ევროპის ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორს, 1970 წლის მუნდიალის მონაწილეს, რევაზ ძოძუაშვილს დღეს 70 წელი შეუსრულდა!
დოსიე:

რევაზ ძოძუაშვილი

დაიბადა 1945 წლის 10 აპრილს

საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 301 მატჩი (5 გოლი). აქედან ქუთაისის "ტორპედოში" (1964-67 წლები) - 67 მატჩი (1 გოლი), ხოლო თბილისის "დინამოში" (1968-76) - 234 მატჩი (4 გოლი). თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ჩაატარა საკავშირო თასის 35 მატჩი და 31 საერთაშორისო შეხვედრა (1 გოლი).

1969-74 წლებში გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში - 49 მატჩი; 1970 წლის მუნდიალის მონაწილე, 1972 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი, 1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი.

საკავშირო პირველობის დროს წვრთნიდა: თბილისის სკა-ს, სამტრედიის "ლოკომოტივს", ფოთის "კოლხეთს", ქუთაისის "ტორპედოს"; 1990 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს წვრთნიდა: თბილისის "დინამოს", რუსთავის "მეტალურგს", თბილისის "ლოკომოტივს", ქუთაისის "ტორპედოს", რუსთავის "ოლიმპს"; 2000-01 წლებში დავით ყიფიანთან ერთად გახლდათ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

სხვადასხვა დროს უმუშავია უცხოეთშიც და უკრაინული "ტემპის", ლატვიის ეროვნული ნაკრების, რუსული "ურალანისა" და "ალანიას", ყაზახური "შახტიორის", აზერბაიჯანული "თურანის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საუდის არაბეთშიც მუშაობდა.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ სამი მოთამაშეა, სამივე უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებაზე მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიადის ფინალურ ტურნირზე რომ გამოსულა. ამათგან ერთ-ერთი დღევანდელი იუბილარია: ევროპის ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორს, 1970 წლის მუნდიალის მონაწილე რევაზ ძოძუაშვილს დღეს 70 წელი შეუსრულდა!

რევაზ ძოძუაშვილი სამართლიანად მიიჩნევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად; არადა, კარიერის დასაწყისში... ცენტრფორვარდი იყო, სხვადასხვა დროს მარჯვენა და მარცხენა გარემარბადაც უთამაშია, მშობლიურ ქუთაისის "ტორპედოში" სამი სეზონის განმავლობაში მარცხენა მცველი იყო, თბილისის "დინამოში" გადმოსვლის მერე კი დაცვის მარჯვენა ფლანგზე დაიკავა ადგილი და ამ ამპლუაში საბჭოთა კავშირში კი არა, ევროპაშიც ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

"დინამოში" 9 სეზონი (1968-76) ითამაშა და ოთხჯერ დაეუფლა ბრინჯაოს მედლებს; შვიდჯერ დაასახელეს "33 საუკეთესოთა" შორის (აქედან ოთხჯერ - პირველ ნომრად); განსაკუთრებული აღიარება (თანაც, საერთაშორისო მასშტაბით) კი 1969 წლის 10 სექტემბერს, ბელფასტის "უინძორ პარკზე" ჩატარებულმა მატჩმა მოუტანა: ჩრდილოეთ ირლანდიისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავმა ჯორჯ ბესტმა ვერაფერი გააწყო თავის მეურვესთან, საბჭოთა კავშირის ნაკრების 24 წლის მარჯვენა მცველ რევაზ ძოძუაშვილთან!

იმ დაუვიწყარ შეხვედრას 40 000 გულშემატკივარი ესწრებოდა და მოვლენების ასეთი განვითარება მათთვის შოკზე მეტი იყო: ჩრდილოირლანდიელთა და, საერთოდ, ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავ ჯორჯ ბესტს მანამდე ხომ თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე ჯეროვან წინააღმდეგობას ვერავინ უწევდა! რევაზ ძოძუაშვილმა კი ეს წარმატებით შეძლო და 6 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე უკონკურენტოც იყო.

...აქტიური კარიერა 31 წლის ასაკში დაამთავრა და სამწვრთნელო ასპარეზზე გადაინაცვლა. თავდაპირველად საქართველოს პირველობაზე და საკავშირო მეორე ლიგის გუნდებს წვრთნიდა, მერე კი... მსაჯობა დაიწყო! ჰო, მართლაც ასე იყო და როგორც თვითონ გვითხრა რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთ ინტერვიუში, ფეხბურთელიც ვიყავი, სამწვრთნელო ნიუანსებშიც გავერკვიე, მაგრამ ფეხბურთის "შიდა სამზარეულოს" ნიუანსებში კიდევ ბევრი რამ რჩებოდა, რისი გაგებაც მსურდაო.

ძოძუაშვილმა რამდენიმე სეზონი იმსაჯა, თუმცა, როცა კრიზისში მყოფი მშობლიური ქუთაისის "ტორპედოს" გაწვრთნა შესთავაზეს, უარი არ უთქვამს და მისი დამსახურებით, 1988 წელს გუნდმა პირველი ლიგის საგზური მოიპოვა.

იქიდან მოყოლებული, ძოძუაშვილს არაერთი ქართული თუ უცხოური გუნდი გაუწვრთნია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ძოძუაშვილის მართლაც უნიკალური შედეგ(ებ)ი: ერთადერთი მწვრთნელია, სამ სხვადასხვა გუნდს საქართველოს ჩემპიონობა (თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო", რუსთავის "ოლიმპი") რომ მოაპოვებინა და ასევე ერთადერთი მწვრთნელია, საქართველოს თასი სამ სხვადასხვა გუნდთან (თბილისის "დინამო", თბილისის "ლოკომოტივი", ქუთაისის "ტორპედო") რომ მოაპოვებინა.

...დღევანდელი იუბილარი ამჟამად უმუშევარია: მიმდინარე სეზონის პირველი წრის დამთავრების შემდეგ რევაზ ძოძუაშვილს ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მოუწია. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ უსაქმოდ დიდხანს არ გაჩერდება და მისი აქტიური სამწვრთნელო კარიერის განახლებასაც მალე უნდა ველოდოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxeli papa
მსოპლიოს დგესაც არ ყავს, ასეტი დონის მარჯვენა მცველი,დამიჯერეტ-არ ვაზვიადებ!
zzzz
ლატვიის ნაკრები და რიგის სკონტო დაგავიწყდათ
gizog
ბატონო რევაზ, გილოცავ დაბადების დღეს, გისურვებ ჯანმრთველობას და ბევრ სიკეტეს თქვენ და თქვენს ოჯახს, გაიხარეთ გამრავლდით.ბელფასტის თამასის შემდეგ მუდამ ვამაყობდი თქვენით. ერთი რამ კი დღემდე მიკვირს საბჭოეთმა ბოლომდე გამოიყენა ბატონ რევაზის, როგორც ფეხბურთელის შესაძლებლობები, აი დღევანდელი საქართველო კი ჯიუტად არ იყენებს მის მართლაც უნიკალურ სამწვრთნელო პოტენციალს.რაც მან არაერთხელ დაამტკიცა.
Gala
Gilotsavt batono rezo.tsarmatebebi pirad tsxovrebashi da qartul fexburtshi.
მალხაზი
გილოცავთ ატონო რეზო. მახსოცს ის თამაში ირლანდიასთან, ბესტს ფეხი არ გაანძრევინა და განმეორებით შეხვედრაშიც არ ჩამოვვვიდა.
soselo
გილოცავ ბატონო რეზო გახსოვს მახაჰკალა ჰვენი ნაკრები იკო ჰამოსული კარგი სჰეხვედრა მოგვიცკე გაიხარე და გამრავლდი
puma
გილოცავთ ბატონო რეზო, თქვენს წარმატებებს კი ისტორია დააფასებს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"თუ კვარაცხელია "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, მაშინ..." - კრისტიან ვიერი შესაძლო სცენარზე საუბრობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის 5 საუკეთსო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"ხვიჩას მხოლოდ ამ ორ ლეგენდას შევადარებ" - დი კანიომ "კვარაზე" ისაუბრა
"რატომ ჰგავს ხვიჩა კვარაცხელია ჯორჯ ბესტს?" [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ალეხანდრო გარნაჩომ "მანჩესტერში" 58-წლიანი რეკორდი დაამხო
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
მესი ტოპ 10 ტექნიკურ ფეხბურთელს შორის მე-5-ზე გავიდა, რონალდო ათეულშიც ვერ მოხვდა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე