მინსკში მხატვრულად ტანმოვარჯიშეთა ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა, რომელშიც შესანიშნავად იასპარეზა თბილისელმა სალომე ფაჟავამ
მინსკში მხატვრულად ტანმოვარჯიშეთა ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა, რომელშიც შესანიშნავად იასპარეზა თბილისელმა სალომე ფაჟავამ.

მსაჯებს რომ ობიექტურობა გამოეჩინათ, რგოლით ვარჯიშში ქართველი სპორტსმენი მესამე ადგილზე გავიდოდა და ბრინჯაოს მედალს მოიპოვებდა.

წლევანდელ კონტინენტის პირველობაში 28 ქვეყნის 74 წარმომადგენელი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის, მათ შორის - სამი საქართველოდან: სალომე ფაჟავამ ოთხი, ნათელა ბოლატაევამ და ლიანა ცეცაძემ კი ორ-ორი ვარჯიში შეასრულეს. შარშანწინ მსგავს შეჯიბრებაში ფაჟავამ მრავალჭიდში მე-18 ადგილი დაიკავა და ცალკეული საგნებით ვერც ერთ ფინალში ვერ მოხვდა, ამჯერად კი მრავალჭიდში 52.883 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა და მთელი 10 ადგილით წაიწია წინ.

კვარცხლბეკზე ადგილები კი ასე განაწილდა: 1. მარგარიტა მამუნი (რუსეთი, 56.666), 2. იანა კუდრიავცევა (რუსეთი, 56.599), 3. მელიტინა სტანიუტა (ბელარუსი, 55.283). საგულისხმოა, რომ პირველ 20 ადგილზე გასული ტანმოვარჯიშეები გაისად ისრაელის ქალაქ ჰოლონში დახურულ ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ახლა რაც შეეხება ცალკეული საგნებით ასპარეზობას: ფინალში რგოლით ვარჯიშისას სარბიელზე ჯერ ფაჟავა გავიდა და 17.883 ქულით მესამე ადგილზე იყო. მართალია, ბელორუსმა კატსიარინა ჰალკინამ ფინალში ქართველზე უარესად შეასრულა ვარჯიში, მაგრამ სალომეზე მეტი ქულა დაუწერეს - 17.950.

ოქრო და ვერცხლი, შესაბამისად, მამუნმა (19.000) და სტანიუტამ (18.500) გაინაწილეს. დანარჩენ საგნებში: ბურთი. 1. კუდრიავცევა (19.066), 2. მამუნი (18.950), 3. სტანიუტა (18.466)... 6. ფაჟავა (17.133). გურზები. 1. კუდრიავცევა (19.116), 2. ჰანა რიზატდინოვა (უკრაინა, 18.400), 3. ჰალკინა (18.033)... 7. ფაჟავა (17.666). ლენტი. 1. კუდრიავცევა (18.900), 2. სტანიუტა (18.133), 3. მარინა დურუნდა (აზერბაიჯანი, 18.000)... 6. ფაჟავა (17.716).

ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობდა ნათელა ბოლატაევა, რომელმაც ამის კვალობაზე შესანიშნავი შედეგი აჩვენა. ბურთით ვარჯიშში მან 16,041 ქულა დაიმსახურა, ბაფთით ვარჯიშში კი - 16,0. საქართველოს მესამე მონაწილის, ლიანა ცეცაძის მაჩვენებელი ასეთია: რგოლი - 15,300 ქულა, გურზები - 16,0.

გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა (ფაჟავა, ბოლათაევა, ცეცაძე) 133.724 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა და B-დან ელიტურ A ჯგუფში გადაინაცვლა. 1. რუსეთი (კუდრიავცევა, მამუნი, ალექსანდრა სოლდატოვა, 150.173), 2. ბელორუსი (ჰალკინა, სტანიუტა, 144.556), 3. უკრაინა (ვიქტორია მაზური, რიზატდინოვა, ელეონორა რომანოვა, 139.793).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სალომე ფაჟავას სუპერ გამოსვლა "ქუინის" მუსიკის ფონზე [VIDEO]
ფაჟავა ფინალში ვერ გადავიდა...
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
სალომე ფაჟავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
24 წლის სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა
სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!