"ლივერპულის" ფანების უმეტესობას მწვრთნელის წასვლა არ სურს
მართალია, "ლივერპულის" ფანების დიდ ნაწილს სურს, რომ ბრენდან როჯერსი პოსტზე დარჩეს, მაგრამ არის დაჯგუფება, რომელიც როჯერსის წასვლას აქტიურად ითხოვს. rodgersout-ის წევრებმა სპეციალურად დაამზადეს ბანერი და დაიქირავეს პატარა თვითმფრინავი, რათა მას "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" მატჩის დროს "ენფილდის" თავზე გადაეფრინა და ბანერი გამოეჩინა, რომელზეც ეწერა - "როჯერს აუთ, რაფა ინ".

აქაოდა, რაფაელ ბენიტესი "ნაპოლიდან" მოდისო, მერსისაიდელთა ფანების ნაწილს ნოსტალგია შემოაწვა და გადაწყვიტა, რომ ადამიანი, რომელიც "ლივერპულს" ისევ სტაბილურად გააბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის, სწორედ ესპანელი იქნება. თუმცა ფანთა თუ ექსპერტთა დიდი ნაწილი ამ მოსაზრებას იმავე ენთუზიაზმით ვერ იზიარებს. მათ შორისაა ჯეიმი კარაგერიც, "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი.

შეიძლება მას ბენიტესის საწინააღმდეგო ბევრი არაფერი აქვს, მაგრამ ამჟამად როჯერსი ესიმპათიურება და კლუბის კიდევ ერთი ლეგენდის, მაიკლ ოუენისა არ იყოს, მიიჩნევს, რომ ბრენდანს უნდა აცადონ. კარაგერი ამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ მსგავსი გამოსვლისგან, ეს აბსურდია და კლუბსა და მის ფანებს შეურაცხყოფსო.

ფანების დიდი ნაწილის ნდობა-სიყვარულსა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია 42 წლის ჩრდილოირლანდიელიც. როჯერსი არსად წასვლას არ აპირებს და იმედი აქვს, რომ არც ხელმძღვანელობას ჩაუფიქრებია მისი გაშვება.

"ვიფიქრე, ეს რაფას აგენტია და მან გადაიფრინა "ენფილდის" თავზე-მეთქი. ფეხბურთში ხალხს მოკლე მახსოვრობა აქვს. წინა წელს ყველა კმაყოფილი იყო, ჩვენ კინაღამ ჩემპიონატი მოვიგეთ" - განაცხადა როჯერსმა.

პრემიერლიგა არც ბენიტესს მოუგია და ეს ნავსი "ლივერპულს" ისევ გაუტეხავად რჩება, მაგრამ ესპანელმა გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და ევროსარბიელზე იყო წარმატებული.

როჯერსსა და მის პერსპექტივაზე, ცხადია, უარყოფითად მოქმედებს ისიც, რომ მისი გუნდი ოთხეულს მიღმა რჩება, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ცუდმა თამაშმა გარკვეული შანსი ისევ გააჩინა. მერსისაიდელები 4 ქულით ჩამორჩებიან "წითელ ეშმაკებს" და ბოლომდე უნდა იბრძოლონ, ისევე, როგორც ეს მათ ქპრ-სთან გააკეთეს, როდესაც სტივენ ჯერარდმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მერე თამაშიდან მაინც შეაგდო და ვინ იცის, ეს "ლივერპულის" კაპიტნის ბოლო გოლია ამ გუნდის მაისურით.

"სტივენ ჯერარდი ერთ-ერთია იმ უნიკალურ და გამორჩეულ ფეხბურთელთა ჯგუფში, რომლებიც საჭირო დროს და რთულ მომენტებში ახერხებენ გუნდის გადარჩენას. მისმა ბრწყინვალე თავურმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოგვიტანა. სტივენი მსოფლიო დონის მოთამაშეა და საოცარად ნიჭიერია. ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეუძლია დიდ თამაშებში გადამწყვეტი გოლების გატანა და ეს ჯერარდს კარიერაში არაერთხელ გაუკეთებია.

მან პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება სტივენზე მეტად არავის უნდოდა და მიაღწია კიდეც თავისას. შესაძლოა, ზოგმა მისი წასვლის მერე კიდევ უფრო უკეთ გაიაზროს, თუ რა დონის ფეხბურთელსა და ტალანტზე გვაქვს საუბარი" - განაცხადა როჯერსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა