სპორტის მინისტრობის კანდიდატის პირველი ნაბიჯი საკანონმდებლო ინიციატივები იქნება
"ლელომ" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, "იბერია ბიზნეს ჯგუფისა" და საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა.

- აწყობილი ბიზნესი გაქვთ და პოლიტიკურ პოსტზე დათანხმება რატომ გადაწყვიტეთ?

- ჯერ მინდა პრემიერსა და სპორტულ სამყაროს ნდობისთვის მადლობა ვუთხრა. მოხარული ვარ, "საბურთალოსა" და ზოგადად, სპორტულ სამყაროში ჩემი საქმიანობა დადებითად რომ შეაფასეს.

ჩემი თანხმობით ბიზნესპარტნიორებიც გაოცებულები არიან. თუმცა სპორტი ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი იყო და მისი პრობლემებიც მადარდებდა. ქვეყნის წინაშე ყველას რაღაც ვალდებულება გაგვაჩნია და გამონაკლისი არც მე ვარ. თუ ქვეყნისთვის რაიმე სარგებლობის მოტანა შეგიძლია, მხოლოდ საკუთარ თავსა და ბიზნესში ვერ ჩაიკეტები.

- ფაქტია, რომ დღეს სპორტში ყველაზე მოთხოვნადია სწრაფი მოქმედება. დამტკიცების შემთხვევაში, თქვენი პირველი ნაბიჯი რა იქნება?

- უპირველესად, საკანონმდებლო ინიციატივებია საჭირო. მაგალითად, აუცილებლად მისაღებია ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, სპორტის კანონი კი 20 წლის წინ დაამტკიცეს და მას ცვლილებები სჭირდება. ამავე დროს, კანონმდებლობამ ბიზნესს სპორტით დაინტერესებაში ხელი უნდა შეუწყოს.

რაც ვიცი, გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს. ამით ქვეყანას შეუძლია, მოსახლეობის გაჯანსაღების კუთხით და სპორტული შედეგებით, დიდი სარგებელი მიიღოს.

- თქვენი აზრით, საქართველოში არსებულ გარემოში სპორტის ნაწილობრივი კომერციალიზაცია მაინც შესაძლებელია?

- შესაძლებელია და ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ის ენერგია, რასაც დაპირისპირებაზე ვხარჯავთ, წარმატებასა და შედეგებზე გავაერთიანოთ.

- ლევან ყიფიანს ფეხბურთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონია. სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას არც თქვენ სწყალობდით. არჩევის შემთხვევაში, ურთიერთობას ძველებურ კალაპოტში გააგრძელებთ?

- მე არ ვიცი, აქამდე რა სახისა და ფორმის თანამშრომლობა არსებობდა. რასაც შევსწრებივარ, ეს ყველაფერი საქმიან ჩარჩოში იყო მოქცეული. ბუნებრივია, არის საკითხები, რომლებშიც ფედერაციას არ ვეთანხმები და ამაზე ღიადაც მილაპარაკია, მაგრამ ცალსახად ვამბობ, რომ შედეგზე ორიენტირებული საქმიანი ურთიერთობები მსურს. უნდა ჩამოვყალიბდეთ და გავიაზროთ, რა შეიძლება იყოს საერთო, რომლითაც ფეხბურთის აღორძინებას ხელს შევუწყობთ.

- საერთოდ, ფეხბურთი სპორტის გვირგვინია და მისი აღორძინების გარეშე გულშემატკივარი მაინც უკმაყოფილო იქნება...

- ჩვენ სხვა სახეობებშიც დიდი პოტენციალი გაგვაჩნია და მათი განვითარებაც არანაკლები საზრუნავია, მაგრამ ხალხს უფრო მასობრივად ფეხბურთი უყვარს და მისი აღორძინება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი იქნება.

ჩემი დიდი ნატვრაა, რომ 18 ნოემბრისა და 13 მაისის სულისკვეთება ახალ საქართველოშიც დატრიალდეს.

- დიდი ხანია ფეხბურთში მოღვაწეობთ, მაგრამ სპორტის სხვა სახეობებში კარგად ერკვევით?

- სპორტის ყველა წარმატებული ფედერაციის ხელმძღვანელთან ვმეგობრობ და მათ პრობლემებს კარგად ვიცნობ. თანამშრომლობის იმედი რომ არ მქონდეს, ამ ნაბიჯს არც გადავდგამდი.

პირად ურთიერთობებსაც გამოვიყენებ, ქართული სპორტით რაც შეიძლება მეტი ბიზნესმენი რომ დავაინტერესო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Bacho
აზრი არააქვს ეაკითხვას,მაინც არაპერ სარგებელს მიტანენ ფეხბურთისთვის ეგენი,სულ გვატყუებენ და გვატყუებენ მხოლოდ და მხლოდ
გუჯა კახაძე
ბიზნესმენის ქართული ფეხბურთით დაინტერესება მხოლოდ გარანტირებული მოგების შემთხვევაში მოხდება. დღეს ძნელია იპივნო ქართველი მწვრთნელი, რომელიც ფინანსური მოგების გარანტი გახდება. ფეხბურთის განვითარებისათვის კარგი მენეჯერები აუცილებელია, მაგრამ ამ პრობლემების მოსაგვარებლად კარგი მეცნიერები უფრო გვჭირდება. ამის გარეშე ვერც ფეხბურთს განვავითარებთ და ვერც ბიზნესმენებს მოვიზიდავთ. გამოსავალი თითქოს არ ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ახალ მინისტრს თუ ფეხბურთის გადარჩენა მართლა უნდა, გამოაცხადოს ტენდერი და „ავტორიტეტების“ ნაცვლად გზა საუკეთესო პროექტებს გაუხსნას.
k.z.
ბიოგრაფია დადეთ ამ ადამიანის
თბილისი
ოცნების ყველაზე სწორი საკადრო გადაწყვეტილება!
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა