ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რაგბი ყველაზე სახიფათო სპორტია? "მსოფლიო რაგბი" მითებს ანგრევს

რაგბი ყველაზე სახიფათო სპორტია? "მსოფლიო რაგბი" მითებს ანგრევს

მარტივ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრებები, რომლებიც ყველაზე რთული და ემოციური თემების გარშემო არსებულ მითებს დაანგრევს
მორაგბეთა კეთილდღეობა "მსოფლიო რაგბის" ნომერ პირველი პრიორიტეტია, მითუმეტეს, როცა მსოფლიო თასი გვიახლოვდება, მაქსიმალურად ფოკუსირებულები და მომზადებულები ვართ ტრავმების (განსაკუთრებით ტვინის შერყევის) პრევენციისა და მენეჯმენტის კუთხით.

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ყველაზე გავრცელებული და მარტივ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრება, რომელიც ყველაზე რთული და ემოციური თემების გარშემო არსებულ მითებს დაანგრევს.

ტრავმები

მითი - რაგბის ისტორიაში ამდენი ტრავმა არასდროს ყოფილა

არასწორია. "მსოფლიო რაგბისა" და ინგლისის რაგბის კავშირის მეთვალყურეობით ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ 2002 წლის შემდეგ ტრავმების რაოდენობა არ გაზრდილა და ამ პერიოდის განმავლობაში არც დაზიანების სიმძიმე შეცვლილა.

სოციალურ დონეზე არსებული ტრავმების რაოდენობა ელიტური დონის მეოთხედზე ნაკლებია. ავსტრალიის მთავრობის "სპორტული ტრავმებისცენტრის" მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ ჰოსპიტალიზაციის რეიტინგი ფეხბურთთან, ველოსპორტთან, მოტოსპორტთან და საწყლოსნო აქტივობებთან შედარებით შესამჩნევად დაბალია.

მითი - მოთამაშის სიდიდე ზიანის ხელშემწყობია

ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო დონეზე მოასპარეზე მორაგბეების სიდიდის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია.

ტრავმების რაოდენობის მატება მორაგბის ზომის ზრდაზე პირდაპირ რომ იყოს დამოკიდებული, მაშინ ყველაზე გავრცელებული კონტაქტური დაზიანებების (მყესის დაზიანება, მხრის ამოვარდნა & ბარძაყის ჰემატომა) რაოდენობაც გაიზრდებოდა, მაგრამ ეს არ მომხდარა.

მითი - რაგბი ყველაზე სახიფათო სპორტია

რაგბი, როგორც გუნდური სპორტი, ყველა ზომისა და ფორმის ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი; იგი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სხვა სოციალური ღირებულებების პოპულარიზაციას, ეხმარება ახალგაზრდებს ჭარბი წონისა და უმოქმედობის დაძლევაში.

რისკის ელემენტები არსებობს ყველაფერში, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ. ასე, რომ არასწორია ვთქვათ, რომ რაგბი სხვა რომელიმე სპორტის სახეობაზე უფრო მეტად სახიფათოა.

2013 წელს ავსტრალიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჰოსპიტალიზაციის კუთხით, ჯამში არსებული დაზიანებებიდან მხოლოდ 5 %-იანი წილი აქვს რაგბს, მაშინ, როცა ველოსპორტში (25%), მოტოსპორტში (23%), ცხენოსნობაში (23%) დაოზი რულზში (6%) მომხდარი ტრავმების ოდენოაბ რაგბის და ფეხბურთს 3%-ით აღემატება.

რაგბის ტრავმები სხვა სპორტის სახეობებთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაზიანებებად მიიჩნევა, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის დიდ პერიოდს არ საჭიროებს (1.6 დღე). ფეხბურთი (1.7 დღე), საციგურაო სახეობები (2.3 დღე), ტანვარჯიში (2.4 დღე), ველო და საწყლოსნო სპორტი (2.6), ცხენოსნობა (3.1) და მოტოსპორტი (3.5).

მსოფლიოს მასშტაბით ფიზიკური უმოქმედობა სიკვდილიანობის მთავარი გამომწვევი მიზეზია. 2013 წელს უმოქმედობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ავსტრალიაში 150 000 ადამიანი დაიღუპა მაშინ, როდესაც სპორტული ტრავმების მიზეზით 30 ადამიანი გარდაიცვალა.

მითი - რაგბის თამაში ბავშვებისთვის სახიფათოა

არასწორია. 12-წლამდელების დონეზე არანაირი განსხვავება არ არის ზემოთ წარმოდგენილ სპორტულ რეიტინგებთან მიმართებაში.

არსებობს რაგბის არაკონტაქტური ფორმები, რომლებიც შესაძლოა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის უფრო მისაღები იყოს, თუმცა დაზიანების მიღების რისკი ყველგან არსებობს.

ტვინის შერყევა

მითი - რაგბი ტვინის შერყევის წინააღმდეგ ბრძოლას აგებს

არასწორია. ტვინის შერყევის თავიდან აცილება, მოთამაშეთა კეთილდღეობის კუთხით, კვლავაც ნომერ პირველი პრიორიტეტია. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და ვამბობთ, დაფუძნებულია დამოუკიდებელ მტკიცებულებებსა და კვლევებზე და არა ემოციებსა და მოსაზრებებზე.

მორაგბეებს ყველაზე წინ ვაყენებთ და განათლებით, მენეჯმენტით, პრევენციითა და კვლევის სტრატეგიებით ვუზრუნველყოფთ.

მითი - დიდი ფიზიკური დატვირთვის გამო ტვინის შერყევის რისკი იზრდება

არასწორია. ტვინის შერყევების გაზრდილი რაოდენობა, ელიტურ ჯგუფში, დაკავშირებულია როგორც მოთამაშის სიდიდეზე, ისე თამაშის ფიზიკურობის დონეზე.

მონაცემები ადასტურებს, რომ ამ მაჩვენებლის ზრდადობა უფრო მეტად "მსოფლიო რაგბის" მზარდ ჩარევასთანაა დაკავშირებული, რაც გულისხმობს გუნდის სამედიცინო პერსონალის სავალდებულო განათლებას და დროებითი შეცვლების სისტემის დანერგვას, რომელიც ემსახურება მოთამაშის გამოყვანას საეჭვო ან დადასტურებული ტვინის შერყევის დროს.

მითი - რაგბიში ტვინის შერყევის დადგენას 10 წუთში ცდილობენ

არასწორია. ტვინის შერყევის ექსპერტების მკაფიოდ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, "მსოფლიო რაგბიმ" წარმოადგინა სისტემა, რომელიც სამედიცინო პერსონალს მოედნის ტერიტორიაზე თავის ტრამვების აღმოჩენაში ეხმარება, რაც გულისხმობს მოედანზე მოთამაშის გამოვლენას, რომელიც მოედნიდან სასწრაფო ან დროებით გამოყვანას საჭიროებს.

თუ დიაგნოზი გაურკვეველია, მოთამაშე მოედნიდან გაყვანილი უნდა იქნეს თავის ტრავმის შეფასების მიზნით (10-წუთიანი მოედნისგარე შემოწმების პროცედურა). თუმცა თავის ტრავმის შეფასების პროცედურა ტვინის შერყევის დიაგნოსტიკას არ ახდენს, ის უბრალოდ არსებულ ვარაუდს ადასტურებს.

თუ თავის ტრავმის შეფასების პროცედურით ტვინის შერყევა დადასტურდა, მოთამაშე საბოლოოდ ტოვებს თამაშს. ტვინის შერყევის დიაგნოსტიკა ხდება თამაშის შემდეგ 36 საათის განმავლობაში

ჩვენი მოწოდება მსოფლიო სარაგბო ოჯახისადმი: რა დონისაც არ უნდა იყოს თამაში, აუცილებელია დადასტურებული და საეჭვო სიმპტომების მქონე მოთამაშეების ამოცნობა და მოედნიდან გაყვანა.

ტექნიკურ ზონაში მოთამაშის მდგომარეობის შეფასება მხოლოდ ელიტურ დონეზე ხდება, სადაც ექსპერტი მედპერსონალია ხელმისაწვდომი. დროებითი შეცვლის წესის შემოღებამდე მოთამაშეების 56% დადგენილი ტვინის შერყევის მიუხედავად მოედანზე რჩებოდა. ახლა ეს ციფრი 12%-ზე ნაკლებია (BJSM – "სპორტული მედიცინის ბრიტანული ჟურნალი", 2014 წ.).

თითოეულ მოთამაშეს, რომელიც საბოლოოდ გადის თამაშიდან, სტადიონიდან წასვლამდე უტარდება SCAT 3 ანალიზი (სპორტში ტვინის შერყევის შეფასების პროცედურა).

მითი - ტრავმების მიმართ არცერთ სხვა სპორტს არ აქვს ისეთი მიდგომა, როგორც რაგბის

არასწორია. მსგავსი მულტიმოდალური სისტემები ყველა ძირითად კონტაქტურ სპორტს აქვს, რომელიც SCAT 3-ზეა დაფუძნებული.

ტვინის შერყევასთვან დაკავშირებით, ციურიხის კონსესუსის განაცხადი მოითხოვს, რომ უნდა მოქმედებდეს ტვინის შერყევაგადატანილი მორაგბეების აქტიურ თამაშში ეტაპობრივად დაბრუნების პროტოკოლი; ამასთანავე, ახალგაზრდების მიმართ მიდგომა უფრო კონსერვატიული უნდა იყოს - რაგბი ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს.

მითი - აქტიურ თამაშში ეტაპობრივად დაბრუნების პროტოკოლი მორაგბეებს საფრთხეში აგდებს

აქტიურ თამაშში ეტაპობრივად დაბრუნების პროტოკოლს ყველა სპეციალისტი უჭერს მხარს. ტვინის შერყევის შემდეგ, ყოველმა მოთამაშემ უნდა გაიაროს აქტიურ თამაშში დაბრუნების 6-ეტაპიანი პროტოკოლი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

აქტიურ თამაშში დაბრუნების და სავარჯიშო პროცესში ჩაბმის პროტოკოლის მთავარი დანიშნულება იმის უზრუნველყოფაა, რომ მოთამაშეს დაზიანების სიმპტომები აღარ ჰქონდეს. თამაშში მხოლოდ ჯანსაღი მორაგბე უნდა დაბრუნდეს.

აქტიურ თამაშში ეტაპობრივად დაბრუნების პროტოკოლი ციურიხის კონსენსუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციაა. მოგეხსენებათ, ციურიხის კონსენსუსის მონაწილე სპორტის სახეობებია რაგბი, ფეხბურთი, ჰოკეი და სხვა რამდენიმე პოპულარული სპორტი.

მითი - თავის ტრავმების შეფასების პროტოკოლი ელიტურ მოთამაშეებს ზღვის გოჭების პოზიციაში აყენებს

არასწორია. თავის ტრავმების შეფასების სისტემის შემოღებამდე, ტრამვირების რისკი 4-ჯერ მეტი იყო, რადგანაც ტვინის შერყევის მქონე მოთამაშეები 4-ჯერ უფრო ხშირად ბრუნდებოდნენ თამაშში.

რაგბი ერთადერთი სპორტია, რომელსაც თავის ტრამვების შესახებ არაერთი კვლევა აქვს ჩატარებული. ეს კი იმის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებულიგადაწყვეტილებები მივიღოთ და არ ვენდოთ ინდივიდუალურ მოსაზრებებსა და ემოციებს.

თავის ტრავმების შეფასების პროტოკოლი საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით, მორაგბეთა კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა. ცოტა ხნის წინ მოთამაშეთა საერთაშორისო ასოციაციამ თავის ტრავმების შეფასების პროტოკოლი აღიარა, როგორც მოთამაშეთა კეთილდღეობისკენ მიმართული უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რაც კი ბოლო 4 წლის მანძილზე შემოუთავაზებია ვისმეს.

მითი - ჩაფხუტი მოთამაშეს ტვინის შერყევისგან იცავს

არასწორია. ტვინის შერყევის რისკის შესამცირებლად ჩაფხუტი არასდროს ყოფილა მიღებული და აღიარებული "მსოფლიო რაგბის" მიერ.

2009 წელს ავსტრალიაში ჟურნალში "მედიცინა და მეცნიერება სპორტში" გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ჩაფხუტის სისტემატური გამოყენება არ შეიძლება ჩაითვალოს თამაშის ან ვარჯიშის დროს მიღებული ტვინის შერყევის დამცველ მექანიზმად. მან შეიძლება მხოლოდ გაჭრის და დაბეჟვის რისკები შეამციროს.

დოპინგი

მითი - ამ ზომის სპორტსმენებს მხოლოდ დოპინგის სისტემატურად მიღების კულტურა თუ ჩამოაყალიბებს

არასწორია. ელიტური დონის მოთამაშის ზომა და ფიზიკური ძალა ვარჯიშისა და სწორი კვების კომბინაციით ყალიბდება.

განათლება პრევენციის გასაღებია - აკრძალვა იწყება და მთავრდება მოთამაშეების მიერ დოპინგის საფრთხისშემცველი შედეგების გააზრებით.

პროგრამის წარმატებას ტესტების რაოდენობა კი არა, რისკფაქტორებისა და არსებული ტენდენციების სწორი გათვალისწინება განაპირობებს. სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია არასატურნირო ტესტირება და შემთხვევითი, რანდომული სისხლის ანალიზი; 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ 1000-ზე მეტი სისხლის ანალიზი გვაქვს აღებული და ტესტირებისთვის შერჩეულ მორაგბეთა ჯგუფის წევრებზე ბიოლოგიური პასპორტები გაგვაჩნია.

2014 წელს მსოფლიო რაგბმა სარეკორდო მასშტაბის ტესტირების პროგრამა განახორციელა, რომელიც მოიცავდა 2021 საშეჯიბრო და არასაშეჯიბრო ტესტს, მიზნობრივი შემოწმებისა და სისხლის ანალიზების ჩათვლით, რაგბი 7-ის და რაგბი 15-ის ქალთა და კაცთა გუნდებისთვის. შედეგად მიღებულია მხოლოდ 4 დადებითი პასუხი (მ.შ. 2 სავარაუდო).

2013 წელს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციებისა და "მსოფლიო რაგბის" ერთობლივი ძალისხმევით, მსოფლიო მასშტაბით 6,126 ტესტი იქნა ჩატარებული, საიდანაც 53-ის პასუხი დადებითი იყო, რაც 2012 წელს მიღებული დადებითი პასუხების ნახევრის ტოლია.

შეჯამება

რაგბი არის სახალისო, საინტერესო და წარმატებული სპორტი, რომელიც ჯანსაღ სხეულსა და გონებას აყალიბებს, ხელს უწყობს ძლიერი ხასიათის, თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის გაღვივებას. რაგბი ახალგაზრდებს ცხოვრებისთვის ამზადებს. რაგბი თავისიანებს უვლის და ყურადღებას არ აკლებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.playerwelfare.worldrugby.org

წყარო: www.rugby.ge

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში

ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ბორჯღალოსნები" რუსებს ვეღარ შეხვდება - "დათვების" დასჯა

Stuff.co.nz: ქართული რაგბის ბოსი "მსოფლიო რაგბის" ახალი ტურნირის ფორმატის გამო "ახურავს"

წლის თემა: თქვენ ამას არ ელოდით - რუსები პოლიტიკის რანგში აყვანილ სპორტში მაგრად დასაჯეს!

ახალი სამსაჯო წესები ბოჭვის დროს - მსოფლიო რაგბის ახლებური მიდგომა

ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა

მსოფლიო რაგბი: სოსო მათიაშვილმა ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო ლელო დადო [VIDEO]