4 აპრილს, "უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან
დღეს, 4 აპრილს, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ტულუზის სტადიონ "ერნესტ ვალონზე", ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ქართული რაგბის ისტორიაში ახალი თავი უკვე დაწერეს, როდესაც საფრანგეთში მიმდინარე ევროპირველობის ელიტდივიზიონის ნახევარფინალში იტალიელ თანატოლებს აჯობეს, მანამდე კი გზიდან ირლანდიელები ჩამოიშორეს.

U18. საქართველო-იტალია 6:6 (5:4) - ისტორია იწერება, საქართველო ფინალშია! [VIDEO]

U18. საქართველო-ირლანდია 8:8 (3:1) - ისტორიული გამარჯვება [VIDEO]

დრამატული ნახევარფინალის შემდეგ, ჩვენმა ბიჭებმა ერთი დღე დაისვენეს და დრო ფიზიკური კონდიციის აღდგენას დაუთმეს. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, გუნდი არნახული მონდომებით ემზადება ფინალური შეხვედრისათვის.

"ეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა! რა თქმა უნდა, გუნდში საუკეთესო განწყობაა. ფიზიკურად და რაც მთავარია მენტალურად გუნდი ძლიერად მოემზადა ამ თამაშისთვის. მოედანზე საბრძოლველად და მოსაგებად გავალთ!. ასეთი განწყობა და ასეთი სიყვარული, რაც გუნდში ახლა სუფევს, წინა ორ თამაშშიც კი არ ყოფილა", - განაცხადა მატჩის წინ "უმცროს ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა, დავით ჩავლეიშვილმა.

თამაშამდე ერთი დღით ადრე სამწვრთნელო შტამბა გუნდის სამატჩო რაზმი დაასახელა, რომელშიც ერთი პოზიციური გადანაცვლებაა - სამწუხაროდ იტალიასთან მიღებული ფეხის ტრავმის გამო ფინალს მგეზავი დათო მოძღვრიშვილი ვერ ითამაშებს. მის ნაცვლად ცენტრიდან 10 ნომერზე გიორგი გოგოლაძე გადაინაცვლებს, 13-ზე კი სანდრო სვანიძე დაიწყებს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ:

ხაზი

15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. სანდრო სვანიძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. გიორგი გოგოლაძე, 9. გელა აფრასიძე.

შერკინება

1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე (კაპ), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე.

მარქაფა

16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელისაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით

odala
ეგრე იცის ძალიან რომ გააბუქებთ ხოლმე ამბებს. იმდენი აბრახუნეთ, რომ დაგიბრახუნეს :))) ედრებიან ირლანდიას და შოტლანდიას. იყავით უფრო თავმდა
Lado
ჩვენი საამაყო თაობა!!! თქვენ გენაცვალეთ ლომებო!!! გამარჯვებას გისურვებთ! ღმერთი თქვენსკენ!!!
parfiumer
აბა თქვენ იცით... არანაირი მოთხოვნები და პრეტენზიები არ გავქვს და არც უნდა გვქონდეს გულშემატკივრებს, მაგრამ თუ მოიგებთ აჩვენებთ რომ შესაცვლელია ჩვენი რაგბისტვის რაღაც და იქნებ შეცვალონ... იცოდეთ რომ თქვენთან ერთად ვმღერით ჰიმნს, თქვენი ტკივილი გვტკივა და სიხარული გვიხარია...
giorgi777
გაიხარეთ ბიჭებო გენაცვალეთ გულებში,მოუთბენლად ველოდები 19 სათს.თქვენ უკვე გმირები ხართ
დავით ცხამელი
რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ეს შეხვედრა,ჩვენ თქვენით ვამაყობთ,ძმებო!!!
levani
ჩვენ თქვენი გვჯერა მიდით ბიჭებო
giorgi
წარმატებები ბიჭებო!
დატო
აბა თქვენ იცით კაცებო, გაახარეთ საქართველო უფრო ძლიერ
mindia
წარმატებები,დღეს აუცილებლად გავიმარჯვოთ უნდა.გფარავდეთ უფალი
თაზო
ღმერთი თქვენთან!!წარმატებები! გაიხარეთ და გაგვახარეთ! ვამაყობთ თქვენით!!!!!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
U18. საფრანგეთი VS საქართველო - მესამე ცდა ევროპის დასაპყრობად
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
U18. საფრანგეთი VS საქართველო - "უმცროსი ბორჯღალოსნები" რევანშისთვის
საქართველოს 7-კაცა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში შეკრებაზე გაემგზავრა
სანდრო სვანიძე: კარიერაში საუკეთესო ფორმაში ვარ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატის ფინალში ფრანგებთან წააგეს
რამდენი ადამიანი უყურებს "იუთუბიზე" საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს?
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
სანდრო სვანიძე: ვცდილობ ემოციებს არ ავყვე
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
რაგბი. ლეგიონი: ქართველების "შამბერი" ყველას სჯობს
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი შეკრება დაიწყეს
ლეგიონერები | ნინიაშვილმა და გოგოლაძემ ანგარიში გახსნეს
U20. საქართველო-სამხრეთი აფრიკა 14:38 - მეტი ლელო, საქართველო! [VIDEO]
U20. საქართველო-არგენტინა 26:37 - ვიბრძოლეთ, ვითამაშეთ, დავმარცხდით [VIDEO]
U18. დავით ჩავლეიშვილი: წელს სწრაფი და მობურთალი გუნდი გვეყოლება
რაგბი ევროპის ჩემპიონატი: "უმცროსი ბორჯღალოსნები" პოლონეთში გაემგზავრნენ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა