საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი
...როცა ოთხი დღის წინ, ჩემპიონატის მატჩში "ცხინვალმა" დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა "დინამო თბილისი", ბევრმა ეს შედეგი მოულოდნელობა-სენსაციად მიიჩნია; და აი, გუშინ "ცხინვალმა" კიდევ ერთხელ მოუგო ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს, თუმცა ეს ერთბურთიანი უპირატესობა საკმარისი არ გამოდგა კიდევ ერთი მოულოდნელობა-სენსაციისათვის: "დინამო" ისეთი ანგარიშით დამარცხდა, ფინალში გასვლას რომ "ჰყოფნიდა"!

ასე და ამრიგად, "ცხინვალმა" ვერც მეორე ჯერზე შეძლო ნახევარფინალური ბარიერის დაძლევა და ისე, როგორც პირველ ცდაზე (2009/10 წლების სეზონში), ფინალისკენ გზა ამჯერადაც "დინამო თბილისმა" გადაუღობა.

თანაც, მაშინ, ხუთი წლის წინათ, "დინამოს" კახა კაჭარავა მოძღვრავდა, "ცხინვალის" დღევანდელი თავკაცი, გუშინ მთელი მატჩის განმავლობაში ემოციებში რომ "დაიხარჯა" და ამ ემოციებს არც საკუთარი შეგირდების მიმართ იშურებდა და არც - არბიტრების!

"ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი ყველაზე ძალიან, ალბათ, იმ ეპიზოდს მიიჩნევდა საკამათოდ, როცა პირველ ტაიმში "ცხინვალის" ცენტრალურ მცველს, დავით მაისაშვილს მეტოქის ფეხბურთელი ზედმეტად ხისტად ეთამაშა, ხოლო არბიტრმა კი წესების დარღვევად არ შეაფასა...

ისე, გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ მთავარ მსაჯს, გიორგი დოგრაშვილს სხვა ეპიზოდებში ისეთი არაფერი შეშლია, მატჩის შედეგზე რომ ემოქმედა.

ახლა კი უშუალოდ მატჩის შესახებაც, მოლოდინისამებრ, გულშემატკივართა დიდი ინტერესი რომ გამოიწვია. ოთხი დღის წინ ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, მასპინძელთა ძირითადში ერთი ცვლილება იყო (მარჯვენა გარემარბის ადგილი ირაკლი ლექვთაძემ დაიკავა); აი, დინამოელთა თავკაცმა კახა გოგიჩაიშვილმა კი დისკვალიფიკაციამოხდილი გიორგი პაპუნაშვილის გარდა, ძირითადში ჯაბა ჯიღაური და სტეფან ბუკორაცი დააბრუნა.

პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, "ცხინვალს" "სწრაფი გოლი" სჭირდებოდა და მასპინძლებმაც თამაში აქტიურად დაიწყეს; პირველი სახიფათო მომენტი ირაკლი ლექვთაძის აქტიურობას მოჰყვა, მერე ეს შეტევა საპირისპირო ფლანგზე გაგრძელდა და ყველაფერი კი ბაქარ ქარდავას "მოჭრილი" დარტყმით დამთავრდა, მიზანს მცირე მანძილით რომ ასცდა.

თუმცა, ბევრად რეალური ჩანდა სტუმართა გააზრებული შეტევა, გიორგი პაპუნაშვილის ჩინებულ თამაშს რომ მოჰყვა: დინამოელთა მარჯვენა გარემარბმა მოხდენილი პასით მანუელი უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა, მაგრამ "ცხინვალი" ამ ეპიზოდში აშკარა გოლს გადაურჩა.

აი, ეს იყო და ეს: პირველი ტაიმის ბოლომდე, რასაც სახიფათო მომენტი ჰქვია, არც ერთ კართან არ შექმნილა; თუმცა, გოლი მაინც ვიხილეთ, თანაც, ისეთი, კურიოზულზე მეტი რომ ჰქვია: "ცხინვალის" მეკარე გიორგი ნადირაძემ ბურთი თამაშში ძლიერი დარტყმით შემოიტანა; მერე, ისე მოხდა, რომ დინამოელთა ცენტრალურმა მცველმა ლაშა თოთაძემ და მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ ერთმანეთს ვერ გაუგეს და იქვე "ჩასაფრებულმა" გიორგი ივანიშვილმაც ბურთი ცარიელ კარში შეაგორა!

...თამაშის სულ მცირე, დამატებით დროში გადასაყვანად "ცხინვალს" კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მეორე ტაიმში გოლის გატანის უფრო მეტი შანსი "დინამოს" ჰქონდა. მაგრამ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები იმ ფეხბურთელმა გადაარჩინა, ამ ბოლო დროს ყველაზე მეტი კრიტიკა ვისაც შეხვდა! ლიბორ ჰრდლიჩკაზე მოგახსენებთ - სლოვაკმა მეკარემ ვარლამ კილასონიას (უმცროსი) "საფირმო" საჯარიმო დარტყმა მართლაც ჩინებული რეაქციით მოიგერია და ბურთი "ცხრიანიდან" ჩამოხსნა!

"ცხინვალს" კიდევ ერთი შანსი მაშინ მიეცა, როცა გიორგი ივანიშვილი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში; აი, დანარჩენი ეპიზოდები კი დინამოელების იყო: საგრძნობლად გააქტიურდა საბა ლობჟანიძე, რომელსაც გოლის გატანის შანსიც მიეცა, ისე, როგორც ჯაბა ჯიღაურს; შესამჩნევად გააძლიერა თავისი გუნდის შეტევები შეცვლაზე შემოსულმა ოთარ კიტეიშვილმაც, რომლის ჩინებული თამაშის მერეც მასპინძლები გიორგი ნადირაძემ გადაარჩინა.

მატჩის ძირითადი დრო დასასრულს უახლოვდებოდა და მასპინძელთა თავკაცი კახა კაჭარავა ვა-ბანკზეც წავიდა, როცა შეცვლაზე შემოსული ნომინალური მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი... ცენტრფორვარდის პოზიციაზე გაამწესა; უკვე მსაჯის მიერ დამატებული წუთები იწურებოდა, ტანმაღალმა კაჭკაჭიშვილმა საჰაერო ორთაბრძოლა რომ მოიგო, თუმცა ლაშა შინდაგორიძემ ისედაც უხერხული პოზიციიდან "უხერხულად" და არაზუსტად დაარტყა და თამაშიც მორჩა!

"დინამო" თავის მეთორმეტე სათასო ტრიუმფისათვის მოემზადება, "ცხინვალს" კი, ყველა შემთხვევაში, წარმატებად უნდა ჩავუთვალოთ ამ სეზონში თასზე ასპარეზობა.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი

28.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)

ცხინვალი-დინამო (თბ) 1:0

პირველი მატჩი 0:2

გოლი: 1:0 ივანიშვილი (38).

ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, ვ. კილასონია (88. კაჭკაჭიშვილი), მაისაშვილი, ბაჩიაშვილი - ქარდავა, თარხნიშვილი - ლექვთაძე (80. ცაცკრიალაშვილი), ივანიშვილი, მახარობლიძე - ნ. კაჭარავა (72. შინგაგორიძე).

სათადარიგოები: ჯიშკარიანი, ბურძენაძე, იმედაშვილი, ნანიევი

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

დინამო (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, რენე ფერეირა, თოთაძე, შერგელაშვილი - ბუკორაცი, ცინცაძე - პაპუნაშვილი, ჯიღაური (72. კიტეიშვილი), ს. ლობჟანიძე (89. ჭანტურიშვილი) - მანუელი (64. ჩირგაძე).

სათადარიგოები: ჯანელიძე, პარუნაშვილი, ტაბატაძე, დაუშვილი

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

გაფრთხილება: შერგელაშვილი (13), ნ. კაჭარავა (26), რენე ფერეირა (26), ჰრდლიჩკა (90)

არბიტრი: გ. დოგრაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ზედიზედ სამჯერ! - ვაკო გვილია საგოლე გადაცემების დიდოსტატია
ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი
[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
უმაღლესი ლიგა. XXV ტური: ორივე "დინამო" დამარცხდა [VIDEO]
"სოსნოვიეცი" მეორე ქართველმაც დატოვა - გიორგი ივანიშვილი "სიონში" ჩაირიცხა
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
თბილისის "დინამო": მატიას კურიე არის, რემი ამიო და ერიკ საბოც მოდიან
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი გაბედავამ ვატო არველაძის "კორონას" გაუტანა [VIDEO]
ბაჩანა არაბული ცეცაძესთან - ვის ემშვიდობება თბილისის "დინამო"
ლუკა ზარანდიამ პოლონეთში თანამემამულეები არ დაინდო [VIDEO]
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"სიონი" გიორგი ივანიშვილით გაძლიერდა
"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]
მოსალოდნელი ტრანსფერი: გიორგი ლომაია თბილისის "დინამოში" ბრუნდება
რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა
[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე
რევაზ ჩიტეიშვილის გასროლა "დინამოსთან" მსოფლიოს TOP-გოლებში მოხვდა! [VIDEO]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა