2 და 3 მაისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო უქმეებს, ტრადიციულად, ხელბურთის აკადემიის ცენტრალური დარბაზი უმასპინძლებს
2 და 3 მაისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო უქმეებს, ტრადიციულად, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალური დარბაზი უმასპინძლებს.

ამ შაბათ-კვირას საბოლოოდ უნდა გაირკვეს ბრინჯაოს ლიგის პლეი ოფში გამსვლელი 10 გუნდის ვინაობა. ვაკანტური 5 ადგილის ბედი სწორედ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრებმა უნდა გადაწყვიტოს და აღნიშნული ტური გასცემს პასუხს, თუ რა ადგილებით გავლენ გუნდები 1/8-ფინალში.

მთავარი ამბები "ა" ჯგუფში უნდა განვითარდეს, სადაც პლეი ოფში თამაში მხოლოდ მფკ "ტატიშვილს" აქვს განაღდებული. "მედიკოსები" ბოლო ტურში "ქლინინგ სერვის გრუპს" დაუპირისპირდებიან, რომელსაც მინიმუმ ერთი ქულა ესაჭიროება მომდევნო ეტაპზე თამაშის გასანაღდებლად, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ ისინი წაგების შემთხვევაშიც აღმოჩნდნენ პლეი ოფში.

საკუთარი მატჩების მოგების შემთხვევაში 1/8-ფინალში ითამაშებენ "ევროკრედიტი" და მფკ "პალერმო", რომლებიც შესაბამისად, აუტსაიდერებს, "თიბისი ფეის" და "კრედო ქვემო ქართლს" დაუპირისპირდებიან.

ყველა კითხვას კვირას გასამართი ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა გასცემს პასუხს. "ბიბლუსისა" და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების დაპირისპირება ყოველმხრივ საინტერესოა: თუკი "ბიბლუსს" ერთი ქულაც აძლევს ხელს, "ძალოვნებს" შესაძლოა მხოლოდ გამარჯვებაც არ ეყოთ, არამედ ეს მათ მინიმუმ 5 ბურთის სხვაობით უნდა მოახერხონ. მაგრამ, თუ შაბათს მფკ "ტატიშვილი" "ქლინინგ სერვის გრუპს" დაამარცხებს, სდსს 3 ქულით და ბურთების უკეთესი სხვაობით პლეი ოფში გამსვლელ ხუთეულში მოხვდება.

რაც შეეხება "ბ" ჯგუფს, აქ მხოლოდ ერთი საგზურის ბედია გასარკვევი და ეს ყოველივე შაბათს გახდება ცნობილი. მთავარი დაპირისპირება მცხეთის "გუჯარსა" და "მედიქლაბჯორჯიას" შორის შედგება. გამარჯვების შემთხვევაში ერთ-ერთი მათგანი პლეი ოფში ითამაშებს.

თუკი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ეს ყველაზე მეტად "ჯო ენს" აძლევს ხელს, რომელსაც თავის მხრივ, ჯგუფის ლიდერის, კასპის "გენერალის" დამარცხება მართებს. სხვა შემთხვევაში მცხეთელებს "მედიკოსებთან" ყაიმიც მომდევნო ეტაპზე გაიყვანს.

კვირას გასამართი შეხვედრები კი უკვე "ბ" ჯგუფის საუკეთესო ხუთეულის თანმიმდევრობას დაალაგებს.

02 - 03.05.2015. ბრინჯაოს ლიგა. IX ტური

ა ჯგუფი

12:00 მერია - BP 2

14:00 კრედო (ქვ. ქართლი) - MFC PALERMO

15:00 ევროკრედიტი - TBC Pay

19:00 CSG - მფკ ტატიშვილი

03.05.2015

13:00 ბიბლუსი - სდსს

ბ ჯგუფი

16:00 ჯო ენი - გენერალი (კასპი)

17:00 გუჯარი (მცხეთა) - მედიქლაბჯორჯია

03.05.2014

12:00 საქართველოს ფოსტა - ბაქსვუდი 2

14:00 პალიტრა მედია - VIVUS.GE

შაბათს კიდევ ორი პრინციპული და საინტერესო დაპირისპირება გაიმართება. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის 1/2-ფინალში ერთმანეთის პირისპირ "ერისთავი"-"ევროპაბეთი" და "საქართველოს ბანკი" - "ბი პი ჯორჯია" წარდგებიან.

ფინალისტების ვინაობა ერთმატჩიან დუელში უნდა გაირკვეს. ცნობისათვის, ამ ოთხეულიდან ეს ტიტული მხოლოდ "ბი პი"-ს აქვს მოპოვებული 2012-13 წწ. სეზონში, "ერისთავსა" და "საქართველოს ბანკს" ფინალში არასოდეს უთამაშიათ; რაც შეეხება "ევროპაბეთს", ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონი ამ გუნდისთვის სადებიუტოა.

02.05.2015. თასი. 1/2-ფინალი

13:00 ერისთავი - ევროპაბეთი

18:00 საქართველოს ბანკი - BP GEORGIA

კვირას ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთი ახალი გათამაშება აიღებს სტარტს - "გაერთიანებული ლიგა", რომელშიც 6 დებიუტანტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. "კნაუფი", Travelcamp Georgia, კაზინო "შანგრილა", "ჯი პი აი ჰოლდინგი", "გორგია" და "რუსთავის მერია" ერთმანეთს ერთ წრედ დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც ოთხი საუკეთესო პლეი ოფში განაგრძობს ასპარეზობას, სადაც მათ ბრინჯაოს ლიგაში მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე გასული ოთხეული შეუერთდება.

3 მაისს პირველი ტურის ერთი შეხვედრა გაიმართება.

03.05.2015. გაერთიანებული ლიგა. I ტური

17:00 კნაუფი - Travelcamp Georgia

კვირას სუპერლიგის XIV ტურის შეხვედრებიც გაიმართება. პლეი ოფში მოსახვედრი შანსების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი დაპირისპირებები ელით "საქართველოს უნივერსიტეტს" და ს.კ. "ჯვაროსნებს". "სტუდენტები" მეოთხე ადგილზე მყოფ "პროგრეს ბანკს" დაუპირისპირდებიან, ხოლო "ჯვაროსნებს" მფკ "ნატახტართან" ელით მძიმე ბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ წრეში გამართული შეხვედრა "ჯვაროსნების" გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.

03.05.2015. სუპერლიგა. XIV ტური

15:00 DHL - დინამო (ბთ)

18:00 UG - პროგრეს ბანკი

19:00 ს.კ ჯვაროსნები - მფკ ნატახტარი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
SBM LEAGUE 2014/15: 5 ივლისს სეზონის მთავარი ფინალია!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს" ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს ნატახტარი" - ზედიზედ მეორედ!
SBM LEAGUE 2014/15: ტრიუმფატორი FC PSP!
SBM LEAGUE 2014/15: მორიგი ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ჩემპიონი და ერთი კვირა ბოლო ფინალამდე!