საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კლუბსა და ეროვნულ გუნდზე საუბრობს
საქართველოს ნაკრების ლეგიონერებიდან ბექა ბურჯანაძე ერთ-ერთია, რომელსაც წარმატებული სეზონი ჰქონდა. მეტიც - ბურჯანაძისთვის ახლახან დასრულებული სეზონი კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა.

ქართველმა ფორვარდმა სეზონის შუაში გუნდი გამოიცვალა - ესპანეთის უმაღლესლიგელი "სევილიიდან" მეორე ლიგის "ლეიმა ბასკეტში" გადავიდა, სადაც სათამაშო დრო და შესაბამისად, შედეგიანობა გაეზარდა. ბექასთან ინტერვიუ გასული სეზონის შეფასებით დავიწყეთ...

- გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ, შეიძლება ითქვას, რომ უკეთესი სეზონიც შეიძლებოდა მქონოდა, თუმცა საერთო ჯამში, უკმაყოფილო არ ვარ. მცირე ჩავარდნის შემდეგ, რომელიც შუა სეზონში მქონდა, დასკვნითი ნაწილი კარგად ჩავატარე. ცხადია, მომავალ სეზონში საკუთარი თამაშის ეს დონე აღარ დამაკმაყოფილებს.

- რა იყო მიზეზი, რომ სეზონის დასკვნითი ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარე?

- ახალ გუნდში რომ გადმოვედი, სიტუაციას თავიდან ალღო კარგად ვერ ავუღე. თამაშიც არ მიმდიოდა, თუმცა სეზონის დასასრული ახლოვდებოდა და სხვა გზა არ მქონდა, რამენაირად უნდა გამომესწორებინა თამაში, რათა შთაბეჭდილება მომეხდინა და ყურადღება მიმექცია, რაც გამომივიდა კიდეც.

- ანუ შემოთავაზებები მიიღე?

- არ დავმალავ და "ლეიმა ბასკეტისგან" შემოთავაზება რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე მივიღე. ჯერ კიდევ 1 მატჩი იყო დარჩენილი, როცა კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, დიდი სურვილი გვაქვს, თუკი მომავალ სეზონსაც ჩვენთან იქნებიო. ვნახოთ-მეთქი, საბოლოო პასუხი არ მითქვამს.

- რატომ? ალბათ, სხვა ვარიანტებიც გაქვს...

- გუნდის სახელს არ დავასახელებ და არის ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდის ვარიანტი.

დაახლოებით 2-3 დღეში გაირკვევა, რას შემომთავაზებენ და შემომთავაზებენ თუ არა. მეც ჯერჯერობით ლაკორუნიაში ვარ და სანამ რამე კონკრეტული წინადადება გამოჩნდება, "ლეიმა ბასკეტის" ბაზაზე ინდივიდუალურად ვვარჯიშობ.

- უმაღლეს ლიგაში დაბრუნება მართებულ ნაბიჯად მიგაჩნია?

- სადაც ჩემთვის განვითარების უკეთესი გარემო იქნება, იქ წავალ, იქნება ეს უმაღლესი ლიგა, მეორე ლიგა თუ საერთოდ, სხვა ქვეყნის ჩემპიონატი. არ მაქვს პრობლემა, შემიძლია ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, თუკი დარწმუნებული ვიქნები მის სისწორეში.

- ლა კორუნიის უფრო დიდ ქალაქში თამაში არ გიჯობს?

- მთავარია, უმაღლეს დონეზე ითამაშო და საკუთარი თავით კმაყოფილი იყო. ისე კი, ლა კორუნია დიდი სპორტული ტრადიციების ქალაქია. გეცოდინებათ დეპორტივო, რომელიც ახლო წარსულში ორგზის ესპანეთის ჩემპიონია. დეპორტივოს ახლა ცუდი დროება უდგას, თუმცა მათ თამაშზე მაინც წავედი და ფეხბურთის ყურებისგან სიამოვნება მივიღე.

- ნაკრებზე რას იტყვი, რამდენად მზად ხარ, ევროპის ჩემპიონატზე გუნდს დახმარება გაუწიო?

- მე 100 პროცენტით მზად ვარ. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ასე იქნება ახლაც. ვიცი, რომ ბევრი სამუშაო მაქვს, ვიცი, რომ ჯერაც ბევრი მიკლია სრულყოფილ თამაშამდე და ამ გამოწვევას ვღებულობ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემზე გამოცდილი კალათბურთელისგან ცოდნა შევიძინო, მით უმეტეს, როცა საქართველოს ნაკრებში ვიმყოფები.

- შანსებზე რას იტყვი?

- შესანიშნავი მოსამზადებელი გეგმა გვაქვს. ევროპის ჩემპიონატამდე ძალიან ძლიერი ნაკრებები გაგვიწევენ სპარინგ-პარტნიორობას - საფრანგეთი, იტალია, რუსეთი, არც ბოსნიაა ნაკლები. მთავარი ისაა, ტრავმებმა არ შეგვაწუხოს და წარმატებული ასპარეზობის დიდი შანსი გვექნება.

- სანიკიძე, რომელიც შენი ამპლუისაა, დღესდღეობით ვერ ვარჯიშობს...

- რამდენადაც ვიცი, სანიკიძე ევროპის ჩემპიონატისთვის 100 პროცენტით მზად იქნება. ასე რომ, ღმერთის წყალობით, ყველანი ჯანმრთელად ვიქნებით.

- ყველაზე უხერხული მეტოქე რომელია?

- რა თქმა უნდა, მასპინძელი ხორვატია, რომლისგანაც მწარე მოგონებები მოგვდევს და სლოვენიაც ანალოგიურად. ორივე გუნდი გასულ ევრობასკეტზე ჯგუფში გვყავდა და ორივესთან ბოლო წამებზე დავმარცხდით. ხორვატიის განსაკუთრებული ჟინი მაქვს და მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ევრობასკეტის მასპინძლებს რევანშს ავუღებთ.

წყარო: gbf.ge

ორთაჭლელი
ამ ახალგაზრდას ნამდვილად კარგი მომავალი აქვს, აბა შენ იცი!!!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში