ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ქართველი ბიჭები, თუ მზად არ იქნებიან, "ბასკონიელი" მგლები უბრალოდ შეჭამენ"

"ქართველი ბიჭები, თუ მზად არ იქნებიან, "ბასკონიელი" მგლები უბრალოდ შეჭამენ"

ვლადიმირ ბოისა "ბასკონიას" კემპზე, საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ გეგმასა და ლეგიონერზე საუბრობს
"ბასკონიას" კემპი საქართველოში, საქართველოს ნაკრების მოსამზადებელი გეგმა, ლეგიონერი... საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ ვლადიმერ ბოისას ამ და სხვა საკითხებზე ვრცლად ვესაუბრეთ. ინტერვიუ კი ახლახან დასრულებული კემპით დავიწყეთ.

- ვარჯიშებზე 180 ბავშვი იყო, საიდანაც "ბასკონიას" მწვრთნელებმა 16 შეარჩიეს. ისინი ესპანეთში გაემგზავრებიან და ორკვირიანი შეკრების შემდეგ გადაწყდება, ვინ დარჩება "ბასკონიაში".

ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ესპანელებს შედარებით უმცროსი ასაკის კალათბურთელები უფრო მეტი მიჰყავთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიჭიერები 1998-99 წლებში დაბადებულთა შორის არ გვყავს, შესაძლოა, უმცროსები უბრალოდ იმიტომ შეარჩიეს, რომ მეტი დრო ექნებათ მათთან სამუშაოდ.

- თქვენი დაკვირვებით, კემპის მსვლელობისას რა მიიღეს ქართველმა ბავშვებმა?

- მოზარდებს დღითი დღე უფრო ეტყობოდათ მონდომება, კარგად გაიგეს, რას ნიშნავს დისციპლინა, რის გარეშეც დიდი კალათბურთის თამაში წარმოუდგენელია. პატარაობაში როგორც მიეჩვევი ვარჯიშს, ზრდასრულიც ისე მოიქცევი.

- თქვენც ახალგაზრდა წახვედით სლოვენიაში, თუ აღმოჩნდით დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე?

- რამდენად მოწესრიგებულიც უნდა იყო, უცხო ქვეყანაში რომ ჩადიხარ, ადაპტაციისთვის მაინც გჭირდება დრო. თავიდან არც ჩემთვის იყო იოლი "ოლიმპიას" მწვრთნელის დაწესებულ ჩარჩოებში მოქცევა.

მახსოვს, ერთ ეპიზოდში ისე არ მოვიქეცი, როგორც მწვრთნელს სურდა. ზმაგო საგადინმა ვარჯიში გააჩერა და ხმამაღლა დამიყვირა. ყველა გააჩერა და მითხრა - მეორედაც ასე მოიქცევი და ხვალვე შინ გაემგზავრებიო.

დიდ გუნდში ყოველთვის სამაგალითო დისციპლინა უნდა იყოს. ახალგაზრდა მოთამაშეს კი უნდა ესმოდეს, თუ სერიოზულად ფიქრობს კალათბურთზე, არაფერი უნდა დაიზაროს. 2-3 წლის განმავლობაში თვეები ისე გადიოდა, დასვენების დღე არ მქონდა. იცით, რას ვუძახდით დასვენებას? - ვარჯიშებზე ბურთის სასროლად რომ დაგვიბარებდნენ!

საკუთარი მაგალითი იმიტომ გავიხსენე, რომ ქართველ ჭაბუკებს დავეხმარო იმის გაცნობიერებაში, რა გზას ადგანან.

უცხოური გუნდის ყურადღება იქ მოხვედრას არ ნიშნავს, ეს რთული გზის დასაწყისია. ჩვენს ბიჭებს "ბასკონიაში" მგლები დახვდებიან (ადგილობრივი კალათბურთელებიც, სლოვენიელებიცა და ლიტველებიც), თუ მზად არ იქნებიან, უბრალოდ შეჭამენ.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ ადრეულ ასაკში უცხოურ კლუბებში ქართველი მოზარდების წასვლა?

- ამ პროცესს ორი მხარე აქვს. კარგ გუნდში, ნორმალურ პირობებში კალათბურთელების მოხვედრა როგორ არ უნდა გაგვიხარდეს?! მთავარია, განვსაზღვროთ, როგორ უყურებენ ჩვენებს კლუბები.

საამისოდ ყველაზე კარგი ინდიკატორი კონტრაქტია: ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება არასერიოზულად მიმაჩნია, თუ მოთამაშეში პერსპექტივას ხედავენ, კონტრაქტი მინიმუმ სამწლიანი უნდა იყოს. ასე იყო ჩემი, მანუჩარ მარკოიშვილის, ზაზა ფაჩულიას, ნიკა ცქიტიშვილის შემთხვევაში...

- ყველა, ვინც ჩამოთვალეთ თინეიჯერულ ასაკში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე იყო...

- შესაძლოა, გამოცდილება არა გვქონდა, მაგრამ კალათბურთის თამაშიც შეგვეძლო და ლიდერობაც. ამასთან, მწვრთნელები შანსს გვაძლევდნენ, ბოლომდე გვენდობოდნენ.

თინეიჯერისთვის საქართველოს ამჟამინდელ ნაკრებში მოხვედრა უწინდელზე გაცილებით რთულია, თუმცა ვფიქრობ, ყოველწლიურად მაინც უნდა გვყავდეს თუნდაც ერთი 17-18 წლის ჭაბუკი, რომელიც გამოცდილებას მიიღებს და ორ-სამ წელიწადში გუნდს სათანადოდ გამოადგება.

- რადგან საქართველოს ნაკრებზე გადავედით, ერთის დაზუსტებას გთხოვთ: იტალიელებმა დაწერეს, აგვისტოს შუა რიცხვებში თბილისის ოთხთა ტურნირზე საქართველო, ლატვია, იტალია და ისრაელი ითამაშებენო. ჩვენ ვიცოდით, რომ ესტონეთი უნდა ჩამოსულიყო.

- უბრალო შეცდომა მოუვიდათ - ისრაელი არ ჩამოვა, საქართველოს, იტალიისა და ლატვიის ნაკრებებთან ერთად ესტონეთი ითამაშებს.

- ნაკრები შეკრების საწყის სტადიას სლოვენიაში ჩაატარებს. როგორც ჩანს, შარშან და შარშანწინ პოდჩეტრტეკში მომზადებით გუნდი კმაყოფილი დარჩა.

- ასეა. პირობებს თავი რომ დავანებოთ, სლოვენია ტერიტორიულად ძალიან მოსახერხებელ ადგილასაა და ბევრი ნაკრები არჩევს იქ მომზადებას. მათ შორის ბოსნია, რომელთანაც ორ საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ. სხვათა შორის, პოდჩეტრტეკის ბაზის მენეჯერი საქართველოშიც იყო ჩამოსული და სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ხელბურთის ნაკრებმაც იქ გაიარა შეკრება.

- სლოვენიის ნაკრები ევრობასკეტზე ჩვენი მომავალი მეტოქეა. იქ როგორ შეხვდნენ ჯგუფში საქართველოსთან მოხვედრას?

- ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატზე დავუპირისპირდებით სლოვენიას. ეს მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის. თუმცა გასახარი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს ყველა სერიოზულად უყურებს. ბევრს ეშინია კიდეც და იცის, მაქსიმალურად თუ არ მოემზადება, ცუდი დღე დაადგება.

- სლოვენია თბილისის საერთაშორისო ტურნირზეც უნდა ჩამოსულიყო...

- თავიდან უარობდნენ, შორი გზაა, თან აგვისტოში თბილისში ძალიან ცხელაო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავითანხმეთ... თუმცა წილისყრამ ყველაფერი აგვირია - ევრობასკეტის მეტოქესთან ამხანაგურად გაჯიბრება სლოვენიელებმა აღარ ისურვეს.

- "მაიამის" სლოვენიელი გამთამაშებელი გორან დრაგიჩი ნაკრებში ჩამოსვლაზე ყოყმანობს. თქვენი ინფორმაციით, ითამაშებს იგი ევრობასკეტზე?

- შესაძლოა, წინასწარ ვრცელდება ცნობა, თითქოს გორანი ნაკრებში ჩასვლას უარობს, მაგრამ ისეთი ადამიანია, ბოლოს მაინც ჩავა. ძალიან უყვარს სლოვენია. დარწმუნებული ვარ, ევრობასკეტზე ორივე დრაგიჩი ითამაშებს.

- საქართველოს ნაკრებს წლეულს ამერიკელი ჯეიკობ პულენი დაუბრუნდება.

- თავიდანვე ითქვა, რომ უნდა შერჩეულიყო მათგან, ვისაც საქართველოს პასპორტი ჰქონდა. იგორ კოკოშკოვი ჯერ რიკი ჰიკმანს დაელაპარაკა, მაგრამ ეს ვარიანტი არ გამოვიდა. საბოლოოდ სწორედ პულენზე შეჩერდა არჩევანი. მას პლეიმეიქერადაც შეუძლია თამაში და მსროლელადაც. ასევე კარგად ისვრის სამქულიანებს.

მოკლედ, მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა იცის, შედეგის მიღწევისთვის ვინ სჭირდება. პულენზეც იმიტომ შეაჩერა არჩევანი, რომ იცის, გამოადგება. 2012 წლის შემდეგ ჯეიკობმა ევროპის წამყვან კლუბებში ითამაშა და კიდევ უფრო გამოცდილი ჩამოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• jemala

დათო, წაიკითხე კარგად!! ეგრე არ წერია!

• დათოს

დავით, კარგად თუ დააკვირდები პირიქით ამბობს და რასაც ლაპარაკობს სრულიად მისაღებია. ახალგაზრდები არ მოდიან ნაკრებში.ალბათ ეს იმის ბრალია, რომ კოკოშკოვს შედეგს თხოვენ და ისიც ძველებს ეყრდნობა. თუმცა მწვრთნელი იმიტომ ხა, რომ გუნდის განვითარებაზე იზრუნო და გუნდი დააბალანსო.3-4 წელიწადში გამოცდილი კალათბურთელი აღარ დაგრვრჩებ, იგორა დაიხურავს ქუდს და წავა, ჩვწნ ვიყოთ ისე

• Zviad

დათო, კიდე კარგად წაიკითხე: "ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიჭიერები 1998-99 წლებში დაბადებულთა შორის არ გვყავს," და ბოისაზე სანამ რამეს იტყვი კი არა.. ჯობია შენ ვლადიმერ ბოისას არ ახსენო საერთოდ.

• murtalo

დათო კითხვა ისწავლე და თავიდან წაიკითხე:)

• დათო-ს

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიჭიერები 1998-99 წლებში დაბადებულთა შორის არ გვყავს, შესაძლოა, უმცროსები უბრალოდ იმიტომ შეარჩიეს, რომ მეტი დრო ექნებათ მათთან სამუშაოდ. --- მთლიანად რომ წაგეკითხა წინადადება აღარ მოგიწევდა ლანძღვა...

• gio

დათო კაცი იძახის პირიქით გვყასო უბრალოდ პატარებთან უფრო დიდი დრო იქნება მუშაობისო და მაგიტომმიყავთო.აი რას იძახის:"ლბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ესპანელებს შედარებით უმცროსი ასაკის კალათბურთელები უფრო მეტი მიჰყავთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიჭიერები 1998-99 წლებში დაბადებულთა შორის არ გვყავს, შესაძლოა, უმცროსები უბრალოდ იმიტომ შეარჩიეს, რომ მეტი დრო ექნებათ მათთან სამუშაოდ."

• Gio

შენ თუ კითხვა არ იცი რა ბოისას ბრალია კარგათ წაიკითხე და მერე წერე მეტრიანი კომენტარები

• Baja

.... Sad caikitxe eg?? Ambobs rom Es Imas ar noshnavs rom at gvkavso!

• otari48

ხელახლა ცაიკიტხე სტატია,დატო.

• დათო

ეგრევე შევწყვიტე კითხვა, როგორც კი წავიკითხე რო ნიწიერი ახალგაზრდები არ გვყავსო 1998-99 წწ. დაბადებულთა შორისო!...მოკლედ, ამას რო კალათბურთის ვიცე-პრეზიდენტი იტყვას, თან ესეთი გამოცდილი მოთამაშე, რომელმაც თავისი კარიერა სულ წამყვან ჩემპიონატებში გაატარა და დარწმუნებული ვარ, ძაან ბევრი ექნება ნანახი ამ კუთხით! ამის და მიუხედავად, იძახის ესეთ რამეს და მე კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ უბრალოდ ფედერაცია უფრო ვნებს ქართულ კალათბურთს, ვიდრე საერთოდ რამე აკეთებდეს! ეს არის უბრალოდ სირცხვილი და მე ვიცი რო, გინდ ფედერაციაში და გინდ ქართულ კლუბებში, ესეთი მოაზროვნე ხალხი უმეტესობაა! სამწუხაროა რო უმეტეს წილად ესეთ ხალხს ხმარდება ბოუჯეტიდან გამოყოფილი ფული, ბოროტად ხმარდებათ!

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე

როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

ამერიკული სამქულიანი სარგებელი - რას უნდა ველოდეთ მაიკლ დიქსონისგან

საქართველოს ნაკრები. ნატურალიზებულები: მაიკლ დიქსონი - ჩვენი მეშვიდე მოქალაქე

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება

[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ

ვლადიმერ ბოისა არჩევნების შემდეგ: არანაირი უსამართლობა არ ხდება

ნიკა ცქიტიშვილი ლიბანის ერთი გუნდიდან მეორეში გადავიდა

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა

ზუროსი: მზად ვართ ყველა მატჩის წასაგებად, ოღონდ ევრობასკეტზე მედალი მოვიგოთ

ილიას ზუროსი: ჩერნოგორია ძლიერია, მაგრამ მე ჩემი გუნდის მჯერა!

მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?

ნიკოლოზ ცქიტიშვილი: იმედია, გერმანიასთან მატჩზე სპორტის სასახლეში ანშლაგი იქნება

ადგილი ევროპაში: რა უნდა ვისწავლოთ სლოვენიისგან?

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა

ვლადიმერ ბოისა: გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს

ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე - ნაწილი X

ცქიტიშვილის 26 ქულა “ბიბლოსს” “ლოუაზიესთან” მოსაგებად არ ეყო

კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა

"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს

ნიკა ცქიტიშვილის 23 ქულა და მეორე მოგება ლიბანში

ჯეიკობ პულენის 25 ქულა და გამარჯვება ევროლიგაზე მანუჩარ მარკოიშვილის გუნდთან [VIDEO]

ვლადიმერ ბოისა: მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი შეხვედრა მოვიგოთ

მანუჩარ მარკოიშვილის 16 ქულა და გამარჯვება ევროლიგის მატჩში [VIDEO]

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი

მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ვლადიმერ ბოისა კალათბურთიდან ბეჩიროვიჩს და ნახბარს გააცილებს

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს

დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა

სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს

[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!

[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს

რა ხდება, როცა საქართველოს ნაკრები შინ თამაშობს