ბექა შეყლაშვილის "აჟენი" ფინანსური პრობლემების გამო "ბურგუენის" უდროოდ დასჯას აპროტესტებს
ფრანგულ რაგბიში სერიოზული სკანდალი მწიფდება. საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის (LNR) ფინანსურმა კომიტეტმა ახალხან, ფინანსური პრობლემების მოუგვარებლობის გამო, ელიტური, პირველი დივიზიონის ბოლოადგილოსან "ბურგუენს" ხუთი ქულა დააკლო. რითაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა კიდეც ამ გუნდის ბედი. "ბურგუენს" ახალ აქტივში ხუთი ქულა დარჩა და ბოლოსწინა ადგილზე მყოფი ბექა შეყლაშვილის "აჟენი" 19 ქულით უსწრებს.

სკანდალის ინიციატორი სწორედ "აჟენია". კლუბმა გამოაქვეყნა კომუნიკე, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული რაგბის ნაციონალური ლიგის ფინანსური კომიტეტის ეს გადაწყვეტილება.

"ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მიიღეს ეს სანქცია უშუალო კონკურენტ "ლა როშელთან" მატჩის წინ? ("ბურგუენმა" შინ წააგო "ლა როშელთან" 14:44 ბ.ჯ.). "ბურგუენი", ფაქტობრივად, პირველი დივიზიონიდან უკვე გავარდნილია. თანაც თამაშის წინ პრეზიდენტმა მორაგბეებს გამოუცხადა, რომ ფინანსურ პრობლემებს ვერ აგვარებს და ყველა მათგანს კლუბის დატოვება უპრობლემოდ შეუძლია. ამის შემდეგ, რა მოტივაცია უნდა ჰქონოდათ "ლა როშელთან" მატჩში ბურგუენელებს?

ჩვენთვის გასაგებია, რომ ფინანსური პრობლემების მოუგვარებლობის გამო კლუბი აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ამ დროს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სპორტული პრინციპი და სასჯელი არ უნდა აზარალებდეს სხვა გუნდს, რომელიც არაფერ შუაშია.

ჩვენ მოვითხოვთ, სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ყველა გუნდს გაუუქმონ ის ქულები, რომლებიც "ბურგუენთან" მატჩში აქვთ მოპოვებული. წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ, პროტესტი უფრო მწვავე აქციით გამოვხატოთ", - ნათქვამია "აჟენის" მიერ გავრცელებულ კომუნიკეში.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა