სტიუარტი ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი ხდება

მართალია, 2012 წლამდე ჯერ შორია, მაგრამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე დიდი ბრიტანეთის ფეხბურთელთა ნაკრებს სტიუარტ პირსი უხელმძღვანელებს. მოგეხსენებათ, პირსი ამჟამად ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების თავკაცია და მის კონტრაქტს ვადა ივნისში გაუდის. როგორც კი ყოფილი ცენტრალური მცველი 21 წლამდელთა თავკაცი აღარ იქნება, მას ორწლიან ოლიმპიურ კონტრაქტს შესთავაზებენ. ცნობისათვის: „ლივერპულში“ რომ არ წასულიყო ამ თანამდებობას როი ჰოჯსონისთვის ინახავდნენ.

დღეს, როდესაც ჰოჯსონი „ლივერპულის“ მწვრთნელი აღარ არის, რასაკვირველია ოლიმპიური ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე მისი დანიშვნაც შეიძლებოდა, მაგრამ აქ თავისებური როლი კალენდარმა ითამაშა: 21 წლამდელთა შეხვედრები დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური გუნდის მოსამზადებელ თამაშებად გამოცხადდა და უნებლიედ გამოვიდა, რომ ამ საქმის ავან-ჩავანი პირსია. ამრიგად, ყოფილი ვარსკვლავი, რომელსაც თავის დროზე ეროვნულ გუნდში 78 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ორ საქმეს ერთად გააკეთებს.

ცნობილია, რომ თავიდან ბრიტანეთის ოლიმპიური ასოციაცია ნაკრების თავკაცად ცნობილი მწვრთნელის დანიშვნას ეშურებოდა. ლაპარაკი იყო ჰარი რედნაპზე. მეტიც, ერთიხანობა დევიდ ბექჰემის კანდიდატურაც კი განიხილეს, მაგრამ ფეხბურთის ასოციაციამ დაიჟინა, რომ სპეციალისტი, რომელიც საქმეს შეთავსებით მოკიდებს ხელს, არ სჭირდება.

შესაძლოა ვინმემ იკითხოს რა შუაშია ფეხბურთის ასოციაცია და მწვრთნელს თავად ოლიმპიური ასოციაცია რატომ არ ნიშნავს. საქმე ის გახლავთ, რომ „ოლიმპიელებმა“ ფეხბურთელთა ნაკრების თავკაცის შერჩევა თავად დაავალეს ფეხბურთის ასოციაციას. თუმცა, ბრიტანეთის ნაკრებთან დაკავშირებული გაურკვევლობა ამით არ ამოიწურება. ასე მაგალითად, გაუგებარია, რომელი ფეხბურთელები იქნებიან პირსის განკარგულებაში და რამდენად იქნება ეს გუნდი სრულიად ბრიტანეთის ნაკრები - ხომ არ არის საშიშროება, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე მხოლოდ ინგლისის ნაკრების ნაირსახეობა ვიხილოთ? მეტიც, შოტლანდიელებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ გაერთიანებულ გუნდში არ ითამაშებენ, თუმცა „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი ამბობს, რომ მზად არის „იუნიონ ჯეკის“ ქვეშ ითამაშოს, ხოლო ჩრდილო ირლანდიელებს ჯერ არაფერი უთქვამთ.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა