ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პატრიოტთა თამაშები

პატრიოტთა თამაშები

ყველაზე ბედნიერი ის ბიჭი იყო. შვაინშტაიგერთან რომ მიაჭრა. ძაან ბედნიერი იყო. ჩვენ როდის ვიქნებით ბედნიერები?
პატარა წრე შეიკრა. საქართველომ მეორედ მიიღო და დაუხარა თავი გერმანიის ნაკრებს. საქართველომ მეორედ მიიღო სხვაობა ნაღდ ფეხბურთსა და მონდომებულ მაზოხიზმს შორის.

საქართველომ მეორედ ისიამოვნა "ღირსეული" წაგებით გერმანელებისგან. საქართველომ პირველად იმღერა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. საქართველოში უფრო მეტი ქართველი დახვდა აეროპორტში გერმანიას, ვიდრე - საქართველოს. და საქართველომ ამ წაგების მიზეზი დაინახა. ის ერთი ბიჭი, რომელიც ბასტიან შვაინშტაიგერთან მივიდა... მივიდა რა.

ყველაზე მტკივნეული ჩვენი დაბინდული გონებისთვის იმ ბიჭის თემა იყო. და საქართველოს დიდ გულში ეგრევე გაიღვიძა პატრიოტიზმმა.

დილეტანტების ქართულ უბანში გვესიამოვნა ახალი პერსონაჟის გამოჩენა, რომელიც იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი იყო და ერთ ტალღას მეორე ცვლიდა.

ბიჭი შვაინშტაიგერთან მივიდა და ეს ფოტო ეგრევე "გაბაზრდა". გერმანელებმაც "გააბაზრეს". არაგერმანელებმაც. ძაან მაგარი ფოტო იყო. იმაზე ბევრად ხოშიანი, ვიდრე ის, რაც ჩვენს საგაზეთო სივრცეში იბეჭდება. ანუ, იქ, იდეაში, კარგი თითქმის არაფერი იბეჭდება. იმ ფოტოებში არ ჩანს სპორტსმენის ხასიათი და ემოცია. იმ ფოტოებში ერთჯერადად მომენტი არის დაჭერილი და ფოტოს არ იმახსოვრებ.

საქართველო გერმანიას ფეხბურთს ეთამაშებოდა. ნუ, გერმანიამ ფეხბურთი ითამაშა. ჩვენ - არაფეხბურთი.

და პატრიოტებს ამ თამაშიდან ყველაზე უფრო შემდეგი მომენტები გაუსწორდათ.

* რომ ერთ ეპიზოდში ჯაბა კანკავამ გერმანელს თავი არ დაუხარა და შუბლი შუბლზე მიადო. გახსოვთ ეს ეპიზოდი? ფეხბურთთან მაგრად ახლოს არის.

* რომ ერთ ეპიზოდში ის ბოლო პასი არ გავიდა და მანამდე "იმენა დავხაზეთ, ბიჭო, ნემცების შტრაფნოიში". ეგ მომენტი როდის იყო, უკაცრავად?

* რომ ენერგიულად დავიწყეთ და ძველი ნაკრები ენერგიულად ვერ იწყებდა.

* რომ ჰიმნი მთელმა სტადიონმა იმღერა.

* რომ ჩვენ ისევ ერთი გუნდი ვიყავით.

* რომ გერმანიასთან თამაში დიდი ქართული საფეხბურთო რენესანსის პირველი ნაბიჯია.

და ფეხბურთი სად არის? გერმანიასთან ფეხბურთში არ ვთამაშობდით? თუ სტადიონზე უბრალოდ სამთავრობო დონეზე მოწყობილი კულტურულ-გამაჯანსაღებელი საღამო იყო?

პატრიოტების თამაშში ავიჭერით. ძაან ავიჭერით.

შარშან, "სან ანტონიოს" თამაშზე სტამბოლში ვიყავი. ღია ვარჯიშზე ერთ-ერთი ჟურნალისტი მიდის ტონი პარკერთან, იღებს დიქტოფონს და ალბათ, რაღაცას ეკითხება ტონის. საუბრის დროს, ჟურნალისტი გადაეხვია, ჩაეხუტა მისტერ პარკერს და აკოცა. ჟურნალისტი იყო მამაკაცი. რომელმაც, ალბათ, თავისი საყვარელი სპორტსმენი ნახა. და არც კი შეეცადა ემოციების დაფარვას. და დამიჯერეთ, იქ, დარბაზში არავინ მიაქცია ამას ყურადღება. ბევრმა დაინახა ეს ფაქტი, მაგრამ სხვისი ემოცია იმდენად ჩვეულებრივი მომენტი იყო, რომ ეს თემა გაატარეს. თურქეთში მამაკაცი ჟურნალისტი პარკერს ჩაეხუტა და ტიპმა ტონის აკოცა.

აზრზე ხართ, ჩვენთან რომელიმე ჟურნალისტმა ნოიერს ან... რა ვიცი, ვის, აუგენტალერს რომ აკოცოს, რა "ჰედლაინები" წამოვა?

არ დაუჩოქო!.. გაიხსენე, რომ ეს არაპატრიოტულია!.. ფუ, შენი ქართველობის დედაც!.. აუ, მაგ ტიპის სახელი არ იცით?.. ფეხზე არა, ბარემ... "იმაზე" ჩაეხუტე...

ეს ყველაზე პოპულარული ფრაზებია იმ ქართველის და შვაინშტაიგერის საინტერესო ფოტოს შემდეგ. ნუ, მე რაც გადავიკითხე, ყველაზე პოპულარული.

ფეხბურთი მოგების სურვილის და მუღამის გარეშე ვითამაშეთ. არავის არ ჰქონდა ილუზია, რომ გერმანიას მოვუგებდით და ყველას უნდოდა, რომ გერმანიასთან ბევრით არ წაგვეგო. რომელი უფრო არაპატრიოტულია, ჩაეხუტო საყვარელ სპორტსმენს, თუ მიხვიდე სტადიონზე იმის გამო, რომ შენმა საყვარელმა ნაკრებმა ცოტათი წააგოს? რომ სიგარეტი სკამზე არ ჩააწვა? რომ ჰიმნის შესრულების დროს არ დაიწყო "ესემესის" გაგზავნა? რომ თამაშის შემდეგ საერთოდ არ გახსოვდეს რა თამაშზე იყავი და უბრალოდ, სტადიონზე იმიტომ წახვედი, რომ ასე იყო საჭირო. მეორე დღეს რომ გკითხავენ, "ფუტბოლს" უყურეო, ამაყად გასცემ პასუხს - კი, ტო, "დაჟე იქ ვიყავი".

მე მესიამოვნა, რომ სტადიონზე კარგი გერმანულით აცხადებდნენ. უფრო მესიამოვნა, რომ იმ გამომცხადებელს ვიცნობ და მასთან ვმეგობრობ. მესიამოვნა, რომ სტადიონზე ბევრი ხალხი მივიდა და არ მესიამოვნა, რომ წავაგეთ.

ყველასთან არ უნდა აგებდე. უნდა ჩამოწერო, ვისთან შეიძლება წაგება. მსოფლიოს ჩემპიონთან წაგება მოსულა. შოტლანდიასთან მოსულა. მოსულა? ნუ, იყოს, მოსულა. მაგრამ ჩვენი ნაკრებისთვის ყველასთან წაგება მოსულა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არიან ტიპები, რომლებიც წინა არჩევნების დროს მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ იყვნენ და დღეს ამ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებიან. ალბათ, ეს ჩვეულებრივი მომენტია. საქართველოში ასე უნდა ხდებოდეს.

რამდენიმე დღის წინათ საინტერესო სიტუაციას შევესწარი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უკვე გახუნებულ, მაგრამ ჯერ კიდევ ყვითელ ავტობუსში მგზავრმა კედელს მიაფურთხა. მძღოლმა შენიშვნა მისცა. და მძღოლს მთელი ავტობუსი მიაწვა. ვერ ხედავ, რა დღეში ვართ ყველა, არ გრცხვენია, ამ პატარა ბიჭს შენიშვნას როგორ აძლევ, რა იცი, რა უჭირს და რა პრობლემები აქვსო?! მძღოლმა იმ ბიჭს კინაღამ რაღაც აჩუქა. სამახსოვროდ. რომ ავტობუსში შემდეგ ასვლაზე ბიჭს უფრო გემრიელად მიეფურთხებინა კედლისთვის.

პატრიოტიზმი საკაიფო თემა გახდა. და ჩვენთან პატრიოტიზმით მართლა კაიფობენ. მაგრამ იუმორშიც გვეხაზება და ეს კაიფი არაბუნებრივი გამოდის.

ფეხბურთში გვეხაზება. სადაც უნდა ვითამაშოთ, იქ ვიბრძვით და ცოტათი ვაგებთ. ვერ ვთამაშობთ, არ ვიცით მოგება, არ გვიხარია სხვისი სიხარული და გვშურს.

გერმანია ჩამოვიდა, გერმანიამ მოგვიგო და გერმანიას მალე დაავიწყდება ამ ვიზიტის დეტალები. ალბათ, ანგარიშის გარდა.

ჩვენც არ გაგვახსენდება. არაფერი. ისედაც არაფერი არ გვახსოვს. რუტინული "ვიბრძოლეთ და წავაგეთ"-ს გარდა. ეს ფრაზა მალე ბოლო გზაზე გაცილების ქართული სლოგანი გახდება. მეზობლის გასვენებაში რომ მიდიხარ, და სასახლეზე შინდისფრად აწერია "ვიბრძოლეთ და წავაგეთ". მალე ასე იქნება.

და ავტობუსში მიფურთხების შემდეგ, ავტობუსში მოშარდვას დაუშვებენ. რომ იმ კონკრეტულმა ქართველმა პრობლემებს გული გადააყოლოს.

მე უფრო შვაინშტაიგერთან ინტერვიუ მესიამოვნებოდა. ან ნოიერთან. ან ხედირასთან. ქართველ ჟურნალისტებს ცოტა მეტი ერუდიცია და მარიფათი უნდა გამოევლინათ და საინტერესო თემა დაეჭირათ. მე მგონი, ასეთ ინტერვიუს, ცოტა არასტანდარტულ მიმოხილვას ყველა სიამოვნებით წაიკითხავდა.

და ყველაზე ბედნიერი ის ბიჭი იყო. შვაინშტაიგერთან რომ მიაჭრა. ძაან ბედნიერი იყო.

ჩვენ როდის ვიქნებით ბედნიერები?

ზურა თალაკვაძე

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• ბერჯავახი

ისე ქართველი მეომრებისა თუ არა, ბორის პაიჭაძის, დავი ყიფიანის, მიშა მესხის საფლავებზე თუ ოდესმე დაუჩოქია ????? ეგ კითხეთ ჯერ!

• antonio

არავის არ ჰქონდა ილუზია, რომ გერმანიას მოვუგებდით და ყველას უნდოდა, რომ გერმანიასთან ბევრით არ წაგვეგო.-- გეტყობა პირველ რიგში შენ გინდოდა ნაკრებს გერმანიასთან არ წაეგო დიდი ანგარიშით. ... ამ უაზრო სტატიის წერას გირჩევნია სხვა რამ დაწერო, მაგრამ სახლში თუ ოფისში თბილად ჯდომა "ასწორებს" ამ ცივ ამინდებში და ...

• Zonder_Zonder_Gitaraaa

სუფთა გერმანული აქცენტით რომ გამოაცხადეს ის გაგისწორდა ხომ? ხედავ როგორ დაგაჩმორეს? ხოდა მაშინ შენი ....

• ZAZA TALAKAVADZES

იქ პარკერი თუ იყო ჩასული თურქეთის ნაკრებს ვერ ეთამაშებოდა ოფიციალურ თამაშს და ეს შენი დამჩოქებელი ახლობლის შვილია თუ თუ ვინცაა შენი დიდი სხვაობაა ამ ორ მაგალითს შორის !!!!!!ამ ბლუყუნს შეეშვებოდეტ შენ და შენისტანები და მართლა რო ვიცხოვრებდით უკეთეს ქვეYანაში!!!!!

• batono zura1

არცერთ ქვეყანაში არ უჩოქებენ მეტოქეს, რომელიც მოსაგებად ჩადის. ნახეთ რა დაწერა გერმანულმა მედიამ იმ ჟურნალისტმა პარკერს აკოცა. ის პარკერი ხვალ იმ ქვეყნის ნაკრებს არ ეთამასებოდა

• ზვიადი

ამ საზიზღარი სტატიის გონება - ჩამყაყებული ავტორისთვის გიორგი ანწუხელიძის გმირობა გაუგებარი უნდა იყოს. ჭაობის ბინადრები ცდილობენ ჩვენც ჩაგვაყვინთვინონ და ყიყინებენ, ვინ უშლით...

• გამოაქვეყნე

ვიღაც დავით ულაძეც გმირი ხომ არაა? ერთი ადგილის თამაშები...

• anti

ეს არის საქართველოს ნაკრების ბრალი პირველ რიგში, იმ ბიჭების ვინც საქართველოს ნაკრებში თამაშობს. რომ იყვნენ მაღალ დონეზე არავინ არ გაიქცეოდა შვაინშტაიგერისკენ ჩასახუტებლად. რაგბს ვთამაშობთ დიდი ხანია და ეგეთი არ მომხდარა მგონი არაფერი რომ მეტოქის მორაგბისკენ გაქცეულიყო ვინმე ჩასახუტებლად, იმიტომ რომ ბიჭები წააგებენ თუ მოიგებენ სულს და გულს დებენ თამაშში და ამის გამო პატივისცემას იმსახურებენ ქართველი გულშემატკივრებისგანაც. რამდენჯერ ჩამოსულა ჩვენი რაგბის ნაკრები თამაშიდან და სულ აეროპორტში ხვდებიან გულშემატკივრები. ფეხბურთელებზე როგორ არის? საერთოდ აინტერესებს ვინმეს ჩამოდიან თუ არა? ის უფრო აინტერესებთ მოწინააღმდეგე გუნდი ვინ არის, რომ იმათ გამართულ ფეხბურთს მაინც უყურონ. ეს ყველაფერი პირველ რიგში ქართველ ფეხბურთელებს უნდა რცხვენოდეთ.

• დ

ძალიან საწყენია, რომ ზოგიერთები პატრიოტიზმსა და პიროვნული ღირსების გრძნობას ერთმანეთში ურევენ. აქ ალბათ ორსაუკუნოვანი მონობის და დამარცხებულის მენტალიტეტი უფრო მოქმედებს. შემდეგ ეს ქართული სენი-ყველაფერი უცხოურის ზედმეტად გაფეტიშება. მოკლედ, ყველასათვის გასაგებად რომ ვთქვა, მაგალითად ჩამოვიდა ვინმე პოპვარსკვლავი, მისმა ფანებმა გინდა დაუჩოქონ და სადაც გინდა იქ აკოცონ. მაგრამ, რომ ჩამოდის შენი მეტოქე შენ დასაჩაგრად... მოკლედ, ეროვნული და პიროვნული ღირსების გრძნობა უნდა გქონდეს და ცოტა სხვანაირად უნდა იყო აღრზდილი. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ასე რომ გერმანელი ან ინგლისელი მოქცეულიყო, ამდენი დამცველი გამოუჩნდებოდა თავის სამშობლოში?

• davide

ავტორ,ეს სტატია ამავე გაზეთის იმ ავტორს წააკითხე,ბოღმით სავსე პასკვილი "ნუ დაუჩოქებ" რომ გამოაცხო!..იქნებ მიხვდეს რაზე უნდა წეროს და ურაპატრიოტიზმს შეეშვას!!!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]

ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი

იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება

ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

იბრაჰიმოვიჩი შვაინშტაიგერს: 50 წლის კვალობაზე, კარგად გამოიყურები

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს

შვაინშტაიგერი: დე ხეა ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ვუთხარი...

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი

რიუდიგერმა შეიძლება პლეი-ოფში ვერ ითამაშოს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..