რა ხდებოდა კვალიფიკაციაზე, რბოლაზე და რბოლის შემდეგ
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპის შემდეგ ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ ახალი საინტერესო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია

- ლუის ჰემილტონმა ზედიზედ მეთორმეტედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან. ეს მეექვსე შედეგია ისტორიაში და ბრიტანელი ამ მაჩვენებლით დაეწია თანაგუნდელ ნიკო როსბერგს.

- ბაჰრეინში "მერსედესმა" 39-ე პოული მოიპოვა. გერმანული საჯინიბო მეშვიდე ადგილს იყოფს "ბრებემთან" ყველა დროის სიაში.

- სებასტიან ფეტელმა ბოლო სამ რბოლაში ორჯერ აიღო სტარტი პირველი რიგიდან: "ფერარის" პილოტებს ასეთი შედეგი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.

- ჰემილტონმა და ფეტელმა 23-ედ აიღეს სტარტი ერთად პირველი რიგიდან. ანალოგიური მიღწევა ჰქონდათ "რედ ბულის" პილოტებს - ფეტელსა და მარკ უებერს.

- კიმი რაიკონენმა გერმანიის 2013 წლის გრანპრის შემდეგ პირველად აიღო სტარტი მეოთხე პოზიციიდან - ეს ფინელის საუკეთესო მიღწევაა ამ პერიოდში.

- ფერნანდო ალონსომ პირველად გადაიყვანა "მაკლარენ-ჰონდა" კვალიფიკაციის მეორე სეგმენტში.

- ჯენსონ ბატონმა "მაკლარენის" რიგებში მე-100 კვალიფიკაცია ჩაატარა და ზედიზედ 50-ედ ვერ შეძლო პოულის მოპოვება. ბრიტანელს ამ გუნდის რიგებში მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული საკვალიფიკაციო რბოლა - 2012 წელს ბელგიაში.

რბოლა

- ლუის ჰემილტონმა გააგრძელა თავისი წარმატებული სერია - ის ბოლო 11 რბოლაში პოდიუმზე ავიდა, ამასთან, ცხრაჯერ - პირველ საფეხურზე. ფორმულა 1-ის ისტორიაში ორჯერ იყო უფრო გრძელი სერია - მიხაელ შუმახერის 19 პოდიუმი (აშშ'2001 - იაპონია'2002) და ფერნანდო ალონსოს 15 პოდიუმი (თურქეთი'2005 - კანადა'2006).

- ჰემილტონის გამარჯვება 240-ე იყო ბრიტანელი პილოტებისთვის. ეს ქვეყანა ლიდერობს ამ მაჩვენებლით - უსწრებს გერმანიას (151) და ბრაზილიას (101).

- ჰემილტონი ზედიზედ მეცამეტედ ლიდერობდა რბოლაში. ეს მესამე მაჩვენებელია ისტორიაში. ლუისზე წინ არიან ჯეკი სტიუარტი (17 რბოლა ზედიზედ, აშშ'1968 - ბელგია'1970) და მიხაელ შუმახერი (15 რბოლა ზედიზედ, ავსტრალია'2004 - იტალია'2004).

- კიმი რაიკონენი პირველად ავიდა პოდიუმზე 2013 წლის კორეის გრანპრის შემდეგ. ამით მან შეწყვიტა სერია - 25 რბოლა პოდიუმის გარეშე. ფინელი პირველად მოხვდა სამეულში "ფერარიში" დაბრუნების შემდეგ.

- რაიკონენმა კარიერაში 41-ე უსწრაფესი წრე აჩვენა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ალენ პროსტს. მასზე წინ მხოლოდ მიხაელ შუმახერია, რომელსაც 77 უსწრაფესი წრე ჰქონდა.

- რაიკონენი ბაჰრეინში მეშვიდედ ავიდა პოდიუმზე, თუმცა ამ ქვეყნის გრანპრი არასოდეს მოუგია. ამ მხრივ, რეკორდი ფერნანდო ალონსოს ეკუთვნის, რომელიც ბრაზილიაში რვაჯერ იყო პოდიუმზე, მაგრამ ერთხელაც ვერ მივიდა ფინიშთან პირველი.

- "ფერარიმ" 2010 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა პოდიუმი ბაჰრეინში.

- ნიკო როსბერგი კარიერაში 30-ედ ავიდა პოდიუმზე. ამ მაჩვენებლით ის ხუან-პაბლო მონტოიას დაეწია. ისინი ისტორიულ ცხრილში 31-ე ადგილს იყოფენ.

- სამი რბოლა ქულების გარეშე ფერნანდო ალონსოსთვის - ასეთი სერია ესპანელს 2009 წლის შემდეგ არ ჰქონია, როცა "რენოს" ღირსებას იცავდა.

- ჯენსონ ბატონმა ვერ აიღო სტარტი - პირველად 2005 წლის აშშ-ის გრანპრის შემდეგ. ამის გამო შეწყდა მისი 179-რბოლიანი სერია. ბრიტანელს რვა რბოლა დააკლდა რიკარდო პეტრეზეს რეკორდამდე (187 გრან-პრი ზედიზედ).

- ნიკო როსბერგი გახდა პირველი მრბოლელი, რომელმაც "მერსედესის" ბოლიდით 100 გრან-პრი ჩაატარა. ბატონს მე-100 რბოლა უნდა ჩაეტარებინა "მაკლარენში", მაგრამ ვერ შეძლო ტრასაზე გასვლა.

- "მაკლარენმა" ისტორიაში პირველად ვერ შეძლო სეზონის საწყის ოთხ რბოლაში ქულების მოპოვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები