მანუელ პელეგრინის მომავალიც ბუნდოვანია
"მანჩესტერ სიტი" მეორე ადგილზე კი გადავიდა და "არსენალს" ერთი ქულით უსწრებს, მაგრამ "მეთოფეებს" ორი მატჩით ნაკლები აქვთ ნათამაშები. შესაბამისად, "ქალაქელებს" იქ დარჩენა გაუჭირდებათ, მაგრამ სეზონის ბოლომდე დარჩენილ შეხვედრებში მათი პროგრამა-მაქსიმუმი მაინც ეს არის, ხოლო მინიმუმი - ჩემპიონატის თანაქალაქელ "მანჩესტერ იუნაიტედზე" წინ დამთავრება, რომელსაც 2 ქულით უსწრებენ.

"სიტიმ" წინა ტურში "ასტონ ვილას" კი მოუგო 3:2, მაგრამ ისევ ძალიან არადამაჯერებელი თამაში აჩვენა და თავისუფლად შეიძლებოდა, ის შეხვედრა წაეგო, ფერნანდინიოს მიერ მატჩის მიწურულს გატანილ ბურთამდე სულ ცოტა ხნით ადრე მსაჯს რომ "ქალაქელების" სასარგებლოდ შეცდომა არ დაეშვა. მანუელ პელეგრინის მომავალი ისევ ძალიან ბუნდოვანია და ჩილელს მუდმივად კრიტიკოსების მოგერიება უწევს.

"ბირმინგემელებთან კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში გაგვითანაბრეს, ბოლო 5 წუთში ბიჭების ბრძოლითა და შემართებით ძალიან კმაყოფილი ვარ. შედეგი ყოველთვის მთავარი და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც თამაშის ხარისხი, მაგრამ მომავალ შეხვედრებში უფრო ყურადღებით ვუნდა ვიყოთ და იგივე შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, მეტოქეს ამდენის საშუალება არ უნდა მივცეთ, რამდენისაც "ასტონ ვილას" მივეცით" - თქვა პელეგრინიმ.

მწვრთნელის გარდა, "სიტიდან" არაერთი ფეხბურთელის შესაძლო წასვლაზეა საუბარი და ერთ-ერთი მათგანი, შესაძლოა, იაია ტურეც იყოს, რომლის დაკარგვაც მანჩესტერელებს არ უნდათ. თავად კოტდივუარელი უკვე აღარ მალავს, რომ ამაზე ფიქრობს, მაგრამ ისიც აღნიშნა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღიაო.

ტურემ ახსენა, რომ ახალი გამოწვევა სურს, თორემ ფული მთავარი არ არის და არაფერ შუაშიაო. მას ყველაზე აქტიურად მილანის "ინტერს" უკავშირებდნენ, რომელსაც "სიტის" ექსთავკაცი რობერტო მანჩინი წვრთნის. თუმცა ბოლო დროს "პარი სენ-ჟერმენიც" დაინტერესებული ჩანს, რომელსაც იაიამ "დიდებული კლუბი" უწოდა.

"შესაძლოა, ახალი გამოწვევა "სიტიც" იყოს და ფეხბურთელებისთვის სიახლის შეთავაზება და მათი ახლებურად მოტივირება ჩვენც გვსურს. გუნდს დიდი გეგმები აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ იაია აქ თავს ბედნიერად გრძნობს" - დასძინა პელეგრინიმ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად 31 წლის ტურე "ქალაქელთა" ბანაკში 2010 წელს გადავიდა 24 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდის გაჩემპიონებაში, როგორც 2012, ასევე 2014 წელს.

სხვათა შორის, ზემოთ ნახსენებ მატჩში "სიტიმ" ტურე ტრავმის გამო 2 კვირით დაკარგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
ტურე: გვარდიოლას იმდენ ფულს აძლევენ და ლიგა ვერ უნდა მოიგოს?!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"თუ "ბარსელონასთან" გაიბრწყინებს..." - იაია ტურეს ყოფილმა აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
Goal.com: გვარდიოლა ლიგიდან შამანების წყევლის გამო გავარდა [PHOTO]
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
იაია ტურე: საუკეთესო მოგონება "რეალის" სტუმრად 6:2 დამარცხებაა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
მოტას უშვებენ, მანჩინი საკლუბო ფეხბურთს უბრუნდება - სრულფასოვანი კონტრაქტის მისაღებად, რობერტოს ერთი მისიის შესრულება მოუწევს
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"რომ არა დებილები, თბილისის "ლოკომოტივთან" არ წავაგებდით" - ამბობს რუსი აგენტი
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს