ქვეყნის ბრინჯაოს პრიზიორი "ზესტაფონი" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "დუკლასთან" დღეს პირველ მატჩს გამართავს...

ქვეყნის ბრინჯაოს პრიზიორი "ზესტაფონი" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "დუკლასთან" დღეს პირველ მატჩს გამართავს. ბანსკა-ბისტრიცას გუნდი გუშინ ჩარტერული ავიარეისით კოპიტნარის აეროპორტში ჩამოფრინდა. სლოვაკები ქუთაისში დაბინავდნენ, საღამოს კი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს. "დუკლა" 20 ფეხბურთელით ჩაოვიდა. გუნდის მთავარ მწვრთნელ მარკო კაროლის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:

მეკარეები: პეტერ ბოროში, იან დურჩო;

მცველები: იაკუბ ბრაშენი, პატრიკ ვაიდა, მარეკ ჰლინკა, მართოლომეო გონოსი, მარტინ პალიოვკა, მატუშ ტურნა, იოზეფ ადამიკი, საშა სავიჩი;

ნახევარმცველები: ტომაშ ჰუჩკო, ვრატისლავ გაიდოში, მიხალ პანჩიკი, იაკუბ პოვაჟანეცი, დალიბორ პლევა, პეტერ დურიცა;

თავდამსხმელები: რობერტ პიჩი, მიხალ ფილო, მიხალ დურიში, დუშან უშკოვიჩი.

როგორც ხედავთ "დუკლას" ამ ჩამონათვალში არ არის სენეგალელი თავდამსხმელი მუჰამადუ სეიე. ცნობისათვის, ზაფხულის მზადებისას გამართულ 9 საკონტროლო შეხვედრაში, სეიემ ყველაზე მეტი, 6 გოლი გაიტანა. სტუმართა ამ შემადგენლობაში მხოლოდ ორი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშები - ნახევარმცველმა მიხალ პანჩიკმა, 4 წლის წინ, ერთხელ მოირგო ეროვნულის მაისურა, ასაკოვანმა თავდამსხმელმა დუშან უშკოვიჩმა კი ორი მატჩი ჩაატარა ქვეყნის მთავარ გუნდში. სლოვაკებს იმერეთში 22 გულშემატკივარი ჩამოჰყვათ.

ახლა ჩვენს გუნდზე ვთქვათ. მშობლიურ არენაზე ივარჯი გუშინ "ზესტაფონმაც". გია გეგუჩაძეს სრული შემადგენლობა ჰყავს. იმერელთა კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძის ცნობით, უკვე გუნდთან ერთად სრულ დატვირთვით ვარჯიშობს თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი, რომელსაც სურდო ჰქონდა.

დაბოლოს, დღეს, "ზესტაფონი"-"დუკლას" მატჩი, "დავით აბაშიძეზე" 20 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 და 7 ლარია. შეხვედრას მოლდოველი მსაჯები გაუძღვებიან, არბიტრი ვიაჩესლავ ბარანი იქნება.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა