მოედანს. გუშინ, კალათბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

- "ატლანტას" გამთამაშებელმა დენის შრიოდერმა ორი დღის წინ, "მილუოკისთან" მატჩში ფეხის თითი დაიზიანა და გაურკვეველი ვადით გამოაკლდა თავის გუნდს. გერმანელი კალათბურთელის დაბრუნების ზუსტი თარიღი უახლოეს დროში გახდება ცნობილი.

- "სან ანტონიოს" გამთამაშებლისთვის ტონი პარკერისთვის "მაიამისთან" გუშინდელი მატჩი მე-1000 იყო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. აქედან 718 შეხვედრაში ფრანგმა გამარჯვება მოიპოვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ლიგის იმ მოთამაშეებს შორის, რომლებმაც მინიმუმ ათასი შეხვედრა ჩაატარეს.

აქამდე "სპურსის" ისტორიაში ერთადერთმა კალათბურთელმა ითამაშა ლიგაში ათასი მატჩი - ტიმ დანკანმა, რომლის ანგარიშზე ახლა 1323 მატჩი მოდის.

- "კლიპერსთან" მატჩში ოთხი სამქულიანის ჩაგდების შემდეგ "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა სტივენ კარიმ მიმდინარე სეზონში ზუსტი შორეული ტყორცნების რაოდენობა 251-მდე აიყვანა. ასე რომ, კარიმ კარიერაში მესამე გადალახა ეს ზღვარი - 250 სამქულიანი სეზონში. სულ სტივენს 1156 შორეული ტყორცნა აქვს დაგროვებული, რაც ყველა დროის სიაში 53-ე ადგილს ნიშნავს.

- "ბრუკლინის" გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა "ინდიანასთან" მატჩში რვა შედეგიანი პასი შეასრულა და კარიერაში ჯამური მონაგარი 6007 გადაცემამდე აიყვანა. ის გახდა ლიგის ისტორიაში 33-ე კალათბურთელი, ვინც კარიერაში 6 ათასი შედეგიანი პასი მიითვალა.

შესაბამის ცხრილში დერონის ზემოთ ყველაზე ახლოს ბაირონ დევისია 6025 პასით, ხოლო მოქმედ კალათბურთელებს შორის ბრუკლინელს უსწრებენ: კობი ბრაიანტი (6122), ლებრონ ჯეიმსი (6256), კრის პოლი (6861) და ანდრე მილერი (8403).

- "ბრუკლინის" კიდევ ერთმა კალათბურთელმა ჯო ჯონსონმა "ინდიანას" წინააღმდეგ სამი სამქულიანი გამოიყენა და ახლა, კარიერაში 1702 ზუსტი შორეული ტყორცნა აქვს შესრულებული. ჯონსონი მე-13 მოთამაშეა ისტორიაში, ვინც 1700 სამქულიანი ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მატჩის წინ ეს ზღვარი გადალახა "ატლანტას" მცველმა კაილ კორვერმა, რომელსაც ახლა 1710 ზუსტი სამქულიანი აქვს. ამ შედეგთან ახლოს არის "ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი - ის 1694 სამქულიანზეა გაჩერებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზაზა ფაჩულიას "დალასმა" "ოკლაჰომასთან" იჩხუბა და წააგო [VIDEO]
ზაზა ფაჩულია "დალასის" სასტარტოში დეტროიტში მოგებით დაბრუნდა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას 9 ქულა და 15 მოხსნა მილუოკიში ქულით წაგებულ მატჩში [VIDEO]
ფაჩულია VS კაზინსი - სუპერმატჩის სუპერდასასრული [VIDEO]
ზაზა ფაჩულია NBA-ს 19 მოხსნით, 11 ქულითა და 23-ე ორმაგი დუბლით დაუბრუნდა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას "ჩიკაგოსთან" ორმაგ დუბლამდე ქულა დააკლდა [VIDEO]