18 იანვარს საქართველოში საახალწლოდ მიძინებული კალათბურთი გამოიღვიძებს - დაიწყება ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი

მემორიალი

18 იანვარს საქართველოში საახალწლოდ მიძინებული კალათბურთი გამოიღვიძებს - დაიწყება ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი. მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ამიტომ სამმა კლუბმა თამაშზე უარი თქვა - "ბათუმმა", "ქუთაისმა" და "არმიამ".

წილისყრამ 8 გუნდი ორ ჯგუფში გაანაწილა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ღონისძიება საკმაოდ ორგანიზებულად წარიმართა, როგრც საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული, ბურთულის გახსნისთანავე დიდ ეკრანზე ამა თუ იმ გუნდის დასახელება ჩნდებოდა და შესაბამის ბადეში თავსდებოდა.

მემორიალის ფინალში, რომელიც 23 იანვარს გაიმართება ერთმანეთს ჯგუფების გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან. შეჯიბრება რუსთავში, ქიმიკოსების დარბაზში ჩატარდება.

A ჯგუფი: შსს, თსუ, "აგრარული", "სამედიცინო".

B ჯგუფი: "ენერჯი", "სოხუმი", სტუ, "დინამო".

მემორიალის კალენდარი

18 იანვარი

12:00 შსს-აგრარული

14:00 თსუ-სამედიცინო

16:00 ენერჯი-დინამო

18:00 სოხუმი-სტუ

20 იანვარი

12:00 შსს-სამედიცინო

14:00 აგრარული-თსუ

16:00 ენერჯი-სტუ

18:00 დინამო-სოხუმი

21 იანვარი

12:00 აგრარული-სამედიცინო

14:00 დინამო-სტუ

16:00 ენერჯი-სოხუმი

18:00 შსს-თსუ

23 იანვარი

ფინალი

16:00 A1- B1

თასი

შარშან საქართველოს თასის გათამაშება ისეთივე სისტემით ჩატარდა, როგორითაც ქორქია-საკანდელიძის მემორიალი. წლეულს თასის ფორმატი შეიცვალა - შეჯიბრება პლეი ოფის სისტემით გაიმართება. 26 იანვარს პირველობის ოთხი აუტსაიდერი (სტუ, "ბათუმი", "დინამო" და "აგრარული") საკვალიფიკაციო ტურნირს გაითამაშებს. მათ შორის გამარჯვებული თასის მეოთხედფინალში საუკეთესო რვაეულს შეუერთდება.

ამ ეტაპზე ყველაზე მეტად "არმიასა" და "სოხუმს" არ გაუმართლათ, ისინი ჯერ მეოთხედფინალში ერთმანეთს დაეჭიდებიან, ხოლო ნახევარფინალში შსს-სა და "სამედიცინოს" შორის გამარჯვებულს ეთამაშებიან. შესაბამისად, არც "სამედიცინოსა" და შსს-ს წარმომადგენლები უნდა იყვნენ კმაყოფილნი. თუმცა, მატჩებისას ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ამა თუ იმ გუნდის მომზადებაზე და არა მეტოქის სახელზე.

თასის გათამაშება რუსთავში დაიწყება, ხოლო ფინალურ შეხვედრას თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

თასის კალენდარი

საკვალიფიკაციო

26 იანვარი

1. 12:00 სტუ-ბათუმი

2. 14:00 დინამო-აგრარული

27 იანვარი

3. 14:00 1-2

მეოთხედფინალი

28 იანვარი

4. 12:00 არმია-სოხუმი

5. 14:00 შსს-სამედიცინო

6. 16:00 ენერჯი-თსუ

7. 18:00 ქუთაისი-(საკვალიფიკაციდან)

ნახევარფინალი

30 იანვარი

8. 16:00 4-5

9. 18:00 6-7

ფინალი

10. 17:00 8-9

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია: ვსა და "ქუთაისი"
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის