ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის სატიტულო მატჩში მაყურებელმა საინტერესო ბრძოლა იხილა
საქართველოს თასის მფლობელი თბილისის "დინამო" გახდა. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის სატიტულო მატჩში მაყურებელმა საინტერესო ბრძოლა იხილა.

მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა "რუსთავმა" საქართველოს თასის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ირაკლი ხოშტარიას გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა მეორე ტაიმი და პრესტიჟულ ტიტულს დაეპატრონა.

დინამოელებს გამარჯვებისკენ გაუძღვა გიორგი გამყრელიძე, რომელმაც დამსახურებულად მიიღო ფინალური მატჩის MVP-ის ტიტული. დინამოელთა გამოცდილი კაპიტანი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე გადასცა.

გამყრელიძემ ჩაიბარა გაბრიჩიძისგან უმთავრესი ტიტული - საქართველოს თასი, რომელიც გარდამავალია და წინა გათამაშების ფინალური ეტაპის შემდეგ ბინა ქუთაისში ჰქონდა დადებული. დღეიდან მომავალი წლის გათამაშებამდე საქართველოს თასი "დინამოს" ოფისში სხვა მრავალ ტიტულთან ერთად განთავსდება.

მატჩის პირველი მეოთხედი რუსთაველებმა 25:20 მოიგეს, თუმცა ლიდერობა დიდ შესვენებამდე დაკარგეს და მესამე პერიოდიდან მცირედით ჩამორჩენილებს დეფიციტის აღმოსაფხვრელად დიდი ბრძოლა დასჭირდათ. "დინამო" ლიდერობას არ თმობდა, "რუსთავი" კი შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა, მაგრამ მხოლოდ შანსს...

"დინამო" წარმატებით მივიდა გამარჯვებამდე, რაც გიორგი გამყრელიძესთან ერთად გარიკ შერმანის და რა თქმა უნდა, მთელი გუნდის დამსახურება იყო. გამყრელიძემ შეხვედრა 19 ქულით და 9 პასით დაასრულა, ხოლო შერმანმა თასის მფლობელებს 22 ქულა და 16 მოხსნა მიაშველა. 17 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ილია ლონდარიძემ, ხოლო სერბმა მარკო პოპოვიჩმა პირად ანგარიშზე 14 ქულა ჩაიწერა. ქვემოქართლელთაგან 21 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო აკაკი დვალიშვილი იყო, მიხეილ ჭოჭუამ 18 მოაგროვა, ხოლო ჰაიდენ ჰამსმა ორმაგი დუბლი - 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

თასის გათამაშების გამარჯვებული დინამოელები თასის ფორმის, საგანგებოდ დამზადებული მედლებით ვეტერანმა კალათბურთელებმა - გივი ბიჭიაშვილმა და ნოდარ ქორქიამ დააჯილდოვეს.

დინამო - რუსთავი 95:87

20-25, 30-24, 21-17, 24-21

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მადლობა მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის, მომავალში წარმატებებს ვუსურვებ მათ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს, რასაც იშვიათად ვაკეთებ. დღეს მათ ბოლომდე იბრძოლეს და შედეგიც სახეზეა. მადლობა ლაშას, მოვახერხეთ, რომ ის ჩავარდნა, რაც ბოლო ორ ტურში გვქონდა, გადაგველახა და გაგვეკეთებინა ჩვენი საქმე. ბიჭებმა იმუშავეს, რასაც ვითხოვ გააკეთეს და კიდევ ერთხელ მივულოცავ მათ. დიდი ხანია არ მოუგია "დინამოს" ეს თასი და ვულოცავ ჩვენს გულშემატკივარსაც, რომელიც დღეს გვერდში გვედგა.

მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): უპირველეს ყოვლისა, მივულოცავ "დინამოს" დამსახურებულ გამარჯვებას. ვფიქრობ, ფინალის შესაფერისი სანახაობრივი და საინტერესო თამაში გამოვიდა. მადლობა ჩემს გუნდს, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, სამწუხაროდ, მესამე და მეოთხე პერიოდში ძალა აღარ გვეყო. თუმცა ყველაფერი წინ არის, ჩემპიონატის ბოლო ფაზა იწყება და ვეცდებით, სათანადოდ ვიყოთ მზად. კიდევ ერთხელ მივულოცავ "დინამოს" გამარჯვებას.

ლაშა გამყრელიძე ("დინამო", მატჩის საუკეთესო მოთამაშე): მადლობას ვეტყვი "რუსთავის" გუნდს ასეთი კარგი თამაშისთვის. "რუსთავში" ძალიან კარგი წლები მაქვს გატარებული და ამ გუნდს დიდ პატივს ვცემ. რაც შეგვეხება "დინამოს", დღეს ჩვენი ნამდვილი სახე ვაჩვენეთ. გადამწყვეტი ბრძოლები დაგვიდგა, თასი აუცილებლად უნდა მოგვეგო, ყველაფერს ერთი თამაში წყვეტდა და ყველანაირად მობილიზებულები ვიყავით. დაცვაში ვიბრძოლეთ და თავდასხმაშიც გაგვეხსნა თამაში. სანახაობრივი თვალსაზრისითაც კარგი თამაში გამოვიდა და იმედია, მაყურებელმაც ისიამოვნა.

წყარო: superleague.ge

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია: ვსა და "ქუთაისი"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა