უახლოეს დღეებში ქართველი მშვილდოსნები მსოფლიოს თასზე გამოვლენ, რომელიც 3-8 მაისს შანხაიში ტარდება. ეს ამ რანგის პირველი შეჯიბრებაა მიმდინარე სეზონში, სადაც საქართველოდან 5 სპორტსმენი გამოვა. ქალთა ნაკრები უცვლელი სამეულით იასპარეზებს: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე, ბიჭებში კი ლაშა ფხაკაძისა და ჯაბა მოსეშვილის დუეტი გამოვა.

წლეულს ჩვენს მშვილდოსნებს წარმატებული სეზონი უდგათ. განსაკუთრებით ქალებს, რომლებმაც ჯერ ევროპის ზამთრის პირველობაზე იყოჩაღეს, შემდეგ კი საბერძნეთში ევროპის თასზეც წარმატებით გამოვიდნენ. სლოვენიაში გამართულ ევროპირველობაზე, რომელიც დარბაზში ტარდებოდა, ანუ 18-მეტრიან დისტანციაზე, ქალთა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ვერცხლი მოიპოვა, პირადში კი საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე მხოლოდ ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. საბერძნეთში ქალებმა გუნდური პირველობა სულაც მოიგეს, თუმცა ურიგოდ არც პირადში გამოსულან იმის მიუხედავად, რომ უმედლოდ დარჩნენ - ორი მათგანი, ესებუა და ნარიმანიძე - მეოთხედფინალში გავიდა, საკვალიფიკაციოში კი სამივე ხუთეულში შევიდა.

სამწუხაროდ, ბიჭებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს. მათი მარცხი განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ბერძნულ მარათონში გამოდგა, სადაც ევროპის პირველი თამაშების საგზურები გაიცემოდა. იქ გამოსვლის უფლება ქალთა ნაკრებს და ფხაკაძეს უკვე მოპოვებული ჰქონდათ, მაგრამ ვაჟები გუნდური ლიცენზიისთვის იბრძოდნენ. საამისოდ ისინი ჯერ პლეი ოფში, ანუ 16 საუკეთესო გუნდს შორის უნდა მოხვედრილიყვნენ, მერე კი, მინიმუმ, ერთი შეხვედრა მაინც უნდა მოეგოთ. სამწუხაროდ, ეს ამოცანა ვერ შეასრულეს - 22-ე ადგილზე გავიდნენ და პლეი ოფში ვერ გავიდნენ.

მარათონში გამართული ეს შეჯიბრება უკვე ღია არენაზე ანუ ოლიმპიურ, 70-მეტრიან დისტანციაზე გაიმართა, თუმცა ჩვენი ქალებისთვის საჯილდაო ქვად მაინც ჩინური ტურნირი მიგვაჩნია. საქმე ისაა, რომ საბერძნეთში მხოლოდ ევროპელები გამოდიოდნენ, მსოფლიოს თასზე კი აზიელები და სხვა კონტინენტების წარმომადგენლებიც იასპარეზებენ.

როგორც ვხედავთ, ჩინეთში ჩვენგან ახალგაზრდები არ გამოვლენ. ისინი მაისის ბოლოს ევროპის ახალგაზრდულ თასზე ისვრიან, თუმცა იქაც მხოლოდ ერთი მონაწილე გვეყოლება - ხელვაჩაურელი ანა დუმბაძე, რომელსაც შეჯიბრებაზე პირადი მწვრთნელი გურამ ბასილაძე გაჰყვება. შიდა ტურნირის შედეგებიდან გამომდინარე, ნაკრების ხელმძღვანელობამ სხვების გაგზავნა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რადგან მათ ძალიან დაბალი ქულები დააგროვეს.

ჩვენი ნაკრები ამჟამად შეკრებას გადის, რაც მათ ცხოვრებაში სასიამოვნო ტრადიციად იქცა.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე