ზე რაგბის ახალი გუნდის, "მელბურნ რებლზის" მთავარი მწვრთნელი როდ მაკქუინი პირველი თამაშისთვის ემზადება
ზე რაგბის ახალი გუნდის, "მელბურნ რებლზის" მთავარი მწვრთნელი როდ მაკქუინი მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა მისი ბიჭები ბრძოლაში ჩაებმებიან. "რებლზი", რომელიც ზე რაგბის გათამაშებაში პირველ შეხვედრას 18 თებერვალს სიდნეის "ვორათაზთან" გამართავს, შაბათს, 15 იანვარს პირველ საწვრთნელ მატჩში ტონგას ნაკრებს დაუპირისპირდება.

"მეამბოხეები" ტონგელებს ერთი კვირის მერე ისევ შეხვდებიან, 29 იანვარს კი ფიჯის ნაკრებთან ითამაშებენ. ბოლო საწვრთნელ შეხვედრას როდ მაკქუინი და კომპანია 5 თებერვალს ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზთან" გამართავს.

"რებლზმა" სეზონისთვის მზადება სამი თვის წინ დაიწყო.

"სამი თვეა ერთად ვვარჯიშობთ. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ვინაიდან ჯერ არავისთან გვითამაშია, ძნელია განსაზღვრო გუნდის რეალური ძალა. პირველი თამაში ტონგას საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან გვაქვს, რომელიც წლეულს გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების მონაწილეა. კუნძულელები ჯგუფში ახალი ზელანდიის ნაკრებთან მოხვდნენ.

მეტიც, ისინი "ოლ ბლექსს" გახსნის მატჩში დაუპირისპირდებიან. ამიტომ სერიოზულად ემზადებიან და ახლახან, საფრანგეთის "ბარბაროსებსა" და იტალიის A ნაკრებს მოუგეს.

ერთი სიტყვით, გამომცდელი სერიოზული გვყავს. მათთან პირველ მატჩში შევეცდებით სასტარტო თხუთმეტეული დავადგინოთ. მომდევნო შეხვედრებში კი, არჩეული შემადგენლობის შეთამაშებას შევეცდებით", - თქვა როდ მაკქუინმა.

აღსანიშნავია, რომ ტრავმების გამო ტონგასთან ვერ ითამაშებენ: სტირლინგ მორთლოქი, ადამ ფრაიერი, ჯულიან ჰაკსლი, ლუკ რუნი და მარკ ჯერარდი.

"მელბურნ რებლზი":

ფორვარდები: ადამ ფრაიერი, ტიმ დევიდსონი, გერეთ დელვე, კევინ ონეილი, ჯეროდ სეფი, გრეგ სომერვილი, ნიკ ჰენდერსონი, ჰით ტესმანი, ლორი ვიკსი, როდნი ბლეკი, ტომ ჩემბელრენი, ჰიუ პაილი, ლუკ ჯოუნზი, ჯედ რობინსონი, ადამ ბირნსი, ალისტერ კემპბელი, მაიკლ ლიპმენი, ჰონი მაკდონალდი.

უკანა ხაზი: დენი სიპრიანი, ლეთჩლენ მითჩელი, სტირლინგ მორთლოქი, მარკ ჯერარდი, პიტერ ბეთამი, ჯეიმზ ჰილგენდორფი, კუპერ ვუნა, ჯულიან ჰაკსლი, ჯი პი დუ პლესი, ნიკ ფილიფსი, ლუკ რუნი, აფუსიპა ტაუმეოპეუ, რიჩარდ კინგი, სემ კორდინგლი.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა