"მანჩესტერ იუნაიტედმა" მორიგი სირცხვილი ჭამა
* ლონდონის "ჩელსიმ" რომან აბრამოვიჩის ხელში მე-15 ტიტული მოიგო.

* ლონდონის "ჩელსიმ" პრემიერლიგის ხანაში მეოთხედ მოიპოვა ტიტული.

* "მანჩესტერ იუნაიტედმა" 1989 წლის მერე პირველად წააგო ზედიზედ სამ ტურში ისე, რომ გოლიც არ გაუტანია.

მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო - გუნდმა, რომელმაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი ყველაზე სტაბილურად და დაბალანსებულად ჩაატარა, დამსახურებულად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. "ჩელსიმ" ეს "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში გააკეთა და "სტემფორდ ბრიჯმაც" მეოთხე პრემიერლიგა, სულ კი, ინგლისის მეხუთე ჩემპიონობა იზეიმა.

სიმბოლურია, რომ გამარჯვების გოლი ზედიზედ მესამე მატჩის წამგებ "არწივებს" წლის მოთამაშედ დასახელებულმა ედენ აზარმა გაუტანა. ბელგიელმა პენალტი მოიპოვა და თავადვე დაარტყა. მას იქამდე პრემიერლიგაში შესრულებული ცხრავე თერთმეტმეტრიანი გოლად ჰქონდა გარდასახული, ამჯერად კი ხულიან სპერონიმ აუღო, მაგრამ აზარმა დაამატა და...

"კრისტალ პალასის" მხრიდან ჯეისონ პანჩონსა და უილფრიდ ზაჰას კი ჰქონდათ საგოლე შანსები, მაგრამ "ლურჯებმა" თავისას მიაღწიეს, ეს მათი დღე იყო.

იხილეთ ვიდეო

(ვერ) გატანილი პენალტების ტური

ტური კი გატანილი თუ ვერგატანილი პენალტებითა და წითელი ბარათების სიუხვით გამოირჩა. მაგალითად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზედიზედ ორი სეზონია, "ოლდ ტრაფორდზე" "ვესტ ბრომვიჩთან" აგებს.

ტონი პულისმა თავის სტილში იმარჯვა, გოლიც პულისური იყო - კრის ბრანტის ჯარიმიდან დარტყმული იონას ოლსონს მოხვდა და კარში ისე შევარდა, დავიდ დე ხეას შანსი არ ჰქონია. უშუალოდ პულისისთვის, რომელიც ბევრს ამწარებს ხოლმე, ეს პირველი გამარჯვება გახლდათ "მანჩესტერის" წინააღმდეგ. იქამდე მას ამ გუნდთან 10 წაგება და ერთი ფრე ჰქონდა.

რობინ ვან პერსი კი ხანგრძლივი პაუზის მერე ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და პენალტი რომ გამოეყენებინა, "წითელი ეშმაკები", სულ ცოტა, არ წააგებდნენ. "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს ბურთის ფლობა 81% ჰქონდათ და სხვა სტატისტიკურ მონაცემებშიც დიდ უპირატესობას რომ ფლობდნენ, ოქმში თუ ჩაიხედავთ, მარტივად დარწმუნდებით ამაში, მაგრამ ლუი ვან გაალმა მიჯრით მესამედ წააგო, თან ისე, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტის კლუბმა გოლი ვერ გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

ქალაქის მეორე გუნდმა "სიტიმ" ამით ისარგებლა და "უაით ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემი" წააქცია. "დეზებმა" თითქოს, ომახიანად დაიწყეს და ჯამში, რამდენიმე მომენტი შექმნეს კიდეც, მაგრამ მთლიანობაში, მანუელ პელეგრინის გუნდი უკეთესი იყო და "ქალაქელებმა" დაუმსახურებლად მოიგესო, ვერ ვიტყვით.

უშუალოდ ჰარი კეინისა და სერხიო აგუეროს დუელშიც ამ უკანასკნელს დარჩა გამარჯვება. კუნმა დავიდ სილვას მშვენიერი პასის მერე გაიტანა. ეს გოლი კლასიკურ კონტრიერიშს მოჰყვა და სულ სამი მონაწილე ჰყავდა - ჯო ჰარტი, სილვა და აგუერო. ახლა არგენტინელი უკვე 2 ბურთით უსწრებს კეინს, რომელიც ცდილობდა და რამდენჯერმე შორიდან დაარტყა კიდეც, მაგრამ ამაოდ. სხვათა შორის, "დეზები" სერხიოს საყვარელი მეტოქეები არიან, მას ამ გუნდის წინაღმდეგ 7 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 გოლი გატანილი. "ტოტენჰემი" კი ამ მარცხით ოთხეულისთვის ოცნებას დაემშვიდობა.

იხილეთ ვიდეო

სხვა ამბები

ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა ამჯერად არ გამოუვა არც "საუთჰემპტონს", რომელსაც ხუმრობით თუ ვიტყვით, 12 მეტოქე ეთამაშებოდა. არბიტრი მაიკ ჯონსიც "სანდერლენდისკენ" გახლდათ, ხოლო მას მერე, რაც მან "წმინდანებს" ჯეიმს უორდ-პრაუსი გაუძევა, მინდორზე 12/10-ზე დარჩნენ. ჯოუნსმა "საუთჰემპტონის" კარში ორი პენალტიც დანიშნა... პლუს "შავ კატებს" კარგი ადვოკატი ჰყავდათ დიკ ადვოკაატის სახით, რომელმაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

გარკვეულ შანსს ინარჩუნებს "ლივერპული", რომელმაც საკუთარ "ენფილდზე" ქპრ-ს აჯობა. ფილიპე კოუტინიოს გოლით მერსისაიდელები კი იგებდნენ, მაგრამ ლეროი ფერმა გაათანაბრა. სტივენ ჯერარდმა, რომელიც თავის ბოლოსწინა შეხვედრას ატარებდა "ენფილდზე", პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ შეუძლებელი გახლდათ, ამ სევდიან ლეგენდას ყველაფერში ასე არ გამართლებოდა და მოგვიანებით მან მაინც შეაგდო და სრულიად "ენფილდი" სიხარულისგან შეიშალა.

სტადიონის თავზე კი თვითმფრინავმა გადაიფრინა და ცაში ბრენდან როჯერსის საწინააღმდეგო მესიჯი დატოვა - ჩრდილოირლანდიელი უნდა წავიდეს და რაფაელ ბენიტესი დაბრუნდესო...

იხილეთ ვიდეო

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" ამ წაგების მერე გაიწირა. შემდეგ ტურში მარცხი და გუნდი ოფიციალურად დაქვეითდება, შემდეგ ტურში კი ქპრ "სიტის" სტუმრობს... ანალოგიურ სიტუაციაშია "ბარნლიც", რომელიც "ბოლეინ გრაუნდზე" ცუდ ფორმაში მყოფ "ვესტ ჰემთან" დამარცხდა. ალბათ, შონ დაიჩის ბიჭებსაც დავემშვიდობებით, სემ ალარდაისმა კი ამ მოგებით ოდნავ ამოისუნთქა.

გადარჩენისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩაება "ნიუკასლიც", რომელმაც ზედიზედ მე-8 თამაში წააგო. ჯონ კარვერმა აღარ იცის, რა ქნას და რა თქვას. სამაგიეროდ, თვითკმაყოფილებით ტკბება ნაიჯელ პირსონი, რომლის "ლესტერმაც" ბოლო ექვსი მატჩიდან მე-5 მოიგო და "მელიები" ადგილის შენარჩუნებასთან ძალიან ახლოს არიან. ლესტერშირელებმა ძალიან დაჩაგრეს ჯორდები და აბსოლუტურად სამართლიანად იმარჯვეს, სხვაობა უფრო დიდიც შეიძლებოდა ყოფილიყო. კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ლეონარდო ულოა დუბლით გამოირჩა.

დიდი ნაბიჯი გადადგა წინ "ასტონ ვილამაც". ტიმ შერვუდის ხელში ისევ ძველებურად ათამაშებულმა კრისტიან ბენტეკემ ორი გოლი შემოგვთავაზა, რასაც ტომ კლევერლიმ დაამატა ერთი და ეს საკმარისი გამოდგა ფორმაში შესული "ევერტონის" დასამარცხებლად. რომელუ ლუკაკუმ თანამემამულე ბენტეკეს მხოლოდ ერთით უპასუხა და მატჩის მიწურულს ფილ ჯაგიელკამაც შეაგდო, მაგრამ მერსისაიდელებს დრო აღარ დარჩათ.

ამით ევერტონელების 6-თამაშიან წაუგებელ სერიას დაესვა წერტილი, ხოლო "ვილამ" შერვუდის ჟამს უკვე მე-6 შეხვედრა მოიგო, მე-12 მცდელობიდან. 2012/13 წლების სეზონის დაწყებიდან დღემდე, პრემიერლიგაში ბენტეკეზე მეტი გოლი მხოლოდ 3 ფეხბურთელს აქვს გატანილი - ლუის სუარესს, აგუეროს და ვან პერსის.

ჩემპიონშიპი

დასრულდა რეგულარული სეზონი ჩემპიონშიპი, რომლის გამარჯვებულიც სეზონის სენსაცია "ბორნმუთი" გახდა. ამ კლუბთან ერთად პრემიერლიგის პირდაპირი საგზური "უოტფორდმა" მოიპოვა. პლეი-ოფში კი მესამე საგზურისთვის ერთმანეთს "ნორვიჩი", "მიდლსბრო", "ბრენტფორდი" და "იფსვიჩი" შეებმებიან. სტივ მაკლარენის "დერბი ქაუნთიმ" ამ ზონაში ადგილი ბოლო ტურში მარცხით დაკარგა.

პრემიერლიგა. XXXV ტური

2 მაისი

ლესტერი-ნიუკასლი 3:0

გოლები: 1:0 ულოა (1), 2:0 მორგანი (12), 3:0 ულოა (48-პენ.)

ლესტერი (5-3-2): შმეიხელი - ოლბრაიტონი, ვასილევსკი (68. დე ლაეტი), ჰუტი, მორგანი, შლუპი - ჯეიმსი, კამბიასო (74. ჰამონდი), მაჰრეზი - ვარდი, ულოა (78. კრამარიჩი)

ნიუკასლი (4-3-1-2): კრული - იანმაატი, უილიამსონი, კოლოჩინი, დამეტი - კოლბეკი, ტეილორი (58. ს. დე იონგი), გუტიერესი - სისოკო - ა. პერესი (74. არმსტრონგი), რივიერი (64. ანიტა)

გაფრთხილება: ჯეიმსი - იანმაატი, გუტიერესი, უილიამსონი, უილიამსონი, დამეტი იანმაატი

გაძევება: უილიამსონი (62), იანმაატი (90+1)

კუთხური: 10-7 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 19(7)-12(3) ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 31 576

ასტონ ვილა-ევერტონი 3:2

გოლები: 1:0 ბენტეკე (10), 2:0 ბენტეკე (45), 2:1 ლუკაკუ (59-პენ.), 3:1 კლევერლი (64), 3:2 ჯაგიელკა (90+2)

ასტონ ვილა (4-3-3): გივენი - ბაკუნა (81. ჰატონი), ოკორე, ვლაარი, რიჩარდსონი - კლევერლი, ვესტვუდი (75. სანჩესი), დელფი - ნ’ზოგბია (90. ჯ. კოული), გრილიში, ბენტეკე

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სოუნსი, ჯაგიელკა, ბეინსი - ბერი, მაკარტი - ლენონი, ნეისმიტი (75. ბარკლი), მირალასი (75. ოსმანი) - ლუკაკუ

გაფრთხილება: ვლაარი, გივენი - კოულმენი

კუთხური: 5-3 ჯარიმა: 13-12 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 11(4)-9(5) ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 37 859

ლივერპული-ქპრ 2:1

გოლები: 1:0 კოუტინიო (19), 2:0 ჯერარდი (87)

ჯერარდმა ვერ გაიტანა პენალტი (80. მეკარე)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - ჯანი, შკრტელი, ლოვრენი, ჯონსონი (84. მარკოვიჩი) - ჰენდერსონი, ჯერარდი (89. ლუკასი), კოუტინიო - სტერლინგი, ლალანა (68. აიბი), ლამბერტი

ქპრ (4-4-1-1): გრინი - ონუოჰა, დანი, კოლკერი (46. იუნი), ჰილი - ფილიპსი, ბარტონი, სანდრო, ჰენრი (71. ზამორა) - ფერი - ოსტინი

გაფრთხილება: ჯერარდი, ლოვრენი - სანდრო, დანი, ონუოჰა, ონუოჰა, ოსტინი

გაძევება: ონუოჰა (82)

კუთხური: 9-6 ჯარიმა: 9-18 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 25(8)-10(2) ბურთის ფლობა: 64%-34%

მაყურებელი: 44 707

სანდერლენდი-საუთჰემპტონი 2:1

გოლები: 1:0 გომესი (21-პენ.), 1:1 მანე (22), 2:1 გომესი (55-პენ.)

სანდერლენდი (4-3-3): პანტილიმონი - ჯოუნსი, კოატესი, ო’ში (31. ვერხინი), ვან აანჰოლტი - ლარსონი (82. როდუელი), კატერმოლი, გომესი - დეფო (82. ჯონსონი), ვიქჰემი, გრემი

საუთჰემპტონი (4-2-3-1): დევისი - კლაინი, ფონტე, იოშიდა, ბერტრანი - ვანიამა (66. დევისი), ალდერვეირელდი - ლონგი (46. ჯურიჩიჩი), უორდ-პრაუსი, მანე (70. ელია) - პელე

გაფრთხილება: ჯოუნსი, კატერმოლი - ვანიამა, პელე

გაძევება: უორდ-პრაუსი (54)

კუთხური: 1-1 ჯარიმა: 12-13 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 12(6)-11(2) ბურთის ფლობა: 43%-57%

მაყურებელი: 39 613

სუონსი-სტოკი 2:0

გოლები: 1:0 მონტერო (76), 2:0 კი (90+2)

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კორკი, შელვი - დაიერი (78. კი), სიგურდსონი, მონტერო (90. ბეროუ) - ოლივეირა

სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ბერდსლი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი - უელანი, ნ’ზონზი - უოლტერსი (80. ოდემვინგი), ადამი (71. აირლენდი), არნაუტოვიჩი - დიუფი (80. კრაუჩი)

გაფრთხილება: რანხელი - არნაუტოვიჩი, უილსონი, უილსონი, შოუკროსი

გაძევება: უილსონი (84)

კუთხური: 6-2 ჯარიმა: 9-18 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 16(4)-9(3) ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 20 661

ვესტ ჰემი-ბარნლი 1:0

გოლი: 1:0 ნოუბლი (24-პენ.)

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი, კოლინსი, ბურკი, კრისუელი - ნოუბლი, კუიატე - დაუნინგი, ნოლანი (79. ნენე), ამალფიტანო - ე. ვალენსია (82. კ. კოული)

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი - ტრიპიერი, დაფი, შეკელი, მი - ბოიდი (46. კინი), არფილდი, ჯოუნსი, ტეილორი (81. უოლასი) - ბარნსი (79. სორდელი) - ინგსი

გაფრთხილება: ე. ვალენსია, ნოუბლი, დაუნინგი - უოლასი, მი

გაძევება: დაფი (23)

კუთხური: 13-3 ჯარიმა: 11-7 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 28(6)-8(2) ბურთის ფლობა: 61%-39%

მაყურებელი: 34 946

მანჩესტერი-ვესტ ბრომვიჩი 0:1

გოლი: 0:1 ოლსონი (63)

მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ა. ვალენსია, სმოლინგი, მაკნეირი (84. ფალკაო), ბლინდი (63. დი მარია) - ერერა - მატა, ფელაინი, რუნი, იანგი - ვან პერსი

ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ლესკოტი - გარდნერი (89. უიზდომი), მულუმბუ (76. ბერდი), იაკობი, ფლეტჩერი, ბრანტი - ბერაჰინო (80. იდეიე ბრაუნი)

შენიშვნა: ვან პერსიმ ვერ გაიტანა პენალტი (74)

გაფრთხილება: მაკნეირი -

კუთხური: 9-3 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 26(9)-6(3) ბურთის ფლობა: 81%-19%

მაყურებელი: 75 454

3 მაისი

ჩელსი-კრ. პალასი 1:0

გოლი: 1:0 აზარი (45)

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი, მატიჩი - კუადრადო (46. ობი მიკელი), ვილიანი (85. ზუმა), აზარი (90+2. ფილიპე ლუიში) - დროგბა

კრ. პალასი (4-4-1-1): სპერონი - მარიაპა (60. კელი), დანი, დელანი, უარდი - პანჩონი (71. სანოგო), მაკარტური, ლედლი, ზაჰა - მატჩი (61. მარეი) - ბოლაზი

შენიშვნა: აზარმა ვერ გაიტანა პენალტი (45)

გაფრთხილება: ივანოვიჩი, ტერი - მარიაპა, დანი

კუთხური: 3-6 ჯარიმა: 12-13 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 17(7)-8(1) ბურთის ფლობა: 62%-32%

მაყურებელი: 41 566

ტოტენჰემი-სიტი 0:1

გოლი: 0:1 აგუერო (29)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - დაიერი, ფასიო, ვერტონგენი, როუზი - ბენთალები, მეისონი (70. პაულინიო) - ლამელა, ერიკსენი (59. სოლდადო), შადლი (84. ადებაიორი) - კეინი

სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, დემიკელისი, მანგალა, კოლაროვი - ფერნანდო, ფერნანდინიო - მილნერი, ლამპარდი (73. ნასრი; 76. ბონი), სილვა - აგუერო (89. ბოიატა)

გაფრთხილება: ბენთალები, მეისონი, კეინი - მილნერი, საბალეტა, კოლაროვი, სილვა

კუთხური: 8-7 ჯარიმა: 6-11 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 21(5)-15(4) ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 35 784

4 მაისი

ჰალი-არსენალი 23:00

ბომბარდირები: 22 - სერხიო აგუერო (სიტი); 20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 17 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 14 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი), ედენ აზარი (ჩელსი).

მომდევნო ტური

9 მაისი:

ევერტონი-სანდერლენდი, ასტონ ვილა-ვესტ ჰემი, ჰალი-ბარნლი, ლესტერი-საუთჰემპტონი, ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი, სოკი-ტოტენჰემი, კრ. პალასი-მანჩესტერი

10 მაისი:

სიტი-ქპრ, ჩელსი-ლივერპული

11 მაისი:

არსენალი-სუონსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს