არსენ ვენგერი ლონდონის "ჩელსიზე" ფიქრობს და არა ჟოზე მოურინიოზე
"ემირეიტსზე" "არსენალი"-"ჩელსია" და ჩვენც პირდაპირ საქმეს შევუდგეთ და ამ შეხვედრაზე ვთქვათ: "არსენალი" ამჟამად ყველაზე კარგ ფორმაში მყოფი გუნდია პრემიერლიგაში და ეს სტატისტიკითაც დასტურდება - ზედიზედ 8 მოგება. "ჩელსი" კი ყველაზე კარგი გუნდია მთელი სეზონის განმავლობაში, რაც სატურნირო ცხრილში აისახება - ათქულიანი უპირატესობა უახლოეს მდევართან და უახლოესი მდევარი სწორედ "არსენალია".

თავის მხრივ "მეთოფეები" მანჩესტერულ გუნდებს "სიტისა" და "იუნაიტედს" გაექცნენ და "ჩელსისთან" დერბი რომც წააგონ, გამოტოვებული მატჩის მოგების შემთხვევაში, მეორე ადგილზე დაბრუნდებიან.

თუმცა არსენ ვენგერს წაგების გაგონებაც არ უნდა, აქ უკვე პირადი პრესტიჟის, სიამაყისა და ჟოზე მოურინიოსთან ძველი უთანხმოებების საკითხიც დგება, მიუხედავად იმისა, რომ ამ სპეციალისტებს შორის ურთიერთობა ბოლო დროს შედარებით დათბა.

თუნდაც "დაცხეს", ვენგერს ვერ დაავიწყდება ის, რომ მოურინიომ მე-1000 მატჩიც ჩააშხამა, პოსტზე ყოფნის 18-წლისთავიც და ზოგადად ფრანგს "განსაკუთრებულისთვის" 12 დუელიდან არც ერთი არ მოუგია - 5 ფრე, 7 წაგება.

"არსენალმა" "ლურჯებს" უკანასკნელად 2011 წელს მოუგო, მაშინ მოურინიო ჯერ დაბრუნებული არ გახლდათ.

"მე მგონი, იმ 12-დან ყველა არ წაგვიგია, რამდენჯერმე გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. თანაც, კვირას წინა შეხვედრების შედეგებს მნიშვნელობა არ ექნება და მინდორზე გუნდების მოქმედება გადაწყვეტს ყველაფერს.

კარგ ფორმაში ვართ, კარგი სერია გვაქვს და საკუთარ კედლებში თამაში დამატებითი პლუსია იმისათვის, რომ მოვიგოთ, რისი გაკეთება გვინდა კიდეც. ბოლო პერიოდში ბევრი ტესტი ჩავაბარეთ და ეს კიდევ ერთი კარგი გამოცდაა.

რაც შეეხება მოურინიოსთან ჩემს ურთიერთობას, ამაზე საუბარი არ მსურს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც მატჩი დაიწყება, ყველას ის დააინტერესებს თუ, რა მოხდება მინდორზე და არა ჩვენი ურთიერთობა. მშვენიერ თამაშს ველოდებით", - თქვა ვენგერმა.

მოგება რასაკვირველია, "არსენალს" არაფრის გარანტიას არ აძლევს და ვენგერიც რეალურად უყურებს სურათს, სხვაობა 7 ქულამდე შემცირდება, ხოლო გუნდებს 5-5 მატჩი დარჩებათ გასამართავი. "მეთოფეთა" შანსები არც ისე, დიდია, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამარჯვება პრინციპის საკითხია.

"მათემატიკურად შესაძლებელია, რომ ჩემპიონები გავხდეთ, მაგრამ რეალურად ყველაფერი "ჩელსის" ხელშია. თუმცა ჩვენი თამაში უნდა მოვიგოთ და დაველოდოთ, რა მოხდბა მერე. სანამ შანსი არის, მისი გამოყენება უნდა ვცადოთ.

"ჩელსის" ბევრი ძლიერი მხარე აქვს, კონტრიერიშებზე პროდუქტიული თამაში, დაცვაში კარგი მოქმედება, ცოტა გოლის გაშვება, ყველაზე ცოტა მარცხი, სტანდარტული მდგომარეობების გამოყენება და, რაც მთავარია, სტაბლურობა", - თქვა ვენგერმა.

უკვე რა ხანია, არითმეტიკა-მათემატიკას გაიძახის მურინიოც, ამდენი და ამდენი ქულა გვჭირდება, მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანიო. შესაბამისად, მან იცის, რომ ეს თამაში თუ მოიგო შემდეგი გამარჯვებით უკვე ჩემპიონობის განაღდება შეეძლება.

მისი ერთ-ერთი მთავარი იარაღი "მეთოფეების" ყოფილი კაპიტანი ფრანსესკ ფაბრეგასი იქნება. ისე, ვენგერი ამ თემასაც შეეხო და ფანებს მოუწოდა, ფაბრეგასს თბილად დახვდითო.

პრინციპში, სესკი უკვე ყოფილა "არსენალთან" სტუმრად მეტოქის მაისურით და მაშინ უმეტესობა კარგად შეხვდა.

ფრთხილად, "ლივერპულია"

კვირადღესვე "გუდისონ პარკზე" "ჩელსისთან" მტკივნეული მარცხისგან მიღებული იარების მოშუშებას "მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცდება. "წითელ ეშმაკებს" ბოლო წლებში "ევერტონთან" პაექრობა უჭირთ - 3 წაგება, 2 მოგება, 1 ფრე. ამ სტადიონზე მათი უკანასკნელი ორი სტუმრობა მარცხით დასრულდა. არადა, "ლივერპული" არც ისე შორსაა თუ ჩავთვლით, რომ გადადებულ მატჩს მოიგებს, რომელიც სამშაბათს "ჰალთან" ელოდება.

კიდევ უფრო ფრთხილად უნდა იყოს "სიტი", რომელთანაც მერსისაიდელები უფრო ახლოს არიან. მანუელ პელეგრინის გუნდს ასოციაციის თასის ფინალში გასვლით ფრთაშესხმული "ასტონ ვილა" ეწვევა. ტიმ შერვუდმა ბირმინგემელები დაქოქა და მისგან გამორიცხული არაფერია, შეიძლება, "ეტიჰადზეც" სიურპრიზი შემოგვთავაზოს, თანაც "ვილას" დარჩენა ჯერ არ გაუნაღდებია.

"ლივერპული", რომელიც უკვე ვახსენეთ, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" სტუმრობს. ტონი პულისი 8 ქულით მოსწყდა გასავარდნ ზონას და მიუხედავად ურთულესი კალენდრისა, წესით გავარდნა აღარ დაემუქრება, მაგრამ ეს სპეციალისტი არაფრის დამთმობი არ არის.

"ლივერპულისთვის" კი ახლა დარჩენილი ყველა შეხვედრა ფინალივითაა, ვერ მოიგებს და ოთხეულში მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩება.

გუნდში პოზიტიური მუხტია, ჯორდან ჰენდერსონმა, როგორც იქნა, ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, იგი "ენფილდზე" 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება და კვირაში 100 ათას ფუნტს მიიღებს. 24 წლის ნახევარმცველის თქმით, სიხარულით მთვარეზეა, მაგრამ ვნახოთ ახლა დედამიწაზე, როგორ დაეშვება და თავის მეგობრებთან ერთად როგორ ითამაშებს მინდორზე.

სხვა მატჩები

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მატჩია "ბარნლისა" და "ლესტერს" შორის. "მელიები" დიდხანს იყვნენ ბოლო საფეხურზე, თითქოს, უიმედოდ, მაგრამ ახლა ზედიზედ სამჯერ იმარჯვეს. "ბარნლი" კი "ქუინზ პარკთან" ინაწილებს ბოლო საფეხურს და ძალიან სჭირდება გამარჯვების მოპოვება.

რაც შეეხება ქპრ-ს, ის ცუდ ფორმაში მყოფ "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება და "ჩაქუჩების" კრიზისით სარგებლის ნახვას შეეცდება. აი, ალან პარდიუს კი გასაჭირში მყოფი "ჰალით" ლამობს პირის ჩატკბარუნებას და ათეულში შებიჯებას. "ვეფხვებს" 6 შეხვედრაა, არ მოუგიათ და ბოლო სამეულამდე 1 გოლი აშორებთ, ახლა კი სტივ ბრიუსმა "არწივებთან" უნდა სცადოს, რამეს გამორჩეს.

მიჯრით 6 წაგებით (აქედან 4-ჯერ გოლის გატანის გარეშე) დათრგუნული "ნიუკასლი" "სუონსის" მასპინძლობს. "თეთრი გედები" მე-8 ადგილზე არიან და იქ დარჩენისთვის "კაჭკაჭებთანაც" წარმატება სჭირდებათ, თორემ შეიძლება, მე-8 პოზიციაზე ბუდე "სტოკმა" გაიკეთოს, რომელიც საკუთარ "ბრიტანიაზე" ქულებზე დაგეშილ "შავ კატებს" ხვდება, დიკ ადვოკაატის "სანდერლენდს" მართლაც ძალიან სჭირდება პოზიტიური შედეგი, რადგან გასავარდნ ზონას ერთადერთი ქულა აშორებს.

დაბოლოს, მატჩი რომლითაც იხსნება კიდეც ტური - მაურისიო პოჩეტინო თავისი ამჟამინდელი გუნდით "ტოტენჰემით", "სენტ მერიზე" ექსკლუბის, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ შესაბმელად ჩადის. პოჩეტინომ ექსგუნდს სულ ახლახან გადაასწრო ერთი ქულით და სულ მცირე, სპორტული ინტერესისთვის სურს უფრო წინ გასვლა, ისევე როგორც მის ვიზავ რონალდ კუმანს.

პრაგმატული კუთხით კი შეხვედრას კიდევ უფრო დიდი დატვრითვა აქვს, რადგან არის შანსი, რომ მე-7 ადგილი ევროპალიგაზე ვერ მოხვდეს, ამიტომაც, კარგ ბრძოლასა და მატჩს უნდა ველოდოთ.

პრემიერლიგა. XXXIV ტური

შაბათი. 25 აპრილი

საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 15:45

დისკვალიფიკაცია: ვანიამა -

ტრავმა: ჯურიჩიჩი, გალაჰერი, როდრიგესი, ფორსტერი, მაიუკა - უოკერი, ლორისი

ბოლო 6 მატჩი

+3 =1 -2 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 75 თამაში: +23 =17 -35 (96-128)

ბარნლი-ლესტერი 18:00

დისკვალიფიკაცია: ბარნსი -

ტრავმა: მარნი, დამიგენი, ლონგი - ბაკაიოგო

ბოლო 6 მატჩი

+1 =1 -4 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 43 თამაში: +20 =13 -10 (89-64)

კრ. პალასი-ჰალი 18:00

დისკვალიფიკაცია: - მეილერი

ტრავმა: მატჩი, ტომასი, იონი - იელავიჩი, სნოდგრასი

ბოლო 6 მატჩი

+4 =0 -2 +0 =2 -4

ურთიერთშეხვედრები

სულ 3 თამაში: +2 =0 -1 (2-2)

ნიუკასლი-სუონსი 18:00

დისკვალიფიკაცია: სისე - ნ. ტეილორი

ტრავმა: ჰაიდარა, დამეტი, ტიოტე, აარონსი, ს. ტეილორი - კეროლი, გომისი, ნოტონი

ბოლო 6 მატჩი

+0 =0 -6 +2 =1 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +1 =2 -4 (6-10)

ქპრ-ვესტ ჰემი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დაფტი, ტაარაბტი, რ. ფერდინანდი, ფურლონგი, ფორლინი, ვარგასი - ჰენრი, ტომკინსი, სახო, კეროლი

ბოლო 6 მატჩი

+1 =1 -4 +1 =1 -4

ურთიერთშეხვედრები

სულ 35 თამაში: +9 =15 -11 (46-42)

სტოკი-სანდერლენდი 18:00

დისკვალიფიკაცია: - ლარსონი

ტრავმა: მუნიესა, მოზესი, ოდემვინგი, ბოიანი - ალვარესი, ბრაუნი, ჯაკერინი

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +1 =1 -4

ურთიერთშეხვედრები

სულ 97 თამაში: +27 =23 -47 (106-157)

ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 18:00

დისკვალიფიკაცია: მულუმბუ -

ტრავმა: ფოსტერი - ფლენეგანი, სახო

ბოლო 6 მატჩი

+2 =0 -4 +4 =0 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 123 თამაში: +32 =34 -57 (136-187)

სიტი-ასტონ ვილა 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კლიში, მილნერი, კომპანი, იოვეტიჩი, ბონი - ჰალტონი, სისოხო, სენდეროსი, ჰერდი

ბოლო 6 მატჩი

+3 =0 -3 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 149 თამაში: +61 =37 -51 (239-216)

კვირა. 26 აპრილი

მანჩესტერი-ტოტენჰემი 16:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ოსმანი, ოვიედო, ჰილბერტი, გიბსონი - როხო, ბლინდი

ბოლო 6 მატჩი

+4 =1 -1 +5 =0 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 171 თამაში: +56 =40 -75 (245-264)

არსენალი-ჩელსი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დიაბი - რემი, დიეგო კოშტა

ბოლო 6 მატჩი

+6 =0 -0 +5 =1 -0

ურთიერთშეხვედრები

სულ 155 თამაში: +61 =46 -48 (220-201)

ბომბარდირები:

20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), სერხიო აგუერო (სიტი); 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 17 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 14 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი); 13 - ედენ აზარი (ჩელსი); 12 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 11 - პაპის დემბა სისე (ნიუკასლი), დავიდ სილვა (სიტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტორ
კაცურად გვითხარი ეს მათემატიკური ფორმულები როგორ გავიგოთ? სპორტული კომენტატორი ხარ თუ კომაროვის მასწავლებელი
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
გაყიდვა ახლავე სურთ - ვულვზის ფორვარდის დამატება პრემიერ ლიგის კლუბს სურს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
ამორიმი შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს - ყველაფერი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ გადაწყდება
ვან დეიკმა მისი კარიერის შესაძლო დასრულების ჭორებს უპასუხა
"ექიმების რეკომენდაციებს არაფრად აგდებდა" - The Athletic-ი მარესკას "ჩელსიდან" გაშვების მიზეზებს ასახელებს
"ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბრაიტონის" ნახევარმცველისთვის იბრძვიან
თუ "სიტისთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს - "რეალს" როდრის გაფორმების გეგმა აქვს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] ...იქნებ, ამიტომაც დაისაჯა გვარდიოლა - "ჩელსიმ" "ეტიჰადიდან" დამსახურებული ქულა წაიღო
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
"სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელები არ მყავს, შეშფოთებული ვარ" - პეპ გვარდიოლა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ
"მე მენეჯერი ვარ და არა მწვრთნელი" - ამორიმი "იუნაიტედის" ხელმძღვანელებს დაუპირისპირდა
"ჩელსის" გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას აუცილებლად უნდა მოხმარდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
პრესკონფერენცია ძვირად დაუჯდა - "იუნაიტედმა" ამორიმი გაათავისუფლა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა
"ვნანობ თუ არა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას?" - ჯანლუიჯი დონარუმა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
[VIDEO] უსახური მატჩი "ემირეითსზე" - "არსენალმა" და "ლივერპულმა" ქულები გაიყვეს
"არსენალს" 14 ქულით სწორედ ამიტომ ჩამოვრჩებით" - არნე სლოტი
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
ოფიციალურად: სემენიო "სიტის" ფეხბურთელია